თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2013, 10:24
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 7
რა გვიჩვენა მარუან ფელაინიმ!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი - მარუან ფელაინი...
რა გვიჩვენა მარუან ფელაინიმ!
დევიდ მოიესის შენაძენი უკვე მოხვდა შემადგენლობაში, ჩვენ კი უკვე მასზე დასკვნების გამოტანა თავისუფლად შეგვიძლია.

პირველი რაც თვალში მოსახვედრია - მარუან ფელაინი არ თამაშობს თავდამსხმელების უკან, როგორც "ევერტონში" თამაშობდა. ის ცენტარლური ნახევარმცელის პოზიციას იკავებს.

თვითონ ფელაინიმ განაცხადა, რომ მას დაცვაში უფრო უყვარს ჩართვა, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო.

მისგან ბევრ გოლს არ უნდა ველოდეთ, მაგრამ ის აუცილებლად მოუტანს სარგებელს "იუნაიტედს" დაცვაში, საჰაერო ორთაბრძოლებში და რაც მთავარია მოედნის ცენტრის დაჭერაში. ეს ყველა შესაძლებლობა მან ძალიან კარგად გამოამჟღავნა "კრისტალ პალასთან" და "ლევერკუზენთან". ამ მატჩებში ფელაინიმ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ნახევარდაცვაში უკეთესად მოქმედებდა.



ბელგიელმა თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და გამოავლინა თავისი ნიჭი. ტომ ქლევერლისგან განსხვავებით, მარუანს უფრო მეტი სწორი გადაცემების პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა: 88 პროცენტი.



მარუანს არა მარტო ძალიასხმიერი თამაში შეუძლია, მისმა გოლის გატანის მცდელობებმა "პალასის" და "ბაიერის" წინააღმდეგ დაგვანახა, რომ მას ბევრი რამ შეუძლია. WhoScored-მა ფელაინის ასეთი შეფასებები მისცა - 6.78 და 7.67, რაც ნამდვილად არ არის ცუდი. საერთო ჯამში ფელაინის კარიერას "იუნაიტედში" წარმატებული უნდა დაერქვას.

მაგრამ დაიწყო მანჩესტერული დერბი

ყველაზე დიდი მატჩი წითლების მაისურით, ან კიდევ მთელი კაიერის მანძილზე, ბელგიელისთვის სრული იმედგაცრუება გამოდგა. ფელაინი ია-ია ტურემ ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ჩარლი სკილენმა The Daily Mail-დან დაწერა, რომ სტატისტიკურად ფელაინი უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ მისმა გადაცემებმა ფლანგზე "სიტის" პირიქით საქმე გაუადვილეს.

ტურემ ბელგიელზე ცოტა გადაცემა გააკეთა, მაგრამ მინდორზე უფრო მეტი სარგებელი მოუტანა საკუთარ კლუბს. ტურემ მატჩი შესანიშნავად ჩაატარა.

ფელაინის კიდევ ბევრი შანსი მიეცემა თავის გამსაჩენად. მისი მთავარი დავალება "შავი სამუშაოს" გაკეთება იქნება, რამაც პოლ სქოულზის წასვლის შემდეგ იჩინა თავი. ვერც კერიკი და ვერ ქლევერლი ვერ გააკეთებენ ამდენ საქმეს ყოველ მატჩში.

საერთო ჯამში, "სიტისთან" ჩაგდებული მატჩის მიუხედავად ფელაინი მაინც ოპტიმიზმს იწვევს ,კლუბის უმეტეს გულშემატკივარში. მოდით ვნახოთ, თუ როგორ ჩაატარებს ის მატჩს "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" წინააღმდეგ.

წყარო:http://redevils.ru
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
28 სექტემბერი 2013 10:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან დიდი იმედი მაქვს ბუჩქის და იმედია გაამართლებს...
0
№2
ავტორი: Shako Jones
28 სექტემბერი 2013 11:01
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ვნახოთ...
0
№3
ავტორი: BERDI
28 სექტემბერი 2013 12:30
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღOლ ლადო. იმედია გაამართლებს ფელაინი თან ყველანაირი პირობა აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Rosso Diavolo
28 სექტემბერი 2013 14:22
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჯერ-ჯერობით არ მომწონს ფელაინის თამაში, უფრო მეტს ველოდები ბელგიელისგან
0
№5
ავტორი: I L C
28 სექტემბერი 2013 15:29
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Lado Ghonghadze,
ბუჩქი ... wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: Beckham 7
28 სექტემბერი 2013 15:44
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ეს ტრანსფერი თავიდან ბოლომდე იყო სისულელე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№7
ავტორი: red devil
28 სექტემბერი 2013 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Beckham 7,
rato iyo sisulele?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top