თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2013, 10:45
ავტორი: I L C,
ნანახია: 2722,
კომენტარები: 4
უეინ რუნი ათი წელი ''პრემიერ ლიგაში''
ათი წელი ''პრემიერ ლიგაში''..
უეინ რუნი ათი წელი ''პრემიერ ლიგაში''
სერ ალექს ფერგიუსონი

(წინასიტყვაობა)


მახსოვს, როგორ გაუკვირდა ყველას, როდესაც ''მანჩესტერ იუნაიტედის'' დირექტორთა საბჭო დავარწმუნე მხარი დაეჭირა ''ევერტონიდან'' იუეინ რუნის რამდენიმე მილიონიანი ტრანსგერისათვის. მაშინ რუნი თვრამეტი წლისა იყო, მაგრამ ორი წლის მანძილზე ''ევერტონის'' ძირითად გუნდში გამოსვლით ყველას უმტკიცებდა, რომ საქმე იშვიათ ტალანტთან გვქონდა.
''ევეტრონის''' საფეხბურთო აკადემიის ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებმა უეინ რუნის ძირითად გუნდში მოსახვედრად უდიდესი შრომა გასწიეს. ძირირითად გუნდში შესრულებული დებიუტის დრო იგი ჯერ ჩვიდმეტი წლისაც არ იყო.მანამდე კი, სანამ იგი ''ევერტონის'' დიდ გუნდში თამაშს შეძლებდა, ყველამ ვიცოდით , რომ ლივეპულელებს უდიდესი ტალანტის ბიჭუნა ჰყავდათ. ის დიდ სცენაზე მალევე გამოჩნდა. ''ევერტონის'' უეინის ბავშვობის სათაყვანებელი გუნდი იყო ადვილი წარმოსადგენია, რას იგრძნობდა ''გუდისონ პარკზე'' მოგუგუგუნე გულშემატკივრის წინაშე წინაშე პირველ გამოსვლისას კლუბის ლურჯ ფორმაში გამიოწყობილი ბიჭი.გასაკვირი არ არის, რომ მან პირველ გუნდთან ადაპტირება უპრობლემოდ მოახერხა. უეინ რუნი ფეხბურთისთვის არის დაბადებული და დასაწყისიდანვე ცხადი იყო, რომ ამ თამაშში დიდი როლს შეასრულებდა.
უეინ რუნი ათი წელი ''პრემიერ ლიგაში'' (ნაწილი 1)

ეჭვიც არ გვეპარებოდა , რომ ''ევერტონის'' დათანხმებას, უეინი მანჩესტერისკენ გამოეშვა, დიდი თანხა დასჭირდებოდა.მგონია, რომ უკვე ყველაფერი შეიძლება შეფასდეს ჩვენ მოვახერხეთ ''ევერტონთან'' მოლაარაკება, რათა თავის ასაკში საუკეთესო ფეხბურთელი გადმოგვებირებინა.იგი ასაკით იმდენად პატარა იყო, რომ საარჩევნო ხმის უფლება ახალი მიღებული ჰქონდა.უდიდესი თანხა გადავიხადეთ, მაგრამ კარგად ვიცოდით რას ვაკეთებდით. არცთუ ისე ხშირი ფეხბურთელი რომელიც პროფესიონალიზმისკენ ისე ისწრაფოდეს როგორც ეს უეინ რუნის შემთხვევაში იყო. ეს არ ყოფილა რისკი , ეს იყო მომავლის ინვესტიცია და ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ქროტეზელმა ყმაწვილმა ჩადებული ინვესტიცია მომდევნო წლებში ერთიათასათ დაგვიბრუნა.პესიმისტებს უეინ რუნიმ ეჭვები ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო თამაშში ''ოლდ ტრაფორდზე'', თურქული ''ფენერბახჩეს'' კარში შესრულებული ჰეთ-თრიქით საბოლოოდ გაუფანტა.ჩემთვის არც ის იქნებოდა პრობლემა, მას ამ ყველაფრისთვის რამოდენიმე კვირა დასჭირვებოდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, უბედნიერესი ვიყავი, როდესაც მის კლასიკურ გამოსვლას ვუყურებდი.''მანჩესტერსა'' და ''ლივეპულს'' შორის წლებია გრძელდებოდა პაექრობა, მაგრამ ჩვენ გყვავს ლივერპულელი, ომელიც პირველივე ჯერზე მანჩესტერელთა რიგებში უპრობლემოდ ჩაეწერა.ეს რუნის მანჩესტერული კარიერის პირველი ნაბიჯები იყო, კარიერისა, რომელიც აგერ უკვე წლებია ''იუანიტედში'' გრძელდება. იგი ჩვენი კლუბი ბურჯად იქცა და პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა.

