თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2013, 22:28
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1736,
კომენტარები: 7
მოიესი ზეწოლას განიცდის.
"ვესტ ბრომვიჩთან" მატჩი მტკივნეული აღმოჩნდა.
მოიესი ზეწოლას განიცდის.
ზეწოლა იზრდება. 6 სადებიუტო მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედში", როგორც მწვრთვნელი და 3 მარცხი. დევიდ მოიესის მიმართ ჩნდება კითხვები, რამდენად შეუძლია მას თავის წარმოჩენა, როგორც კარგ მენეჯერს. უკვე წარმოუდგენელიც კი ეჩვენება ყველას სერ ალექსის შეცვლა. თუმცა ისიც კი გაურკვეველია, აქვს კი მოიესს პასუხები ?
შაბათს "იუნაიტედმა" გამართა შეხვედრა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" და დამარცხდა 1-2. ეს იყო მესამე მარცხი სეზონში და ეს წარმოდგენა იყოს "საცოდავი", რასაც თავად მოიესი აღნიშნავს.
"ეს იყო საცოდავი მატჩი და საშინელი შედეგი" - აცხადებს მოიესი "გუარდიანთან" საუბრისას. "ჩვენ გვქონდა დიდ ხანს ბურთი პირველ ტაიმში, თუმცა ვერ შევქმენით მომენტები."
მორგან ამალფიტანომ წინ გაიყვანა სტუმრები, თუმცა უეინ რუნიმ ჯარიმით მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. თუმცა 10 წუთის შემდეგ, ამალფიტანოს პასით ბერაინიომ გაიტანა გამარჯვების გოლი. უეინ რუნი არის სწორედ ის ნათელი წერტილი, რომელიც აძლიერებს "იუნაიტედს" მცირედით მაინც. თუმცა გუნდმა დათმო მატჩი "ვესტ ბრომვიჩთან" ანგარიშით 1-2 და 1978 წლის მერე პირველად წააგო ამ გუნდთან.
ისტორიული შემთხვევა, "იუნაიტედმა" პირველი 6 მატჩიდან წააგო 3, მოიგო მხოლოდ 2 და ერთიც ფრედ დაასრულა. 1989 წლის შემდეგ ასე საცოდავად არ დაუწყია მანჩესტერულ კლუბს.
"იუნაიტედის" მწვრთვნელი დევიდ მოიესი: "იმედგასაცრუებული მარცხი და შედეგი. ჩვენ შევეცდებით, რომ მოვუმატოთ."
"შენ ყოველთვის არ მიდიხარ იმისკენ, რომ გქონდეს ცუდი შედეგი. ჩვენ ვიყურებით წინ და ვართ ოპტიმისტურად განწყობილნი. წინ არის უამრავი თამაში და მოემზადეთ შემდეგისთვის" - აცხადებს მოიესი "BBC"-სთან საუბარში.
წინ "იუნაიტედს" სათამაშო აქვს "შახტართან", უკრაინულ გუნდთან გამარჯვება დაამშვიდებს სიტუაციას, თუმცა წაგება ან ფრე რადიკალურად შეცვლის ყველაფერს და ზეწოლა გაიზრდება.
გულშემატკივრებს კვლავ აინტერესებთ, ვინ დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში "შახტართან" მატჩში, ფელაინი თუ იაპონელი. კაგავა 45-ე წუთზე შეცვალა მოიესმა და მის ნაცვლად იანუზაი გამოიყვანა.
ფელაინიმაც ითამაშა "ვესტ ბრომვიჩთან", მხოლოდ მეორე ტაიმში. ბელგიელი, რომელიც გადმოყვა მოიესს "ევერტონიდან", მას მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა იქაც თამაშგარეში აღმოჩნდა.
არც თილისმა რობინ ვან პერსის ბედია გარკვეული, რომელმაც წინა სეზონში 26 გოლი გაიტანა, ჯერ კიდევ ვერ გამოიყურება ისე როგორც წინა სეზონში.
"ჩვენ დაგვაკლდა ინტენსიობა, რომ წაგვეყვანა თამაში და საბოლოოდ "ვესთ ბრომვიჩმა" გაიმარჯვა" - დევიდ მოიესი (Manutd.com)
ჯერ-ჯერობით მხოლოდ 6 მატჩი აქვს მას ჩატარებული, წინ მრავალი საინტერესო თამაში ელოდება, როგორც მოიესს ისე "იუნაიტედს". ამიტომ ნუ გავასწრებთ მოვლენებს.

წყარო: Bleacherreport.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Shako Jones
29 სექტემბერი 2013 22:54
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ასეთი პესიმიზმიიი :@ იმის მაგივრად რომ მეტი სანახაობა იყოს გუნდის თამაშში და უკეთესი შედეი
0
№2
ავტორი: NeymaR
29 სექტემბერი 2013 23:19
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ცოდვააა დრო უნდა მივცეთ მოიეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: InMoyesWeTrust
29 სექტემბერი 2013 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
დავაი მოიეს მჯერა შენი <3 ოლდ ტრაფორდს სჯერა და მე ვინ ვარ რო არ დაგიჯერო ?!
0
№4
ავტორი: MANUTD FAN.
30 სექტემბერი 2013 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მოიეს შენი იმედი ყოველთვის მექნება და აბა წარმატებას ველი შენგან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№5
ავტორი: red devil
30 სექტემბერი 2013 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Midi david miaweqi bolomde gvjera sheni
0
№6
ავტორი: Lev
30 სექტემბერი 2013 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
InMoyesWeTrust, magari kaci xar good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: ლადო
30 სექტემბერი 2013 22:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
InMoyesWeTrust,
love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top