"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე დავიდ დე ჰეა აცადებს,რომ ის ბედნიერია "იუნაიტედში".მეკარემ უარყო ყველა ის ჭორი,რაც რამოდენიმე კვირაა გავრცელდა პრესაში,თითქოს დე ჰეა არ არის კმაყოფილი თავისი ამჟამინდელი გუნდით და მას "რეალ მადრიდი" ეპატიჟებოდა.
"მე ძალიან ბედნიერი ვარ "იუნაიტედში" და მე ერთი წამითაც არ გამიფიქრია გუნდის დატოვება." - აცხადებს დე ჰეა.
"ეს ჩემი კარიერაა ხოლო ინგლისში თამაში ახალი გამოწვევა.მე კიდევ ბევრი უნდა ვიმუშავო,რომ დავძლიო ყველა დაბრკოლება რაც კარიერის მანძილზე შემხვდება."
"მე უნდა ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და ადგილი დავიმკვიდრო პირველ შემადგენლობაში.კონკურენცია მე უფრო დიდ სტიმულს მაძლევს და მოხარული ვარ ამით."
"გასულ სეზონში შესანიშნავი მატჩი იყო "სტემფორდ ბრიჯზე".ჩვენ ძალიან რთული მატჩი გვქონდა,მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ხასიათი მატჩის მეორე ნახევარში და მოვახერხეთ ამ მატჩის გადარჩენა." "მე არასოდეს დამავიწყდება მატჩის ბოლოს ხუან მატას შესრულებული სტანდარტი,რომლის მოგერიებაც მოვახეხე.ეს შესანიშნავი იყო." - დაასრულა დე ჰეამ