თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2013, 11:38
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2058,
კომენტარები: 18
Sunderland VS Manchester United - Preview
"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Sunderland VS Manchester United - Preview
"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "Stadium of Light",სანდერლენდი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,7-ე ტური
მსაჯი: კრის ფოი
თარიღი: შაბათი, 5 ოქტომბერი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

Sunderland VS Manchester United - Preview

Sunderland VS Manchester United - Preview

"სანდერლენდი"
ტრავმირებულები: სტივენ ფლეტჩერი,ვეს ბრაუნი,ანდრეი დოსენა,ფილ ბრადსლი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Mannone, Pickford, Westwood, Celustka, Cuellar, Diakite, O'Shea, Roberge, Ba, Cabral, Cattermole, Colback, Gardner, Giaccherini, Johnson, Ki, Larsson, Mavrias, Vaughan, Altidore, Borini, Ji, Mandron, Moberg-Karlsson, Wickham.
მთავარი მწვრთნელი: კევინ ბოლი

ხვალ მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშოს ბორინმა,რომელიც "ლივერპულის" ფეხბურთელია და იჯარის წესით არის განათხოვრებული "სანდერლენდში".სტივენ ფლეტჩერს,ვესტ ბრაუნს და ადნრეი დოსენას კვლავ არ შეუძლიათ თამაში ტრავმების გამო.

Sunderland VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: უეინ რუნი,რიო ფერდინანდი,ტომ ქლევერლი
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Fabio, Jones, Smalling, Ferdinand, Vidic, Evra, Buttner, Valencia, Giggs, Carrick, Cleverley, Fellaini, Anderson, Kagawa, Nani, Young, Welbeck, Van Persie, Rooney, Hernandez.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

დღეს "სანდერლენდის" წინააღმდეგ კითხვისნიშნის ქვეშ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" სამი ფეხბურთელის თამაში,ესენი არიან უეინ რუნი,რომელიც "შახტართან" მატჩის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სწორედ ამიტომ ვერ ვიხილეთ მოედანზე,რიო ფერდინანდი,რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და ტომ ქლევერლი,რომელმაც ვარჯიშზე უმიზეზო ტრავმა მიიღო.

გუნდების ფორმა

Sunderland VS Manchester United - Preview

"კატების" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კევინ ბოლმა სულ ახლახანს ჩაიბარა გუნდი პაოლო დი კანიოსგან,რომელმაც ვერანაირი შედეგი ვერ აჩვენა პრემიერ ლიგაში.მე-6 ტურამდე "სანდერლენდს" მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.მათ ის ერთადერთი ქულა "საუტჰემპტონთან" მატჩში მოიპოვეს."სანდერლენდის" ფეხბურთელებმა მეტოქისთვის ამ დრომდა მხოლოდ 4 ბურთის გატანა შეძლეს ხოლო საკუთარ კარში 14 ბურთი გაუშვეს.კევინ ბოლმა თავისი პირველი მატჩი მთავარი მწვრთნელობის რანგში მიმდინარე პრემიერ ლიგის წინა ტურსი გამართა საკუთარ მოედანზე "ლივერპულის" წინააღმდეგ.მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა,მაგრამ "კატები" მაინც დამარცხდნენ (1:1).დღეს კი კევინ ბოლის მეთაურობით "სანდერლენდი" შეეცდება საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას და მიმდინარე პრემიერ ლიგაში პირველი გამარჯვების მოპოვებას.

Sunderland VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედმა" შოტლანდიელი სპეციალისტის დევიდ მოიესის მეთაურობით არც თუ ისე კარგი სტართით დაიწყო მიმდინარე სეზონი."წითელი ეშმაკები" 2 მოგებით,3 წაგებით და 1 ფრით მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 12-ე ადგილს იკავებენ 7 ქულით.სეზონის ბოლო მატჩი მათ უკრაინაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შახტარის" წინააღმდეგ გამართეს და ფრედ ითამაშეს ხოლო პრემიერ ლიგის ბოლო ტურში დევიდ მოიესის შეგირდები "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა."წითელმა ეშმაკებმა" მე-6 ტურამდე მეტოქისთვის 8 ბურთის გატანა შეძლეს და ასევე 8 ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.დღეს "სანდერლენდის" წინააღმდეგ საეჭვოა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ფორვარდის უეინ რუნის თამაში,რომელიც "შახტართან" მატჩის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა და სწორედ ამიტომ გამოტოვა მან აღნიშნული შეხვედრა

