თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2013, 18:53
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1817,
კომენტარები: 5
მოიესის პრესკონფერენცია
რობინ ვან პერსიმ და ტომ კლევერლიმ გუნდთან ერთად ივარჯიშეს შაბათ გასამართ "ვესტ ბრომვიჩთან" დაპირისპირებამდე.
მოიესის პრესკონფერენცია
"იუნაიტედის" ბოსი დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მზად იქნება "კაჭკაჭებთან" სათამაშოდ, მას შემდეგ რაც ტრამვის გამო მან გამოტოვა მანჩესტერული დერბი და "ლივერპულთან" დაპირისპირება. რაც შეეხება კლევერლის, მანაც ასევე გამოტოვა "ლიგის თასის" დაპირისპირება, სადაც ცენტრალური ნახევარდაცვის პოზიცია გიგზისა და ჯონსის წყვილმა დაიკავა.

"რობინი დაბრუნდა და მზადაა სათამაშოდ" განაცხადა მოიესმა პრესკონფერნციაზე. "არ ვიცი მას გამოვიყენებთ თუ არა, მაგრამ მან დღეს ივარჯიშა და ახლა ჯანმრთელია."

"ტომმა დღეს ცოტა ივარჯიშა, თუმცა მისი ტრამვა არაა სერიოზული. მან მხოლოდ მუხლი იტკინა ვარჯიშზე და ჩვენ ცოტა ვინერვიულეთ, თუმცა მას სერიოზული ტკივილი არ უგრძვნია. მან დღეს ივარჯიშა და იმედია ხვალისთვის მზად იქნება."


მოიესმა ასევე აღიარა, რომ ჯერ კიდევ სწავლობს მუშაობას "ოლდ ტრაფორდზე", თუმცა დარწმუნებულია, რომ მანჩესტერულ დერბიში წაგების შემდეგ მისი გუნდი მოახერხებს დაბრუნებას და 3 ქულის აღებას.

"მე ყოველ კვირა ვსწავლობ 'მანჩესტერ იუნაიტედის' მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ" განაცხადა მან. "მე პირველივე დღეს ვისწავლე რაღაც და ჯერ კიდევ ვაგრძელებ ამას."

"მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება დიდი ხნის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ მწვრთნელი, რომელმაც ახლახან დატოვა გუნდი ყოველთვის სწავლობდა. მე ახალი ვარ, ამიტომ ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ."

"ჩემი აზრით დიდი მატჩების თამაში გუნდის ნაწილია. ეს კლუბი ყოველთვის თამაშობს დიდ თამაშებს, დიდ ფინალებს, რომელთაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. ამ კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში ვითამაშეთ, ზოგში კარგად გამოვედით, ზოგში ცუდად."


სტივ კლარკის "ალბიონმა" პირველი სამი ქულა გასულ შაბათს დააგროვა "სანდერლენდის" წინააღმდეგ და "ლიგის თასზე" "არსენალთან" დამარცხდნენ პენლების სერიაში.

"სტივი შესანიშნავად მუშაობს" - დაამატა მოიესმა. "წინა სეზონში მათ 'პრემიერ ლიგაში' მერვე ადგილი დაიკავეს, როცა 'ევერტონს' ვხელმძღვანელობდი ისინი ზუსტად ჩვენს თავზე იდგნენ და მხოლოს ტოპ კლუბებს ჩამორჩებოდნენ."

"მან შესანიშნავად გაართვა თავი სამუშაოს როი ჰოჯსონის წასვლის შემდეგ, მე ვფიქრობ 'ვესტ ბრომვიჩი' ძალიან სტაბილური გუნდია და ისინი მუდამ პროგრესირებენ. მათ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რამდენიმე ტრანსფერი განახორციელეს და გუნდი ძალიან გააძლიერეს."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
27 სექტემბერი 2013 18:55
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მიხარია ამ წყაროს რომ ვხედავ ყველაზე მეტად ამას ვენდობი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: Manchester_M
27 სექტემბერი 2013 20:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
3 ქულას ავიღებთ ხვალ :X
0
№3
ავტორი: red devil
28 სექტემბერი 2013 06:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ase mgonia xval gadavuvlit vestbrovichs
0
№4
ავტორი: ლადო
28 სექტემბერი 2013 07:25
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჩემი აზრით მინიმალური ანგარიშით დავამარცხებთ...
0
№5
ავტორი: uhevy
16 აგვისტო 2016 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top