თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2013, 23:28
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2020,
კომენტარები: 4
დიდი მწვრთნელის დიდი ისტორია!
შენ აშენებდი ამდენ ხანს გუნდს და ბოლოს შექმენი სრულყოფილება და მე და ყველა "იუნაიტედის" მხარდამჭერი ვართ გარანტი, რომ ამას არავის დავანგრევინებთ. მადლობა სერ ალექს!
დიდი მწვრთნელის დიდი ისტორია!
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 1986 წლიდან 2013 წლამდე აქტიურად არიან ჩართულნი საფეხბურთო სამყაროში და კერძოდ მანჩესტერ "იუნაიტედს" ქომაგობენ, ალბათ ყოველთვის ტკბილად მოაგონდებათ ეს 27 წელი, რომელიც მათ, მანჩესტერმა და ფერგიმ ერთად გაიარეს. ყველაფრისთვის მადლობა, რომ გითხრა სერ ალექს და ამით დავამთავრო ეს იქნება ჩემი შენდამი შეურაცხყოფა, ამიტომ მინდა ვისაუბრო მე იმ ადამიანზე, რომელმაც ჩამინერგა, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, ვინც არ უნდა იყოს ის საუკეთესოა და ნებისმიერი მწვრთნელი რომ შემორჩეს 50 წელი, 100 წელი, 1000 წელი ერთ კლუბში, მე მაინც იმ 27 წელს ვამჯობინებ, რომლის განმავლობაშიც თამაშის დაწყების წინ, რომ გამოჩნდებოდა ტიტრად ეწერებოდა - Sir Alex Ferguson - Head Coach!ახლა კი ვეძებ ამ ტიტრს, ვნატრულობ, რომ კიდევ წავიკითხო კიდევ დაგინახო, როგორ ღელავ და კიდევ ერთხელ საქართველოდან გითხრა მადლობა, მადლობა იმისთვის, რომ შენ ფეხბურთის ნაწილი ხარ და იმის მიუხედავად, რომ მე პირველ ადგილზე "ბარსელონას", ხოლო შემდეგ "იუნაიტედს" ვაყენებ შენ მაინც იქნები ჩემი საყვარელი მწვრთნელი და ფეხბურთი სული და გული!
დიდი მწვრთნელის დიდი ისტორია!

მე არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როცა "უემბლიზე" წაგებული ფინალის მსვლელობის დროს კადში ფერგიუსონის ხელი აჩვენეს, რომელიც კანკალებდა, არ დამავიწყდება და ყოველთვის სათანადო ადგილს მივუჩენ იმას, რითიც იყავი ცნობილი -საღეჭი რეზინით, სულ ჩანდი, ყველა კადრში ასე. მგონი ახლა კი ჯობია, რომ პირი შევცვალო და მიმართვიდან ზოგადზე გადავიდე.სერ ალექს ფერგიუსონი არის ღირსეული კაცი და სწორედ ის არის მანჩესტერის ღირსების საფუძველი. ერთი წამითაც ვერ წარმომიდგენია ის სხვა გუნდში და არც არის სხვაგან, მაგრამ ამაზე მეტად გულს მიკლავს, როცა ვხვდები, რომ როგორც მწვრთნელს ვეღარ დაგინახავ. მწვრთნელებიდან ყველაზე მაგარი იყო ფერგიუსონი-შოტლანდიელი ფერგიუსონი და ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ვისურვებდი, რომ მოიესიც რამით მაინც გგავდეს, გარდა კანის ფერისა, მაგრამ შენ იმდენად დიდი ხარ, რომ მოიესის შედარებას ვერც კი ვბედავ. პირობას ვდებ, რომ ეს ჩემი მიმართვითი ფორმის ბოლო წინადადება იყო. სერ ალექს ფერგიუსონი ცნობისთვის 1941 წელს დაიბადა. ალბათ რაოდენ ღირსეული ოჯახი ეყოლებოდა, რადგან თვითონ ადამიანს ხომ ყველა ვხედავთ, რომ ეს არის ბოსი!..
დიდი მწვრთნელის დიდი ისტორია!

