თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2013, 02:23
ავტორი: Macklemore,
ნანახია: 2308,
კომენტარები: 16
Shakhtar Donetsk - Manchester United Preview!
"დონეცკის შახტარი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" პრევიუ!
Shakhtar Donetsk - Manchester United Preview!
"დონეცკის შახტარი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
სტადიონი: "დონბას არენა", დონეცკი.
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი.
მსაჯი: პაველ კრალოვეჩი.
თარიღი: სამშაბათი, 2 ოქტომბერი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: პირველი არხი.

Shakhtar Donetsk - Manchester United Preview!

Shakhtar Donetsk - Manchester United Preview!

"დონეცკის შახტარი"
ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: მირშა ლუჩესკუ.

დონეცკის შახტარმა უკრაინის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "მეტალურგ შახტარს" დაუპირისპირდა.მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.ამ მომენტისათვის სატურნირო ცხრილში დონეცკელები მესამე ადგილს იკავებენ 23 ქულით.

Shakhtar Donetsk - Manchester United Preview!

"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: არავინ.
დისკვალიფიკაცია: არავინ.
კითხვისნიშნისქვეშ: ფლეტჩერი, კლევერლი, ფერდინანდი, ანდერსონი.
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირირდა.ეს მატჩი "წითელმა ეშმაკებმა" დათმეს ანგარიშით 1:2 და ამ მომენტისათვის სატურნირო ცხრილში 12-ე ადგილს იკავებენ 7 ქულით.

გუნდების ფორმა

Shakhtar Donetsk - Manchester United Preview!

დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატში მე-3 ადგილს იკავებენ 23 ქულით. როგორც მოგეხსენებათ უკრაინის ჩემპიონატი ივლისის თვეში დაიწყო და გუნდებმა უკვე 11-11 მატჩის გამართვა მოახერხეს. "შახტარს" ბოლო რამდენიმე მატჩია დაეტყო უეფას ჩემპიონთა ლიგის დაწყება. ეს იმაში გამოიხატება, რომ ბოლო რამდენიმე მატჩია ლუჩესკუ როტაციას მიმართავს. უკრაინელებმა სეზონი მშვენივრად დაიწყეს, მათ პირველ 6 ტურში 6 გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ "შახტარს" ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა და ეს შიდა ჩემპიონატში ისევე კარგად ვერ გამოიყურება როგორც პირველ რამდენიმე ტურში. უკრაინის უმაღლეს დივიზიონში, დონეცკელებმა ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 2 შეხვედრაში იმარჯვეს, 1 მატჩი ფრედ დაასრულეს და 2 მატჩში დამარცხდნენ.

Shakhtar Donetsk - Manchester United Preview!

ბევრისთვის მოულოდნელად, "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 12 ადგილს იკავებს 7 ქულით. გუნდმა სეზონი თითქოს მშვენივრად დაიწყო: ინგლისის სუპერ თასზე (Community Shield) 2-0 "უიგანის" დამარცხებით და პრემიერ ლიგის პირველ ტურში უელსში მოპოვებული 4-1 შთამბეჭდავი გამარჯვებით. მაგრამ პრობლემებმა მალევე იჩინეს თავი. გუნდმა ბოლო 2 მატჩი დათმო და ამ ორ მატჩშო 6 ბურთი გაუშვა. "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის გუნდისთვის ეს კატასტროფული სტარტია. რიო ფერდინანდი ვერ დაეხმარება გუნდს საზარდულის ტრავმის გამო, ასევე ვერ ითამაშებს ანდერსონიც. უილფრედ ზაჰა და ფაბიო და სილვა კი დარჩნენ მანჩესტერში.

საინტერესო ფაქტები

  • "შახტარმა" სულ 3ჯერ უმასპინძლა ინგლისურ კლუბებს და 3-ვე შეხვედრაში გაიმარჯვა. "არსენალი" 2000-01 და 2010-11 წლების სეზონში. "ჩელსი" 2012-13 წლების სეზონში.
  • "იუნაიტედისთვის" მიმდინარე სეზონის სტარტიარის ყველაზე საშინელი სტარტი 1989-90 წლების სეზონის შემდეგ.
  • ლუიშ ნანიმ მოიხადა დისკვალიფიკაცია, რომელიც მას გასული სეზონიდან გადმოყვა. მან წითელი ბარათი მიიღო "მადრიდის რეალთან" მატჩში.

