თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2013, 15:02
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2014,
კომენტარები: 7
მოიესის უიმედობა
ამ სტატიას მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ვუძღვნი და ვფიქრობ, რომ რასაც აქ წაიკითხავთ ის იქნება ჩემსა და მკითხველს შორის იმის გარანტი, რომ ჩვენ შევთანხმდებით.
მოიესის უიმედობა
ახალ სეზონს შეხვდნენ ახალი მწვრთნელით. დიდი ფერგიუსონი ტოვებს თანამდებობას და მის ნაცვლად პოსტზე ინიშნება დევიდ მოიესი. დევიდ მოიესი - 2002-2013 წლებში "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე მანჩესტერ "იუნაიტედის" თავკაცი. მე არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ხელმძღვანელობამ იჩქარა და არ დავიწყებ იმის ახსნას, რატომ არ ვარგა მოიესი, რადგან ამის ნამდვილი პასუხი არავინ არ იცის, თუმცა არ ვარგა ცოტა რთული სათქმელია ასეთი ცოტა ხნის კვალობაზე, მაგრამ ვერ ვპოულობ სხვა სიტყვას იმასთან დაკავშირებით, რასაც დევიდ მოიესი აკეთებს-ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ევრო ტურნირზე "იუნაიტედს" წარმატების მიღწევა არ შეუძლია. ეს ცოტა რთული გასაგებია ფანებისთვის და რა თქმა უნდა ფეხბურთელებისთვის და საერთოდაც მისთვის, რადგან ვინ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი წარმატებისა, თუ არა მთავარი მწვრთნელი, მაგრამ დღეს გვაქვს ცოტა განსხვავებული რეალობა - უდრეკი გუნდის, წესით უდრეკი მწვრთნელი გამოდის და აკეთებს მსგავს განცხადებას.

დევიდ მოიესის იმედი მე პირადად არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად არ ველოდი იმას, რასაც ახლა ვხედავ, რასაც ახლა ვკითხულობ. მანჩესტერი აღარ ჰგავს იმ მანჩესტერს, რომელსაც მე, თქვენ და ყველანი ვხედავდით ფერგიუსონის დროს. მწვრთნელების შედარებას არ ვაპირებ, რადგან ეს ისეა ერთმანეთისთვის, როგორც ცა და დედამიწა და როგორც მანჩესტერი და "ჩელსი"(ხუმრობით).მე შეიძლება ზედმეტად ვაკრიტიკებ, რადგან ფერგის მანჩესტერი ვნახე, მინახავს, როგორ თამაშობდნენ ეს ბიჭები, აგებდნენ თუ იგებდნენ ორივეს გმირულად აკეთებდნენ და ახლაც ასეა, რადგან სახელი და ფეხბურთელები საბედნიეროდ არ შეცვლილან რადიკალურად, საბედნიეროდ უეინ რუნი ისევ აქ არის, აქ არის რიო ფერდინანდი, აქ არის ლუიზ ნანი, მაიკლ კერიკი და ა.შ. თუმცა ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა მოიყვანო და ათამაშო, ვინც არ უნდა შემოიყვანო შეცვლაზე, რაც არ უნდა ქნა, თვითონ შენ თუ ხარ დარწმუნებული იმაში, რომ შენს ქმედებას აზრი არ აქვს-მანდ ყველაფერი მთავრდება. და მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს ყველაფერი არის სიზმარი და რომ შენ კარგად შეგიძლია გუნდის ათამაშება და ვფიქრობ, იქნებ ასე იმიტომ გკიცხავ, რომ მე ფერგიუსონის გაწვრთნილი გუნდი ვნახე, ბოს?..
სიახლეები, სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
30 სექტემბერი 2013 15:09
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ ძმაო მეტი რა უნდა დაწერო შესანიშნავია.

გეთანხმები მოიესი უნდა დარწმუნდეს და დაარწმუნოს ფეხბურთელები, რომ მათ შეუძლიათ ბევრ რამეს მიაღწიონ. ''უიემდობის'' გამოსწორება მთავარ მწვრთნელის მოვალეობაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: red devil
30 სექტემბერი 2013 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor magaria. Eh rogor menatreba geniosi :(
0
№3
ავტორი: love united
30 სექტემბერი 2013 18:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ავტორ,მომწონს შენი სტატიები მაგრამ ვერ დაგეთანხმები...5 თამაშში დასკვნების გამოტანა რთულია...ასეთი ჩავარდნები ხშირი იყო...არ დაიწყოთ,ფერგის დროს გუნდი არ აგებდა ბრომვეჩებთან და მასეთებთანო...ფერგის დაბადების დღეზე წააგეს ბევრად უარეს ბლექბერნთან სახლში...გასაგებია,არ მოგწონთ თამაშის ხარისხი მაგრამ ასე ხაზის გადასმა არ შეიძლება...და ევროტურნირებზე განცხადებას რაც შეეხება,ეგ არ უნდა ეთქვა...
0
№4
ავტორი: barcaman
30 სექტემბერი 2013 19:08
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
love united,
ძალიან მწყინს, როცა ჩემს სტატიას ასე უაზროდ აკრიტიკებენ. წაკითხულიც არ გაქვს წესიერად და არჩევ სტატიას, რომელიც სულ სხვა რამეზეა. აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ თამაში წააგო მოესმა, რაკი არ კითხულობ მე აგიხსნი:აქ პრობლემა ისაა, რომ მწვრთნელი სწორედ ასე მოკლე დროიდან, 5 თამაშიდანაა ასე უიმედოდ-ეს როგო შეიძლება? და ფერგი ოდესღაც, თუ როცა იყო ბლექბერნთან წააგო, ეგ არაფერს ნიშნავს, ნუ ამ სტატიაში არ განვიხილავ მაინც, ისევე როგორც მოიესის წაგებას ვესტ ბრომვიჩთან. მოკლედ მთავარი პრობლემა რაც მინდოდა გამომეკვეთა არის ის, რომ მთავარი მწვრთნელი უკვე ამბობს სეზონი არ დაწყებულა წესიერად, შანსი არ აქვს მანჩესტერსო. ეს რომ ფერგის ეთქვა 5 თამაშის თავზე მოსვლიდან როგორ მოისმენდი?
0
№5
ავტორი: Rooney
30 სექტემბერი 2013 19:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ეს სტატია კომენტარის დონეზეა, არ არის დიდად გამართული |: )) ასეთი რამ შეგძლო კომენტარშიც გეთქვა თუ ასეთ სტატიას დებს ფაქტები უნდა მოიყვანო ციტატების სახით : )))
0
№6
ავტორი: manutd-14
30 სექტემბერი 2013 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
რა გინდა ბიჭო რა . რას ამბობს ეს კაცი ცუდს? ან არარეალურს?

ან კომენტარად რო დაწერო ვინ წაიკითხავს ამას ეს კაცი იმიტო წერს ასეთი გულით რო ხალხმა წაიკითხოს.
0
№7
ავტორი: barcaman
30 სექტემბერი 2013 22:47
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
manutd-14,
იცოცხლე ძმაო! :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top