თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2013, 18:57
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1717,
კომენტარები: 2
ბიუტნერმა “იუნაიტედში“ არსებულ კრიზისზე ისაუბრა.
ბიუტნერმა იუნაიტედში არსებულ კრიზისე ისაუბრა.
ბიუტნერმა “იუნაიტედში“ არსებულ კრიზისზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გვერდითა ფლანგის მცველმა უარყო თავისი გუნდის თამაშში არსებული პრობლემები და კრიზისი.

ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი მცველი ალექსანდრ ბიუტნერი უარყოფს მოქმედი ჩემპიონების გუნდში რაიმე პრობლემების და კრიზისის არსებობას. გავიხსენოთ, რომ წინა ტურის მატჩში "წითელი ეშმაკუნები" საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ, უფრო ადრე კი გასვლაზე "სიტისთან" 4:1 განადგურდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ამჟამად მხოლოდ მე-12 ადგილს იკავებს პრემიერ ლიგის მიმდინარე ცხრილში, პირველ ადგილზე მყოფ არსენალს მთელი 8 ქულით ჩამოუვარდება, რაც აშკარად ნამდვილი კოშმარია კლუბის ერთგული გულშემატკივრისთვის და ასევე კლუბისთვისაც.

"მანჩესტერ იუნაიტედს არ აქვს კრიზისი და კლუბში დაძაბული სიტუაცია ნამდვილად არაა. პუბლიკას სურს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდეთ, მაგრამ ასე არ ხდება. სეზონის მსვლელობისას ანალოგიური პერიოდი ბევრ ძლიერ გუნდს აქვს - არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. მთავარია, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვიყოთ საკუთარ ძალებში და კიდევ ერთხელ გაჩემპიონების შესაძლებლობაში. ვაპირებთ ყველა უახლოესი მატჩის მოგებას და მჯერა, რომ ამას შევძლებთ." - დაასრულა ბიუტნერმა.

შეგახსენებთ იმსაც, რომ თავად ალექსანდრ ბიუტნერი ამ სეზონში მინდორზე მხოლოდ წინა კვირაში გამოჩნდა ლიგის თასზე "ლივერპულის" წინააღმდეგ და პრემიერ ლიგაში "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში.

წყარო: http://redevils.ru/
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
1 ოქტომბერი 2013 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kai bichi xar da imedia progress ganagrdzob
0
№2
ავტორი: ლადო
2 ოქტომბერი 2013 15:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გამოსწორდება ყველაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top