"კრისტალ პალასის" მწვრთნელს, იან ჰოლოვეის მიანჩნია რომ მისმა ყოფილმა შეგირდმა ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა დაამტკიცოს იმისთვის, რომ იგი ძირითად შემადგენობაში მოხვდეს. 20 წლის ზაჰა მანჩესტერმა იანვარში გაიფორმა, თუმცა მას ჯერაც არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე საპასუხისმგებლო მატჩში. ამ უკანასკნელმა დიდი წვლილი შეიტანა თავისი ყოფილი გუნდის პრემიერ ლიგაში დაწინაურებაშო. ჰოლოვეის აგრეთვე სჯერა რომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებს გავლენა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედზე" და თუ ზაჰას ძირითადში სურს თამაში, მაშინ ის უნდა დაელოდოს თავის შანს და დაამტკიცოს რომ ღირსეული ფეხბურთელია.
"იგი ვალდებულია შეასრულოს დავალებები და ისწავლოს ის, რასაც ახალი მწვრთნელი ავალებს მას." -აცხადებს ჰოლოვეი.
"ზაჰა შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. იგი ახლა დიდებულ კლუბში იმყოფება და რა თმა უნდა, სხვაობა დიდია მის ამჟამინდელსა და ყოფილ კუბებში ("კრისტალ პალასი"). ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს ის ისევ ძალიან უყვართ და ვთვლი რომ მან ახალ კლუბში ახლიდან უნდა მოიპოვოს სხვების პატივისცემა და მჯერა რომ გარკვეული დროს შემდეგ ეს ნამდვილად მოხდება. ზაჰას ყოველთვის მოვუწოდებდი და ეხლაც ვეტყოდი რომ აკეთოს ის რაც ევალება და მისი ნიჭი საქვეყნოდ იბრწყინებს."
"როდესაც შენ ყოველ კვირას გამარჯვებას მოელი, გიწევს ასევე "ცუდი" სამუშაოს შესრულება. მე მჯერა რომ ზაჰას ეს ყველაფერი ძალუძს და იგი სულ მალე "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადის ფეხბურთელი გახდება" დაასრულა არწივების თავკაცმა.