თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2013, 19:21
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1898,
კომენტარები: 3
ბობი ჩარლტონმა და დენის ლოუმ უეინ რუნიზე ისაუბრეს
შაბათს, "ვესტ ბრომვიჩთან" გატანილი გოლით, უეინ რუნიმ მორიგი მცირე ნაბიჯი გადადგა კლუბის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირობამდე.
ბობი ჩარლტონმა და დენის ლოუმ უეინ რუნიზე ისაუბრეს
შაბათს, "ვესტ ბრომვიჩთან" გატანილი გოლით, უეინ რუნიმ მორიგი მცირე ნაბიჯი გადადგა კლუბის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირობამდე.

მისი 202-ე გოლი არ აღმოჩნდა საკმარისი "წითლებისთვის" ქულის გადასარჩენად, თუმცა კიდევ ერთელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ თავდამსხმელი საოცარ ფორმაში იმყოფება. ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მხოლოდ ორი ადამიანია მის წინ სერ ბობი ჩარლტონი (249) და დენის ლო (237), რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ 48 გოლის გატანა და უეინის საუკეთესო ბომბარდირობა მხოლოდ დროის საკითხია.

"მე ველაპარაკე რუნის და ვუთხარი, რომ ის ძალიან, ძალიან კარგად მუშაობს" განუცხადა სერ ბობი ჩარლტონმა United Review-ს. "მე არ დავკარგავ ძილს, თუ უეინი ჩემს რეკორდს მოხსნის. ეს იქნება გუნდის კიდევ ერთი სიამაყე. და მას შეუძლია იყიდოს სასმელი."

United Review-სთან საუბრისას უეინი დაეთანხმა თავის ყოფილ თანაგუნდელს. მან აღნიშნა არა მხოლოდ უეინის გოლების რაოდენობა, არამედ მისი გამრჯვების სურვილი.

"ერთი რამ რაც რუნი მოსვლის დღიდან გვიჩვენებს არის ის, რომ მას შეუძლია არამარტო გოლის გატანა, არამედ ბოლომდე ბრძოლა, მიუხედავად იმისა რა ანგარიშია." განაცხადა ლოუმ. "მე არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ უეინმა "იუნაიტედში" 200 გოლიან ნიშნულს მიაღწია. მე წლების წინ ვთქვი, რომ თუ მას ტრამვა არ შეუშლიდა ხელს ის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა და არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ის რეკორდს მოხსნის."

წყარო:ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
30 სექტემბერი 2013 19:23
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
დარწმუნებული ვარ მოხსნის რეკორდს, 2-3 წელი ეყოფა
0
№2
ავტორი: giorgu
30 სექტემბერი 2013 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
რუნი მანჩეს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იქნება და 300ზე მეტ გოლს გაიტან ტუ მაქნჩე კარგ ფეხბურთელებს იყიდის და რრუნი მის პოზიციაზე ითმაშებს
0
№3
ავტორი: luka12
1 ოქტომბერი 2013 09:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
runi magaria
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top