ინგლისის ნაკრების და "ჩელსის" მარცხენა მცველი ეშლი კოული, სულ მალე შესაძლოა "იუნაიტედში" ვიხილოთ. 31 წლის ფეხბურთელს ლონდონური კლუბი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს, მიზეზად მის ასაკს ასახელებენ. ეშლი "ჩელსიში" ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებოდა, როგორც ცნობილია მას მცირე უთანხმოება ქონდა კლუბის მესვეურთან. შესაძლოა ესაა მიზეზი მისი გუნდიდან გაშვებისა. ეშლი კოულს წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და ის შესაძლოა "იუნაიტედში" ვიხილოთ, როგორც უფასო ტრანსფერის სახით. "დეილი მეილი" იუწყება, რომ ეშლი კოული ახლოს არის "იუნაიტედში" გადასვლასთან. შეესაბამება, თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, დეკემბირს ბოლოს გახდება ცნობილი. "იუნაიტედს" ყავს 2 კარგი მარცხენა მცველი, ვიცე-კაპიტანი ევრა და ჰოლანდიელი, ბიუტნერი. თუმცა უფასოდ "ნაშოვნ" ასეთ მცველს არაფერი ჯობს. ჩდება კითხვები, გადაინაცვლებს თუ არა ბიუტნერი რეზერვებში, თუ კოული უბრალოდ შეცვლის ევრას და მრავალი სხვა. "მე სიამოვნებით მივიღებ მას, ჩვენს კლუბში, რადგან ის პროფესიონალია." განაცხადა ფერგიუსონმა.