ცოტა რამ გუნდებზე

Sunderland VS Manchester United - Preview

საფეხბურთო კლუბი სანდერლენდი (ინგ. Sunderland Association Football Club) — ინგლისის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1879 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა, სკოლის მასწავლებლის ჯეიმს ალანის მიერ. სანდერლენდს მოგებული აქვს ინგლისის პრემიერლიგის 6 ტიტული და ინგლისის თასის 2 ტიტული. სანდერლენდი დიდი ხანი იყო რეკორდსმენი პრემიერლიგაში ზედიზედ ჩატარებული 68 სეზონის მიერ, სანამ 1992 წელს არსენალმა არ გადაასწრო მაგ მაჩვენებლით. 1997 წლიდან სანდერლენდი თავის საშიანო მატჩებს "სინათლის სტადიონზე" ატარებს, რომლის ტევადობაც 2000 წლის მერე 49 000 შეადგენს. მანამდე გუნდი "როკერ პარკი"-ს სტადიონზე ასპარეზობდა. სანდერლენდის მოსისხლე მტერი ნიუკასლ იუნაიტედი ითვლება, ეს დაპირისპირება ინგლისში ტაინ-უირის დერბის სახელს ატარებს. (პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 1898 წელს ჩატარდა).2006 წელს სანდერლენდს შეეცვალა ხელმძღვანელობა, გუნდი იყიდა სანდერლენდის ყოფილმა ფეხბურთელმა ნილ ქუინმა, რომელმაც თავის ძველი მეგობარი როი კინი მოიყვანა სანდერლენდის მწვრთნელად. პირველივე სეზონში როი კინმა ჩემპიონშიფი მოაგებინა გუნდს და ისევ პრემიერლიგაში დააბრუნა, სადაც წინა სეზონების განსხვავებით გუნდმა უფრო უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და შეინარჩუნა ადგილი ინგლისის ელიტალურ ლიგაში. 2009 წლის 27 მაისს ამერიკელმა ბიზნესმენმა ელის შორტმა შეიძინა სანდერლენდის 100%-იანი აქცია. გუნდში ისევ ცვლილებები მოხდა, რომლის შემდეგაც წავიდა როი კინი და მის ადგილას მოვიდა ინგლისელი სპეციალისტი სტივ ბრუსი, რომელმაც გუნდი პირველივე სეზონში მე-13 ადგილზე გაიყვანა. 2010/11 სეზონი სანდერლენდმა შესანიშნავად დაიწყო და ამბიციაც გაჩნდა ევრო თასებზე მოხვედრის, გუნდი კარგად დაბალანსდა რაც თამაშის შედეგებზეც აისახებოდა, განსაკუთრებით 1-ლი წრე სანდერლენდისთვის საუცხოო გამოდგა, თუმცა მე-2 წრეში გუნდმა ძალიან აურია, რაც მე-10 ადგილზე სეზონის დამთავრებით დასრულდა, თუმცა ესეც კარგი შედეგი იყო გუნდისთვის.

Sunderland VS Manchester United - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

საინტერესო ფაქტები

  • ბოლოს "სანდერლენდმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება 1997 წლის მარტში შეძლო ანგარიშით 2:1.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებში "მანჩესტერ იუნაიტედმა" იმარჯვა (5-3) 1950 წელს.
  • "შავმა კატებმა" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ლივერპულის" წინააღმდეგ მეტოქის კარში 23 ჯერ მოახერხეს კარში დარტყმა,რაც გუნდი ყველაზე კარგი მაჩვენებელია 2011 წლის დეკემბრის შემდეგ.
  • პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ უეინ რუნიმ შეძლო და მესამე მატჩში მესამე სტანდარტული გაიტანა.ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი კრიშტიანო რონალდუს აქვს,რომელმაც ზედიზედ ოთხ მატჩში მოახერხა სტანდარტულების გატანა.

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 135-ჯერ შეხვდნენ ყველა ტურნირზე,აქედან "მანჩესტერ იუნაიტედმა" 60 მატჩი მოიგო "სანდერლენდმა" 39 მატჩი ხოლო 36 მატჩი ფრედ დასრულდა.ბოლო 24 შეხვედრიდან "სანდერლენდმა" ბოლოს 1997 წლის მარტში სძლია "მანჩესტერ იუნაიტედს"."შავვა კატებმა" ბოლო 9 საშინაო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღდეგ მხოლოდ 2 ქულა მოაგროვეს.

