სრულიადში შემოგთავაზებთ საინტერესო ცნობებსა და დღის სიახლეებს...
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ, საინტერესო ცნობებსა და დღის სიახლეებს...
დევიდ მოიესი: "უკვე დროა, რომ მაქსიმუმისთვის ვიბრძოლოთ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესმა ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლიგა ეს ისეთი, რამაა რაც ერთად რამდენიმე უძლიერესი გუნდი მოიყრის თავს და რაც ყველაზე აღსანიშნავია ამ ყველაფერს მილიონობით ადამიანი უყურებს.
"ჩემპიონთა ლიგა, - ეს არის უძლიერესი გუნდების ერთად თავმოყრა. მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ადამიანი ასულა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ მიზნამდე 10 მეტრი რჩებოდათ და უკან გამობრუნებულან. ისინი ცდილობდნენ მაინც და ამაშია მათი გმირობა. ანალოგიურის თქმა მინდა ჩვენზე. ვეცდებით ავიდეთ ევერესტზე. ახლა კი უკვე დროა, რომ მაქსიმუმისთვის ვიბრძოლოთ", - აღნიშნა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
რუნი: "გამარჯვება გვმართებს"!!
დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გასვლით მატჩში "დონბას" არენაზე" "დონეცკის შახტარს" უმასპინძლებს. მანკუნიანელთა თავდამსხმელი უეინ რუნი კი აცხადებს, რომ ინგლისელები უკრაინაში მხოლოდ მოსაგებად ჩავლენ.
"დღეს ჩვენი მიზანი გამარჯვება და ბევრი გოლის გატანა იქნება. არააქვს დიდი მნიშვნელობა იმას, თუ ვინ მოახერხებს მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვრას, მთავარია შინ სამი ქულით დავბრუნდეთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა. მინდა რომ გავიმარჯვოთ, "შახტარს" კი ცხადია თავიანთი მიზნები აქვთ, მაგრამ მთავარი მიზანი ალბათ მათთვისაც გამარჯვება იქნება".
ოზილმა ვილა ლონდონში იყიდა...

თურმე მესუთ ოზილი ლონდონში ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი დარჩენილა, ქალაქიც ძალიან მოეწონა და აგერ უკვე ვილაც უყიდია. აღსანიშნავია, რომ გაგერმანელებულ თურქს თავის ვილა ლონდონის "ჩელსიში" აქვს, სახლი კი ძალიან თანამედროვეა თავის ექვსი საძინებლითა და უზარმაზარი სამზარეულოთი.
ალექს ფერგიუსონი: "იუნაიტედი" საიმედო ხელშია, ამიტომ უკან დაბრუნებას გამოვრიცხავ"
ახლახანს პენსიაზე გასული, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გამორიცხა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს: "მანჩესტერ იუნაიტედი" საიმედო ხელშია, ამიტომ უკან დაბრუნებას გამოვრიცხავ. ახალ ცხოვრებას ვიწყებ, მინდა ხშირად დავესწრო დოღს და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას კარგად გავეცნო".
ვილფრედ ზაჰას მოიესის ქალიშვილთან ააქვს ურთიერთობა?
დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის ვილფრიდ ზაჰას ახლო ურთიერთობა აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელ, - დევიდ მოიესის ქალიშვილთან, ინგლისური პრესა კი წერს, რომ ახალგაზრდა ინგლისელი სწორედ ამიტომ არის გადაყვანილი დუბლებში...
"ატლეტიკოს" კაგავას ყიდვა სურს!!
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელ, - დიეგო სიმონეს სურს, რომ "მანჩესტერიდან" შინჯი კაგავა იყიდოს, რადგან მიიჩნევს, რომ იაპონელი მადრიდულ კლუბს მშვენივრად მოერგება.
საინტერესო ცნობები ფეხბურთის ირგვლივ...
ბევრისთვის გასაკვირვი და უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს "დორტმუნდის" სამართალდამცველებმა. ცნობილი იყო, რომ ბორუსიას სტადიონზე მინისგან დამზადებული საგნის შეტანა აკრძალული იყო, მაგრამ ეხლა გადაწყვიტეს, რომ არც სათვალიანი ხალხი შეუშვან " საიგნალ პარკზე".
ავსტრიის ქალაქ ვიენაში, ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩში ფეხბურთელმა თავისდაუნებურად არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მასკიომ იმდენად ძლიერად სცადა ბურთისთვის ფეხის დარტყმა, რომ ბურთს ფეხი ააცილა და მინდორი ამოთხარა, შედეგად ფეხიც მოიტეხა. საფარველის შესწავლის შემდეგ კი იმ ადგილას სადაც ფეხბურთელმა ფეხი დაიზიანა, აღმოაჩინეს ისტორიული ღირებულების ჩონჩხი. მართალია მასკიო საავადმყოფოს ვერ ასცდა, მაგრამ ბონუს-პროგრამით ფულადი ჯილდო მიიღო.
P.s ანალოგიურ სტატიებს ხშირად იხილავთ, Redarmy.ge-ზე.