თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2013, 20:53
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2134,
კომენტარები: 2
ბიუტნერი: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ
ალექს ბიუტნერმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უნდა იბრძოლოს თითოეული მატჩის მოსაგებად და ფორმა უნდა აღიდგინონ "პრემიერ ლიგის" ცუდი დასაწყისის შემდეგ.
ბიუტნერი: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ
ჰოლანდიელმა მონაწილეობა მიიღო "წითლების" შოკურ მარცხში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ, თუმცა ფიქრობს რომ კრიზისზე საუბარი ნაადრევია.

"ვფიქრობ ჩვენ არ ვართ კრიზისში" - განაცხადა ბიუტნერმა. "ჩვენ წავაგეთ სამი თამაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვკონცეტრირდეთ ყოველ თამაშზე და უნდა ვიბრძოლოთ ყოველი მატჩის მოსაგებად."

"რა თქმა უნდა გულშემატკივრებს სურთ გამარჯვებული 'მანჩესტერ იუნაიტედის' ხილვა, ასე სურთ ფეხბურთელებსაც. როცა ვაბეგთ ძალიან გვწყინს, თუმცა ბრძოლა უნდა განვაგრძოთ. სეზონი ახლახან დაიწყო და ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი თამაშის მოგება შეგვიძლია. თქვენ უნდა ენდოთ ფეხბურთელებს. მე ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება გუნდურად და ჩვენ ვაპირებთ მოვიგოთ მატჩები."


ამის დამტკიცების პირველი შესაძლეობლობა გუნდს "ჩემპიონთა ლიგაზე" "შახტარის" წინააღმდეგ ექნება და ბიუტნერი დარწმუნებულია, რომ "წითლები" უცებ გამოვლენ შოკიდან "კაჭკაჭებთან" მარცხის შემდეგ.

"რა თქმა უნდა, მატჩის წაგებამ იმედი გაგვიცრუა, რადგან ჩვენ ვითამაშეთ კარგად და დავამარცხეთ 'ლივერპული', ხოლო სახლში დავმარცხდით 'ვესტ ბრომვიჩთან', ამიტომ ეს ყველათვის დიდი იმედგაცრუება იყო" დაამატა მან.

"მე ვფიქრობ ჩვენ ბევრი შანსი გავუშვით. მათ ყველა შანსი გამოიყენეს და ძალიან გაგვიჭირდა გატანა, რადგან მათ თერთმეტივე ფეხბურთელი დაცვაში ყავდათ. ჩვენ გვქონდა ძალიან რთული მატჩი, თუმცა ახლა ოთხშაბათის მატჩზე უნდა ვკონცეტრირდეთ."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
30 სექტემბერი 2013 20:55
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
W e B E L I E V E
0
№2
ავტორი: Shako Jones
1 ოქტომბერი 2013 00:01
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კაიკაცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top