არამგონია, რომ იმხელა ტკივილი, როგორიც ფერგიუსონის წასვლამ ფეხბურთს და ფანებს დაუტოვა, რომელიმე მწვრთნელის წასვლას დაეტოვებინოს. უცოდინარი უნდა იყო, არაფერი არ უნდა გქონდეს ნანახი, რაც ფეხბურთთან კავშირშია, რომ ფერგიუსონის წასვლის ცერემონიალს უყურებდე და იღიმოდე, რა კარგია ჩემი საყვარელი "ჩელსი" ახლა მოუგებს მანჩესტერსო. მოიეს, შეიძლება ამის ადგილი არ არის, მაგრამ მოიეს გთხოვ არ დაანგრიო გუნდი.მე მესმის, რომ 5 თამაშიდან რთულია, მაგრამ აქ ამის არც ადგილია და მე ამაზე უკვე ვისაუბრე. ფერგიუსონმა ნამდვილად შეძრა მსოფლიო. ის არის ბუმბერაზი და გენიოსი ადამიანი, რომელიც აგებდა თუ იგებდა, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რასაც უნდა ტოვებდეს ინგლისური გიგანტი და უფრო ზუსტად მანჩესტერ "იუნაიტედი"!
ფერგიუსონმა მანჩესტერ 1998-99 და 2007/08 წლებში მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. ფერგიუსონი ყველაფერს მიწვდა, ყველაფერი მოწყვიტა, შეძლო შეუძლებელი და დაიმკვიდრა ისტორიაში დიადი მწვრთნელის სახელი.
ფერგიუსონის ღიმილი ნებისმიერი ტიტულის მოგების დროს, რაღაც განსაკუთრებული იყო და შენც იღიმოდი, იმიტომ კი არა რომ გიხაროდ ტიტულის მოგება, იმიტომ, რომ ის იცინოდა, ის გაცდუნებდა.
დიდი მწვრთნელის დიდი ისტორია!

ფერგიუსონმა დაიმსახურა, რომ შეექმნათ მისი სახელობის ტრიბუნა, დაიმსახურა, რომ შეექმნათ მის საპატივსაცემოდ ის ფორმა, რომლითაც ამ სეზონს მანჩესტერ "იუნაიტედი" ატარებს და ყველაფერი დაიმსახურა, მაგრამ ამ ადამიანს იმდენს, ნახევარსაც ვერ გაუკეთებ, რაც მან ფეხბურთში და მანჩესტერში ჩადო, რაც მან თავის თავში და თითოეულ ფეხბურთელში დანერგა. ის იმდენად დიდი იყო, რომ ვერ გამოხატავდი ბრაზს და ყოველთვის ამბობდე:"ფერგი მომავალ თამაშს მოიგებს!" ძალიან რთულია, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი შეწყვიტო, თუ ყველაფერს აქვს დასასრული, ამასაც აქვს, მაგრამ სად ეს არ ვიცი, თუმცა ნელ-ნელა ბოლოში უნდა გავიდეთ. ძალიან ვწუხვარ, როცა ვწერ რუნიზე და ვწერ ფერგიუსონზე და ვჩერდები, ეს ალბათ დიდი შეცდომაა, მაგრამ...
დიდი მწვრთნელის დიდი ისტორია!


ბოლოს მინდა, რომ ფერგიუსონის სტატისტიკური რუკა, სურათის სახით წარმოგიდგინოთ:
დიდი მწვრთნელის დიდი ისტორია!

სულ ბოლოს კი გთავაზობთ ფერგიუსონის თითოეული ტიტულის მოგების თარიღებსა და რაოდენობას და საერთოდ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ამის დაწერის საშუალება მომეცი და ყველაფრისთვის მინდა, რომ მადლობა გითხრა და მაინც უნდა დავარღვიო პირის შეცვლის პირობა-სხვანაირად ვერ დავამათავრებ. მადლობა სერ ალექს ყველაფრისთვის, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები ბოს!..
Premier League (13): 1992–93, 1993–94, 1995–96, 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2010–11, 2012–13
FA Cup (5): 1989–90, 1993–94, 1995–96, 1998–99, 2003–04
League Cup(4): 1991–92, 2005–06, 2008–09, 2009–10
FA Charity/Community Shield (10): 1990 (shared), 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008, 2010, 2011
UEFA Champions League(2): 1998–99, 2007–08
UEFA Cup Winners' Cup (1): 1990–91
UEFA Super Cup (1): 1991
Intercontinental Cup (1): 1999
FIFA Club World Cup (1): 2008





სიმღერა მიძღვნილია სერ ალექს ფერგიუსონისთვის:


დიდი მწვრთნელის დიდი ისტორია!


და კიდევ ერთხელ, მადლობა სერ ალექს, მადლობა ბოს!

მათე წიკლაური
სიახლეები, სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Shako Jones
30 სექტემბერი 2013 23:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მარტში მეც მინდა დავწერო ერთი ძაან მაგარი სტატია ალექსზე <3
0
№2
ავტორი: malxazi
1 ოქტომბერი 2013 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
seriozuli statia iyo dzmao sagol, gaixare manunited
0
№3
ავტორი: BERDI
1 ოქტომბერი 2013 11:28
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ ავტორ კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: R.V.P
1 ოქტომბერი 2013 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
თვალებს არ ვუჯერებ და არ მჯერა ამსას ბარსელონას ფანი რომ წერს . ყოჩაღ ავტორს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top