ფილ ნევილი: "იუნაიტედში გატარებული თითოეული წუთით ვტკბები."
"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა - ფილ ნევილმა და აწ უკვე ყოფილმა "იუნაიტედის" ფეხბურთელმა პატარა ინტერვიუ მისცა ინგლისური კლუბის ოფიციალურ საიტს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა - ფილ ნევილმა და აწ უკვე ყოფილმა "იუნაიტედის" ფეხბურთელმა პატარა ინტერვიუ მისცა ინგლისური კლუბის ოფიციალურ საიტს.
"ეს ადგილი სადაც ამჟამად ვმუშაობ ჩემი ოცნების სამუშაოა. როდესაც მე დავტოვე "იუნაიტედი", რვა წლის წინათ, მე განვაცხადე, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი აქ, აი ასეც მოხდა."
"მე ვხვდებოდი, რომ აქ დაბრუნება როგორც ფეხბურთელი შეუძლებელი იყო, ასე რომ ვემზადებოდი მწვრთნელობისთვის და ამჟამად სწორედ ასეთ პოსტზე ვმუშაობ. ჩემი აქ დაბრუნება საოცარი და ძალიან ამაღელვებელი იყო, ყველაფერი იდეალურად მოხდა."
"მე ყველაფერს ვაკეთებ კლუბისათვის და ყველანაირად ხელს ვუწყობ თითოეულ ფეხბურთელს და მწვრთნელთა შტაბის წევრს, რომ თავისი სამუშაო ზედმიწევნით კარგად გააკეთონ." - გადმოგვცემს ფილის სიტყვებს Manutd.Com
"როდესაც იწყებ სამუშაოს კლუბში, ძალიან რთულია შეეგუო ახალ თანამშრომლებს, ფეხბურთელებს და ა.შ. მაგრამ როდესაც "იუნაიტედში" მოვედი მწვრთნელად აქ დავინახე სრულიად ნაცნობი სახეები, დაწყებული კარინგტონის მომსახურე პერსონალით და დამთავრებული ფეხბურთელებით, ამან ძალიან გამიადვილა სამუშაო და მე "იუნაიტედში" გატარებული ყოველი წუთით ვტკბები." - ამ სიტყვებით დაასრულა ფილმა თავისი ინტერვიუ.
წყარო: Manutd.Com
სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.