მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ანდერსონმა განაცხადა, რომ როცა ბოსი პენსიაზე გავა მანჩესტერ იუნაიტედს გაუჭირდება ამ დანაკარგის აღდგენა. მანჩესტერ იუნაიტედი იგივე სერ ალექს ფერგიუსონია. როდესაც ის წავა, გუნდი დაკარგავს თავისი ძალების დიდ ნაწილს და ამ ძალების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. ყველა ფერხბურთელისატვის ის არის როგორც მამა. სერ ალექსი შეუდარებელი ადამიანია, როცა ის ფეხბურთიდან წავა ყველა ფეხბურთელი იგრძნობს დიდ დანაკლისს. ის ცხოვრობს ფეხბურთით და მას ყოველტვის ექნება ფეხბურთთან ინტერესი-განაცხადა ანდერსონმა. ფერგიუსონს, რომელსაც 31 დეკემბერს შეუსრულდება 71 წელი გუნდს სათავეში ჩაუდგა 1986 წლის 6 ნოემბერს. მან შეძლო და გუნდს 19 ტიტული მოაპოვებინა. წყარო:manutd.ru