30.03.2013 Sunderland 0-1 Manchester United
15.12.2012 Manchester United 3-1 Sunderland
13.05.2012 Sunderland 0-1 Manchester United
05.11.2011 Manchester United 1-0 Sunderland
26.12.2010 Manchester United 2-0 Sunderland
02.10.2010 Sunderland 0-0 Manchester United
02.05.2010 Sunderland 0-1 Manchester United
03.10.2009 Manchester United 2-2 Sunderland
11.04.2009 Sunderland 1-2 Manchester United
06.12.2008 Manchester United 1-0 Sunderland
26.12.2007 Sunderland 0-4 Manchester United
01.09.2007 Manchester United 1-0 Sunderland
14.04.2006 Manchester United 0-0 Sunderland
15.10.2005 Sunderland 1-3 Manchester United
01.01.2003 Manchester United 2-1 Sunderland
31.08.2002 Sunderland 1-1 Manchester United
02.02.2002 Manchester United 4-1 Sunderland
13.10.2001 Sunderland 1-3 Manchester United
31.01.2001 Sunderland 0-1 Manchester United
09.09.2000 Manchester United 3-0 Sunderland
15.04.2000 Manchester United 4-0 Sunderland
28.12.1999 Sunderland 2-2 Manchester United
08.03.1997 Sunderland 2-1 Manchester United
21.12.1996 Manchester United 5-0 Sunderland

ბოლო შეხვედრა "Stadium of Light"-ზე

Sunderland VS Manchester United - Preview

ეს ორი გუნდი ბოლოს ერთმანეთს "სინათლის სტადიონზე" 2013 წლის 30 მარტს დაუპირისპირდა.ამ შეხვედრას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია,რადგან სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს უკვე გარანტირებული ჰქონდათ პრემიერ ლიგის ტიტული,მაგრამ მათ მაინც მოახერხეს "შავი კატების" დამარცხება ერთადერთი ტიტუს ბრამბლეს ავტოგოლის წყალობით.

LAST 6 MATCH

Sunderland VS Manchester United - Preview


HEAD TO HEAD

Sunderland VS Manchester United - Preview


Editor's Prediction

Sunderland VS Manchester United - Preview
მატჩის წინ
18 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
5 ოქტომბერი 2013 11:53
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მე დავბრუნდი! likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Rosso Diavolo
5 ოქტომბერი 2013 11:54
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოჩაღ ავტორ კარგი ხარ..ძაან მაგარი სტატიაა !!
0
№3
ავტორი: MANUTD FAN.
5 ოქტომბერი 2013 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
უეჭველი უნდა მოვიგოთ ეს თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№4
ავტორი: Shako Jones
5 ოქტომბერი 2013 11:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მისდღემში ვაფარჩაკებთ დღესაც არ უნდა გაგვიჭირდეს ... იანუზაი და ზაჰა განაცხადშიც არ არიან ცუდია.. არცერთი ახალგაზრდაა დღეს კაგავას ველი და რუნი ვან პერსის დუეტს.
0
№5
ავტორი: Berba 9
5 ოქტომბერი 2013 12:04
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
უნდა მოვიგოთ, თორემ მოიესს კრიტიკა არ აცდება კი არა რავიცი რა დავარქვა:))) კარგია დავით როგორც ყოველთვის:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: GoGa
5 ოქტომბერი 2013 12:32
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 80
მატჩის დასაწყისი: 20:90, (ჩვენი დროით)
bazari araaa
0
№7
ავტორი: NeymaR
5 ოქტომბერი 2013 12:37
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
უნდა მოვიგოთ თორე დაერხევა მოიესს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№8
ავტორი: BERDI
5 ოქტომბერი 2013 12:50
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
UTD-Rule,
ყოჩაღ დავით!!! მოგვენატრე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: UTD-Rule
5 ოქტომბერი 2013 12:59
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
GoGa,
ცუდია ამხელა სტატიაში მარტო შეცდომა რო დაინახე)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: I L C
5 ოქტომბერი 2013 13:04
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
UTD-Rule,
საროლ მაგარია..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top