თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2013, 18:07
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1926,
კომენტარები: 5
ნევილი დარწმუნებულია
გარის აზრით მოიესს 3 ან 4 წელი ექნება შანსი
ნევილი დარწმუნებულია
გარი ნევილი საუბრობს მოიესზე "სქაისპორტის" გადაცემაში, "Monday Night Football":"თუ თქვენ ფიქრობთ გასულ წლებზე სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად და ადარებთ მას დევიდ მოიესს, მაშინ აშკარად მიხვდებით, რომ საწყისი წლები არც სერ ალექსისთვის ყოფილა საოცნებო. თუმცა მოიესის შედეგი აშკარად უარესია. 4 წლის განმავლობაში სერ ალექსიც იყო ზეწოლის ქვეშ."
გარი ნევილი გამოეხმაურა მოიესის პრეს-კონფერეციებსა და მატჩს "ვესტ ბრომვიჩთან".
"იუნაიტედის" გულშემატკივრებებს რატომღაც მუდამ არ სურთ იყვნენ რეალისტები და მათ ურჩევნიათ იოცნებონ. მოიესმა რეალურად შეაფასა სიტუაცია და სწორადაც აღნიშნა, რომ ამ შემადგნელობით მანჩესტერული კლუბი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა. არანაირი კამათი არ ჭირდება, ორი აზრი არ არის, რომ მოიესი ჯერ კიდევ სწავლობს გუნდის ფეხბურთელებს ეცნობა ყოველდღიურობას და გუნდის კულტურას." - აცხადებს გარი ნევილი.
გარი ნევილის აზრით მოიესის პოზიცია სამართლიანია და ის სწორად აფასებს შექმნილ ვითარებას.
"ერთი კი ნათელია, მან პასუხი უნდა გასცეს, სერ ბობი ჩარლტონს, სერ ალექს ფერგიუსონს და დევიდ გილს. თუ როგორ კარგად გაართმევს თავს ის დაკისრებულ მოვალეობას. დევიდ მოიესს დასაწყისისთვის მინიმუმ 3-4 წელი ექნება, რომ ააშენოს საფეხბურთო კლუბი. ამ ყველაფერს დაჭირდება დრო, ისე როგორც "არსენალმა" გააკეთა არსენ ვენგერის შემთხვევაში. მე ვიცნობ ფეხბურთელებს, რომლებიც "იუნაიტედში" ირიცხებიან, ისინი გიჟდებიან ისე უნდა წარმატების მიღწევა, თუმცა ეს ფეხბურთელებიც აუცილებლად მისცემენ დროს მოიესს" - საუბრობს გარი ნევილი "სქაიპორტზე".

"მიკვლევა"

"იუნაიტედმა" დაასრულა კვირა ისე, რომ საბოლოოდ ცხრილის შუაში აღმოჩნდნენ. 8 ქულით ჩამორჩა კლუბი "არსენალს", ხოლო 3 ქულით "სიტის". თუმცა გარი ნევილს ჯერა, რომ კლუბი შემოატრიალებს ყველანაირ პრობლემებს და სეზონის ბოლოს მისი აზრით კლუბი კვლავ შეძლებს ტიტულის დაცვას. "ხალხი ფიქრობს, რომ "სიტის" შეუძლია პრემიერ ლიგის მოგება, თუმცა არც მათ აქვთ კარგი შედეგი. ისინი მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ "იუნაიტედს" - განაცხადა ნევილმა.
ბოლოს კი გარი ნევილი საუბრობს სერ ალექსის წასვლაზე და იმაზე, თუ როგორ გაუჭირდებოდათ ფეხბურთელებს. "მე ვამბობდი სეზონის დასაწყისში, რომ ფეხბურთელებს ყველაზე დიდი გამოწვევა ელით წინ. როგორ შეძლებენ ისინი სერ ალექსის გარეშე თამაშს ?" - დაასრულა გარიმ.

წყარო:"სქაისპორტი"
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
1 ოქტომბერი 2013 18:25
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სწორს ამბობს გარი, რაც არ უნდა იძახონ ფანებმა მოიესს მიეცემა აუცილებლად დრო და ჯობია დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ აათამაშებს გუნდს.
0
№2
ავტორი: Malboro463
1 ოქტომბერი 2013 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ლიგის გარეშე თუ დაგვტოვა არავინ დატოვებს მოესსაც
0
№3
ავტორი: buka oboladze
1 ოქტომბერი 2013 20:26
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Middlesbro,
შენ რა ლიგის მოგებას ითხოვ მოიესისგან??? როგორ მიკვირს შენნაირად მოაზროვნეების, ამხელა ზეწოლას განიცდის კაცი, უამრავი რამ არსებობს რაც ხელს უშლის მუშაობაში და თქვენ აქ ლიგის მოგებას ითხოვთ.. yuno
0
№4
ავტორი: red devil
1 ოქტომბერი 2013 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia otxeulshi shevalt mets arapers ar vitxov wels.
0
№5
ავტორი: ლადო
2 ოქტომბერი 2013 15:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ფაიზაღს ბაზეობს გარიკა....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top