თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2013, 12:26
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1867,
კომენტარები: 7
სერ ალექსი: "რუნი ხელს ჩამომართმევს"
ბოსი ადასტურებს რომ უენ რუნიმ მართლაც მოითხოვა გუნდიდან წასვლა
სერ ალექსი:
მოგეხსენებათ რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ წყდებოდა ჭორები რუნისთან დაკავშირებით, თუმცა გუნდის უფროსობამ ყველა შემოთავაზება უარით გაისტუმრა და ინგლისელი ფორვარდი დღეს ისევ "იუნაიტედის" ფეხბურთელია. ბევრიც ითქვა და ბევრიც დაიწერა, რომ რუნი არ იყიდებოდა, მაგრამ "ჩელსი" მაინც არ ჩერდებოდა გააკეთა ორი შეთავაზება მის გადასაბირებლად. ორივე წარუმატებლად დასრულდა.

სერ ასექს ფერგიუსონმა US TV network PBS-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ, რუნიმ ტრანსფერზე დაყენება გაჩემპიონებიდან მეორე დღესვე მოითხოვა. თუმცა ბოსი მიიჩნევს რომ სხვა კლუბებისგან მიღებულ შემოთავაზებებზე უარის თქმით რუნის რწმენა დაუბრუნდა და ცდილობს ფორმაში შესვლას.

"მან წასვლა მოითხოვა" -აცხადებს სერ ალექს ფერგიუსონი. "პრემიერ ლიგის მოგებიდან მეორე დღეს ის ჩემთან შემოვიდა და ტრანსფერზე დაყენება მთხოვა. ისეთი არაფერი მომხდარა, რომ მე გავბრაზებული ვყოფილიყავი. რუნი ინგლისის ნაკრების იმედია და კლუბშიც მნიშვნელობანი ფიგურაა, სწორედ ამიტომ არ წყდებოდა საუბრები მის მომავალთან დაკავშირებით. მას, როგორც პიროვნებას ჰყავს მრჩეველები და ალბათ სწორედ ამან განაპირობა ის ყველაფერი რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხდებოდა."

"მე წამითაც არ გამნელებია რუნისადმი სიყვარული. ხანდახან მე მას ვსჯიდი, მაგრამ მოგეხსენებათ რომ დისციპლინა რომ დაამკვიდრო მკაცრად უნდა მოექცე ყველას. ის ერთადერთი არ არის, ვისაც მე მკაცრად ვექცეოდი."

"როდესაც კლუბმა უარი თქვა "ჩელსის" შემოთავაზებაზე, ვფიქრობ მაშინ მიხვდა უეინი რომ მისი ადგილი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედშია". მიმაჩნია რომ ამ მოვლენამ დაუბრუნა მას გუნდში დარჩენის სურვილი." თქვენც ხედავთ ალბათ რომ რუნი ახლა ნელ-ნელა ფორმის პიკში შედის და მე ძალიან გახარებული ვარ."

"ჩემი აზრით ამან განაპირობა რომ დღეს "ძველი რუნი" გვიბრუნდება და უნდა ვუმადლოდეთ ზაფხულის ჭორებს. ის ყველაფერი ხომ ცუდად არ დასრულებულა, არა ?! ვფქირობ რომ დღეს რომ რუნი შემხვდეს ის მე ხელს ჩამომართმევს, თბილად მიმიღებს." დაასრულა სერ ალექს ფერგიუსონმა.

წყარო: SkySports
---
7 კომენტარი
№1
ავტორი: Giorgi Kuloshvili
3 ოქტომბერი 2013 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
ფერგიიი ბოლო სიტყვებმა კინაღამ ამატირა :D
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
3 ოქტომბერი 2013 12:15
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
იმენა ეს არის მაგარი კაცი ძალიან რა. კინაღამ მატირა ბოლოს. ისე რა მოხდება რო თუ ეს სეზონი ძაან ცუდათ დავასრულეთ, ფერგი დაბრუნდეს :( გუნდი 3-0ს რო აგებდა მეორე ტაიმში 4 გოლს იტანდა ისეთ რაღაცას ეუბნებოდა შესვენებაზე ფეხბურთელებს. ამას ეტყობა რო არც მკაცრია, და დასჯაც არ შეუძლია ფეხბურთელების. იმიტომაა რო დადიან მინდორზე
0
№3
ავტორი: DimaSanaia
3 ოქტომბერი 2013 12:43
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ALEXFERGUSON,
მაგას დრო ჭირდება ძმაო :) 2 თვის მოსულია და გასახდელში რო შეუავრდეს და დედა აგინოს გინდა თუ არა მოიგეთო ფეხბურთელები იფიქრებენ ეს ვინ ჩემი ფეხებიაო გუშინ წინ მოვიდაო ))) ფერგის 27 წელი ჰქონდა გავლენა ))))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№4
ავტორი: AkkRed
3 ოქტომბერი 2013 12:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბაბუუ <3 შენი დისციპლინდა ჟინი აკლია გუნდს :(
0
№5
ავტორი: love united
3 ოქტომბერი 2013 20:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იმედია ბოლო შემთვევა იყო ეს და აღარ მოუნდება წასვლა...
0
№6
ავტორი: red devil
3 ოქტომბერი 2013 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Babu geniosi xar
0
№7
ავტორი: chaobi
4 ოქტომბერი 2013 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
fergi <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top