წინა სამატჩო კომენტარები

მირშა ლუჩესკუ: "მას შემდეგ რაც მე გავხდი "შახტარის" მწვრთნელი, მე ბევრი გრანდი ვიწვიე დონეცკში, მხოლოდ 4 გრანდი არ ჩამოსულა აქ: ბაიერნი, რეალ მადრიდი, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული. ახლა მანჩესტერი ითამაშებს დონბას არენაზე, თუმცა თუ ჩვენ გვინდა რომ შევხვდეთ რეალს და ბაიერნს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის.
მე თითქმის ყველა მატჩს ვუყურე "იუნაიტედის" მონაწილეობით და ვხედავ, რომ დევიდ მოიესს ჯერაც არ შეურჩევია საუკეთესო 11-ეული. იგი ცვლის 5-6 ფეხბურთელს თამაშიდან-თამაშამდე, რაც არც ისე კარგია გუნდისთვის.
მე თვალყურს ვადევნებდი მოიესის მუშაობას "ევერტონში" და ვიცი, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი პრემიერ ლიგაში. მაგრამ მას დრო ჭირდება რათა შეეჩვიოს ახალ კლუბს და სათანადოდ ჩამოაყალიბოს იგი."


დევიდ მოიესი: "მე მძიმე მდგომარეობაში ვარ, დაახლოებით ასეთივე პრობლემები მქონდა ჩემ ყოფილ კლუბებში "ევერტონში" და "პრესტონში". მე უნდა შევეგუო და მივიღო სწორი გადაწყვეტილებები. მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს და შედეგიც მალე მოვა.
მე ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას სჭირდება რამდენიმე მსოფლიო კლასის ფეხბურთელი, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც კი შეგვიძლია და მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია "იუნაიტედში" და მე ყველაფერს გავაკეთებ ამის მისაღწევად."

LAST FIVE MATCH

Shakhtar Donetsk - Manchester United Preview!

Readers Prediction

Shakhtar Donetsk - Manchester United Preview!


მატჩის წინ
16 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
2 ოქტომბერი 2013 11:10
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ. 3d_5 როგორც ყოველთვის საუკეთესოა .

გაგვიჭირდება მაგრამ უნდა მოვიგოთ თან კარგი ანგარიშით
0
№2
ავტორი: I L C
2 ოქტომბერი 2013 14:18
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ვიგებთ უეჭველიი.. manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: red devil
2 ოქტომბერი 2013 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Dges uechveli unda movigot. Moesma ro kritikosebi gaachumos
0
№4
ავტორი: ENJI
2 ოქტომბერი 2013 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მაინცდამაინც მე როცა ვდებ მანჩესტერის მოგებას მაშინ ემართებათ დედიმისისები :))) არ დამაღალატოთ...
0
№5
ავტორი: ლადო
2 ოქტომბერი 2013 15:23
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ავტორ)) უეჭველი უნდა მოვიგოთ...
0
№6
ავტორი: luka12
2 ოქტომბერი 2013 16:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
dghes donecks eti 5-2 unda movugot da mere uechbeli gavalt jgupidan da ratqmaunda uefas 4 movigebt
0
№7
ავტორი: buka oboladze
2 ოქტომბერი 2013 17:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ, ვიგებთ დღეს უეჭველი, რატომღაც მგონია რომ ლიგას მოვიგებთ..
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
2 ოქტომბერი 2013 17:35
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უნდა მოვიგოთდა დავუმტკიცოთ მტრებს :))
0
№9
ავტორი: NeymaR
2 ოქტომბერი 2013 17:53
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
მოვუგოთ უკრაინას და ჯგუფიდან მერე იოლად გავალთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№10
ავტორი: Zizou
2 ოქტომბერი 2013 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
buka oboladze,
buka oboladze,
რატო? :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top