თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2013, 01:03
ავტორი: Macklemore,
ნანახია: 3689,
კომენტარები: 6
ბობი ჩარლტონი-Mr. Manchester United
ბობი ჩარლტონი-Mr. Manchester United
ბობი ჩარლტონი-Mr. Manchester United
ჯერ არც ერთი მანჩესტერელი ახლოსაც კი არ მოსულა ბობი ჩარლტონის მიერ გატანილ 249 გოლთან. მხოლოდ რაიან გიგზს აქვს ჩატარებული ჩარლტონზე მეტი მატჩი მანჩესტერის მაისურით, სერ ბობიმ იუნაიტედის მაისური 758-ჯერ მოირგო. ჯერჯერობით ყველა მცდელობა, ჩარლტონის მიღწევების დამხობისა და გაუმჯობესებისა, უშედეგოდ დასრულდა. კლუბის ისტორია სავსეა არაჩვეულებრივი პერსონებით, მაგრამ ბობი ჩარლტონი მათგან გამორჩეული იყო.

მიუხედავად მისი ვარსკვლავური სტატუსისა, იგი ყოველთვის პირველ ადგილზე კლუბს და გუნდის ფილოსოფიას აყენებდა. ის ჯიუტად ურტყამდა კარში, მაგრამ ამავდროულად იგი მუშაობდა დაუღალავად მთელს მოედანზე. მაგრამ თუ შევაფასებთ ბობი ჩარლტონის კარიერას, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მან გაატარა მთელი თავისი ოფიციალური საფეხბურთონ კარიერა ყვითელი ბარათის მიუღებლად, იგი იყო ნამდვილი ჯენტლმენი მოედანზე.

„მან დაამხო ყველა რეკორდი და მოიგო ყველაფერი რაც კი შესაძლებელი იყო, რომ მოეგო. მაგრამ ის ჯერ კიდევ ხელშეუხებელია“-მეტ ბასბი.

ბობი ჩარლტონი-Mr. Manchester United


ამ თვისებებთან ერთად, ჩარლტონმა იკისრა ლიდერის როლი მანჩესტერ იუნაიტედი-ს აღმავლობაში, მას შემდეგ რაც 1958 წელს მიუნხენში მოხდა.

ბობი ჩარლტონის საფეხბურთო კარიერა პრაქტიკულად მისი დაბადებიდანვე დაიწყო, რადგან იგი დაბადებული იყო ჭეშმარიტ საფეხბურთო ოჯახში. მის ორივე ბიძას და უფროს ძმას ნათამაშები ჰქონდათ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. მაგრამ ის მალევე ცხადი გახდა, რომ ბობი იყო ყველაე ნიჭიერი მათ შორის. 9 წლის ასაკში, მას უკვე იწვევდნენ თავისი ქალაქის-აშინგტონის ადგილობრივ გუნდში. თინეიჯერობის ასაკში, კი მას უკვე იწვევდნენ ტოპ კლუბები. საბოლოოდ მანჩესტერ იუნაიტედ-მა პირველმა გამოიჩინა ინტერესი ბობისადმი და ჩარლტონი შეუერთდა იუნაიტედს. მიუხედავად უფრო სარფიან შემოთავაზებებისა.

1953 წელს, ის ჩავიდა მანჩესტერში 15 წლის ასაკში. ის პირველი მათგანი იყო „ბასბის პატარებიდან“. მიუხედავად იმისა, რომ ჩარლტონი იყო რამდენიმე წლით ახალგაზრდა სხვებზე, ის მალევე მოხვდა გუნში და იყო ბორტზე საბედისწერო გაფრენისას მიუნხენში. იგი გამოდგა ძალიან იღბლიანი, რადგან იგი გამოვიდა თვითმფრინავიდან ფიზიკური დაზიანებების გარეშე. თუმცა ავარიის შემდეგ მან მიიღო ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმა. მას შემდეგ მას ახასიათებდნენ როგორც მებრძოლ ადამიანს.

ბობი ჩარლტონი-Mr. Manchester United
ბობი ჩარლტონი მიუნხენის ჰოსპიტალში-1958 წელი.


“ის იყო ძალიან მშვიდი ადამიანი, რომელიც თავის სათქმელს თავისი მაგიური ბუცებით აკეთებდა”-მეტ ბასბი.

კატასტროფიდან ორი კვირის შემდეგ, ის დაბრუნდა მოედანზე და შემდგომ სეზონებში აიღო უფროდა უფრო მეტი პასუხისმგებლობა თავისი გუნდისადმი.

მას არ ახასიათებდა ყვირილი. იგი თავის ლიდერის თვისებებს მაგალითიდ აჩვენებდა. ამჟღავნებდა თავმდაბლობას თავისი საქმის, წარსულისა და სპორტის მიმართ. მთელი 60-იანი წლების განმავლობაში სწორედ ის იყო გუნდის ლიდერი, ბობი ჩარლტონი იყო გუნდის ლიდერი როდესაც მათ ჯერ მოიგეს ინგლისის ასოციაციის თასი (FA cup) და შემდეგ როცა ლიგაში მიაღწიეს წარმატებას 1965 და 1967 წლებში. ჩარლტონის კარიერისა და მანჩესტერის აღმასვლის პიკი იყო 1968 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მოპოვებული გამარჯვება. ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი დაბრუნდა!

ბობი ჩარლტონი-Mr. Manchester United
ბობი ჩარლტონი ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით.


ბობი ჩარლტონმა განაგრძო აქტიური საფეხბურთო კარიერა კიდევ 5 წლის განმავლობაში. 1973 წელს იგი გახდა „პრესტონის“ მწვრთნელი. შემდგომ სეზონებში მანჩესტერ იუნაიტედი ჩამოქვეითდა. რამდენიმე წლის შემდეგ ბობი ჩარლტონი დაბრუნდა კლუბში როგორც საბჭოს წევრი. მას „იუნაიტედში“ აქვს გატარებული 50 წელზე მეტი და ის არის კლუბის ყველაზე საპატიო ელჩი.

ბობი ჩარლტონი-Mr. Manchester United
"მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორი დავიდ გილი და ბობი ჩარლტონი მანჩესტერულ დერბიზე-7 აგვისტო 2011 წელი.


ლეგენდები
6 კომენტარი
№1
ავტორი: davita
6 ოქტომბერი 2013 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
Legend <3 love am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№2
ავტორი: I L C
6 ოქტომბერი 2013 09:52
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
უდიდესი ლეგენდაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: chudikone
6 ოქტომბერი 2013 11:03
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბავშვობაში, ლიგის თამაშებს რო ვუყურებდი და კადრში მოხვდებოდა ხოლმე ჩარლტონი, ვამბობდი რა საყვარელი მოხუცია მეთქი.. აზრზე არ ვიყავი ვინ იყო :D მართლაც ღირსეული ლეგენდა ჰყავს იუნაიტედ <3 ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Z A C K™
6 ოქტომბერი 2013 12:17
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ძაან საინტერესო იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№5
ავტორი: love united
7 ოქტომბერი 2013 12:22
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ჩვენი ლეგენდა...ძალიან მიყვარს ეს ადამიანი...
0
№6
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ჩალტონი მაგარიააააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top