თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2013, 12:24
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2005,
კომენტარები: 6
"თავმდაბალი ბიჭუნა მექსიკიდან"
თავმდაბალი ბიჭუნა მექსიკიდან.
ინგლისის თასის გათამაშებაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთ-ერთი მთავარი მეტოქე და კონკურენტი "ლივერპული" მძიმე ბრძოლაში გამოთიშა ასპარეზობას. მანჩესტერელებმა შეხვედრა 1-0 მოიგეს და ეს ერთადერთი ბურთი მექსიკელმა ლეგიონერმა ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. სწორედ ჩიჩარიტოს მიუძღვნა "daily maily"-მა საკმაოდ ვრცელი სტატია, რომელშიც საინტერესო სტატისტიკა და შედარებებია გაკეთებული.

"თავმდაბალი ბიჭუნა მექსიკიდან"

"მექსიკელს წლევანდელ სეზონში, "ემიუს" სხვა ფორვარდებისგან განსხვავებით, პირველად მიეცა მოედანზე გამოსვლის შანსი და მან ეს მშვენივრად გამოიყენა. უეინ რუნის ჩამოწოდებულ ბურთს ჩიჩარიტომ ადგილი ლივერპულელთა კარში მიუჩინა და ამით შემდეგ ეტაპზე "იუნაიტედი" გაიყვანა. საინტერესოა, საკმარისი იქნება თუ არა ეს მოიესისათვის, რათა შემდეგ მატჩებში უფრო მეტი დრო და შანსი მისცეს ფორვარდს".

თუ შარშანდელ სეზონს გავიხსენებთ, ჩიჩარიტო მაშინაც "იჩაგრებოდა", სერ ალექს ფერგიუსონი ნაკლებად ენდობოდა მექსიკელს, თუმცა კი, როცა მისი არსებობა ახსენდებოდა, ერნანდესსაც მაშინვე მოჰქონდა სარგებელი კლუბისთვის. თავად განსაჯეთ: გასულ სეზონში ჩიჩარიტომ მხოლოდ 22 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში თამაში და 18 გოლი გაიტანა, რუნიმ 31 თამაშში - 16, ხოლო უელბეკმა 23 შეხვედრაში მხოლოდ 2.

"თავმდაბალი ბიჭუნა მექსიკიდან"

"თავმდაბალი ბიჭუნა მექსიკიდან"

"მას მოკლე დროში შეუძლია ბურთის დამორჩილება, მოწინააღმდეგის მოტყუება და კარში დარტყმა, ეს შარშანდელ სეზონში მშვენივრად ჩანდა, როცა ლონდონის "ჩელსის" 3 გოლი გაუტანა, ლონდონურ კლუბებს კი, მთლიანობაში, 7 გოლი 12 თამაშში. "ლივერპულის" კარში ჩიჩარიტოსთვის ეს მასემე გატანილი გოლი აღმოჩნდა. ასევე დასამახსოვრებელი იყო მანჩესტერელების ქამბექი "ასტონ ვილასთან", როცა გუნდი 2-0 მარცხდებოდა და შეცვალზე შემოსულმა მექსიკელმა ჰეთთრიკის შესრულება შეძლო. მოიესმა თუ ამ შეხვედრების შესახებ არაფერი იცის, ის მაინც უნდა ახსოვდეს, რომ ხავიერ ერნანდესმა მის ყოფილ გუნდს, "ევერტონს" ორჯერ გამარჯვების გოლი გაუტანა."

"თავმდაბალი ბიჭუნა მექსიკიდან"

"მიუხედავად ასეთი კარგი სტატისტიკისა, ერნანდესს აქვს გარკვეული უარყოფითი მხარეები, თუნდაც მისი ფიზიკური მონაცემები... თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი მისი უთამაშებლობაა, რაც ნამდვილად გამოიჩენს თავს ადრე თუ გვიან. გასული სეზონის შემდეგ, ფეხბურთელი მოწადინებულიც იყო სხვა კლუბში გადასვლაზე, მისდამი ინტერესს "ვალენსია" და მადრიდის "რეალი" იჩენდნენ, თუმცა საბოლოოდ ხავიერი "ემიუში" დარჩა და შარშანდელი პრობლემა ანუ მისი უთამაშებლობა კვლავ ძალაშია... უელბეკის, რუნისა და ვან პერსისგან განსხვავებით, ჩიჩარიტო სწორედ "ლივერპულთან" გამოჩნდა ამ სეზონში პირველად მოედანზე... გამოჩნდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა"

"თავმდაბალი ბიჭუნა მექსიკიდან" "თავმდაბალი ბიჭუნა მექსიკიდან"

"თავმდაბალი მექსიკელი, კლუბში ასეთ მცირე დროში ასეთი შედეგიანობის გარდა, ნაკრებშიც წარმატებულია. ის თავისი სტატისტიკით რონალდუსა და მესისაც კი სჯობს. 55 თამაშში ხავიერს 35 გოლი აქვს გატანილი, რონალდუს 106 (43), მესის 78 (39). "


წყარო:daily maily
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
27 სექტემბერი 2013 22:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ავტორ. ჩიჩარიტოს მართლა მაგარი სტატისტიკა აქვს და ველბეკს მირჩევნია ბევრად და არ დაჩაგრო მოიეს ეს კაცი რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Vodafone
27 სექტემბერი 2013 22:19
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ. უძლიერესია ჩიჩა უფრო ხშირად უნდა ითამაშოს, შეცვლაზე მაინც უნდა შმოიყვანოს ხოლმე

(სურათები გაცენტრე უფრო ლამაზია)
0
№3
ავტორი: red devil
28 სექტემბერი 2013 06:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Chicha namdvilad erterti sauketeso sajarimos forwardia
0
№4
ავტორი: ლადო
28 სექტემბერი 2013 07:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დღეს სამი ფროვარდით მინდა თამაში რუნი-ჩიჩა- პერსი
0
№5
ავტორი: davita
28 სექტემბერი 2013 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ჩიჩა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№6
ავტორი: Shako Jones
28 სექტემბერი 2013 15:23
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
გოლის გატანა მუდამ მოძრაობა და მცველებისთვის თავბრუს დახვევა შეუძლია გოლებს იტანს მაგრამ უელბეკი პროდუქტიულია ! დარბის დაცვასაც ეხმარება შეტევაშიც გადადის პასები ჩაშლის ხოლმე შეტევებს მაგრამ დარტყმასთან და გოლის გატანასთან რო მივა საქმე არაფერი გამოდის! მანამდე ყველაფერს კარგად აკეთებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top