თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2013, 15:32
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 1768,
კომენტარები: 6
იანუზაის კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლეებია
დევიდ მოიესმა იანუზაიზე ისაუბრა
იანუზაის კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლეებია
როგორც ჩანს, "იუნაიტედის" ბოსებს იანუზაის დაკარგვა არ სურთ, რადგან მასში დიდ ტალანტს ხედავენ. არ უნდათ გაიმეორონ ის შეცდომა, რომელიც წინა ზაფხულს მოხდა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ივნისში სერ ალექსმა პოგბა იტალიაში გაუშვა.

იანუზაი პირველ გუნდში წინა წელს, სერ ალექსის ხელმძღვანელობის დროს ჩაირიცხა. კონკრეტულად 44 ნომერი კი ბელგიელს დევიდ მოიესის მოსვლის შემდეგ გადაეცა. შოტლანდიელმა ადნანს დიდი ნდობა გამოუცხადა და სეზონის მოსამზადებელ მატჩებში დიდი დრო მისცა. იანუზაიმ ასევე ითამაშა "უიგანთან", კრისტალ პალასთან" და ოთხშაბათს "ლივერპულთან".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "სიტის" იანუზაის გაფორმება სურს. მაგრამ დევიდ მოიესმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ყველაფერი კარგად მიდის და იანუზაი კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს. შეგახსენებთ, ბელგიელით ასევე ინტერესდება იტალიური "იუვენტუსი".

იტალიური კლუბი მას შემდეგ გახდა აქტიური, რაც "მანჩესტერიდან" პოგბა იყიდეს. ფრანგის წასვლის მიზეზი კი მცირე სათამაშო დრო იყო. იტალიაში მან დრო მიიღო და იმედებიც გაამართლა.

"რამდენადაც ვიცი, ყველაფერი კარგად მიდის. მას გუნდში დარჩენა სურს. იანუზაი "იუნაიტედის ფეხბურთელია და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება. ვფიქრობ ეს არის საუკეთესო ადგილი ახალგაზრდებისთვის, მათ შანსი ეძლევათ თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად. "ევერტონშიც" ასე ხდებოდა, ახალგაზრდას მაშინ დავაყენებდით როცა საჭირო იქნებოდა და დრო მოვიდოდა. დარწმუნებული ვარ აქაც ასე მოხდება".

"ჩემი მიზანია ახალგაზრდებს ხელი შევუწყო. სწორედ ასე მოხდება იანუზაის შემთხვევაში და იგი აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ადგილს პირველ შემადგენლობაში"
._განაცხადა დევიდ მოიესმა.

დევიდ მოიესმა ასევე ისაუბრა უილფრიდ ზაჰაზე, რომელმაც დიდი დრო მიიღე სეზონის წინა მატჩებზე. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მან პრემიერ ლიგაში არცერთი თამაში არ ითამაშა.

"მინდა უილფრიდი შეეგუოს რაც აქ ხდება, "მანჩესტერში" კონკურენცია ძალიან დიდია. შეუძლებელია ყველა მოთამაშე ათამაშო, რადგან შენ მხოლოდ და მხოლოდ 11 ფეხბურთელი უნდა გამოიყვანო მოედანზე"._განაცხადა დევიდმა.

წყარო: www.manchestereveningnews.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
28 სექტემბერი 2013 15:46
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ეს და ზაჰა ერთად მომავალში... და ვარელა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: ლადო
28 სექტემბერი 2013 15:47
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს რო დაიკარგოს, ვაიმეეეე....გავჭედავ, ნალებს კი არა იმენაააა გავჭედავ..

საღოლ, საღოლ გიწვალია, რამხელაა, არ დაგეზარა? wink
0
№3
ავტორი: I L C
28 სექტემბერი 2013 16:22
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
იმედია არ წავლენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: Malboro463
28 სექტემბერი 2013 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Beckham 7
ვარელა ;დ

არც მაქვს მაგის თამაში ნანახი რაფა კარგად თამაშობს ლივერპულთან კარიგ იყო გაუჭირდება მაგის ამოგდება
0
№5
ავტორი: Beckham 7
28 სექტემბერი 2013 16:40
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
Middlesbro,
მე ხო მაქვს :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№6
ავტორი: red devil
28 სექტემბერი 2013 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Zahasac unda misces shansi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top