უეინმა ამ დროის მანძილზე მოახერხა დისციპლინასთან დაკავშერებული პრობლემების დაძლევა, რაც მას სიყმაწვილეში ახასიათებდა. ოდესღაც ფიცხი და ჭირვეული ყმაწვილი, დღეს ჩამოყალიბებული , თანაგუნდელებისთვის მისაბაძი პიროვნებაა. ამ წინააღმდეგობების დაძლევას ხასიათის სიმტკიცე სჭირდება . მან შეძლო და მოახერხა უკან მოეტოვებინა ის პრობლემები, რაც თამაშში უშლიდა ხელს.2010 წელს გაუგებრობა მოხდა. რუნიმ ''ოლდ ტრაფორდის '' დატოვების სურვილი გამოთქვა. ეს ჩემთვის შოკიდა იმედგაცრუება იყოო, მაგრამ მას დიდი დრო არ დასჭირვებია სწორი გადაწყვეტილება მიეღო და კლუბთან კონტრაქტი გაეგრძელებინა. მე არ ვაპირებ მოგიყვეთ რაზე ვისაუბრეთ ჩვენი შეხვედრის დროს, მაგრამ მასთან საუბრის დასაწყიშივე ვიცოდი, რომ მისი გული ისევ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' ეკუთვნოდა. ყველაფერი ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული და შეგვეძლო იგი გადაწყვეტილების უზუსტობაში დაგვერწმუნებინა.უიეინ რუნის შეუძლია ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს. მან უკვე დაიწყო კლუბში არსებული რეკორდების დამხობა და კარიერის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე უამრავი რამის მოსწრება შეუძლია.ვფიქრობ, რომ ფეხბურთში ყოფნისას რამოდენიმე კარგი გადაწყვეტილება მიმიღია, თუმცა არის ისეთები, რომელთაც სიამოვნებით დავივიწყებდი! უეინ რუნის ''ევერტონიდან'' ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადმოყვანა კი პირველთა კატეგორიას მიეკუთნება.

სერ ალექს ფერგიუსონი
უეინ რუნი ათი წელი ''პრემიერ ლიგაში'' (ნაწილი 1)

უეინ რუნი

უამრავი ადამიანი მეგა გვერდით და მეხმარებოდა, რომ ჩემი პრემიერლიგური ოცნება რეალობად ქცეულიყო. მე რომ ახლა აქ ვარ, ამაში უდიდესი როლი მშობლებს და ოჯახს მიუძღვის, ისევე როგორც მწვრთნელსა და მენეჯერებს, რომლებთან ერთადაც ბავშვობიდან ვმუშაობდი, ჩემს აგენტს პოლ სტრეტფორდს და ყველა იმ ხალხს, ვინც ჩემ ირგვლივ ტრიალებდა . ყველა ჩემს თანაგუნდელსა და მეგობარს მოედანზე თუ მის მიღმა: მადლობა მათ, რომ გვერდით მედგნენ. თუმცა მე მინდა ორი ადამიანი განსაკუთრებით გამოვყო, ვინც უდიდეს ყურადღებას იმსახურებს: ჩემი მეუღლე კოლინი, მადლობა , რომ მუდამ ჩემ გვერდით იყავი ძნელბედობისას თუ ბედნიერებისას. ვერც კი წარმოიდგენ, რაოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის შენი სიყვარული და მხარდაჭერა.და ჩემი ვაჟი კაი- შენზე ფიქრით იწყება ჩემი დილა და შენი ღიმილით სრულდება დღე. ორივენი ძლიერ მიყვარხართ, თქვენ ხართ ჩემი ყოველდღიური შთაგონებისა და მოტივაციის წყარო.
უეინ რუნი ათი წელი ''პრემიერ ლიგაში'' (ნაწილი 1)

გთავაზობთ უეინ რუნის 100 საუკეთესო გოლს



გაგრძელება იქნება...
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
6 ოქტომბერი 2013 11:09
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოჩაღ კარგი სტატიაა.ცოტა შეცდომები კი არის, მაგრამ არაუშავს ;)
0
№2
ავტორი: I L C
6 ოქტომბერი 2013 11:10
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მართალია არც თუ ისე დიდია მაგრამ საინტერესოა და გაგრძელებები უფრო საინტერესო იქნება :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: red devil
6 ოქტომბერი 2013 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor kaia. Shreki ki martla udzlieresia.
0
№4
ავტორი: born_2b_red
6 ოქტომბერი 2013 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 101
ლივერპულის სიძულვილი სისხლში აქვს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top