"იუნაიტედის" ლეგენდარული მცველი გარი პალისტერი თვლის, რომ დევიდ მოიესი თავს გაართმევს იმ ზეწოლას, რომელიც მას მხრებზე დააწვა სეზონის დასაწყისში ორი მატჩის წაგების შემდეგ.
"დევიდ მოიესი იმყოფება ყურადღების ცენტრში, თუმცა ვფიქრობ ის ამას კარგად უმკალვდება. "იუნაიტედში" მუშაობა განსხვავდება სხვა კლუბებში მუშაობისგან. მას სჭირდება დრო, სანამ ის მთლიანად შეისწავლის თავის ფეხბურთელებს, ხოლო ფეხმურთელები - მას." - გადმოგვცემს გარი პასლისტერის სიტყვებს talksport.com.
"მე არ ვფიქრობ, რომ კრიტიკა, რომელიც მის მიმართ არის გამოთქმული, სამართლიანია. თუმცა ადამიანს, რომელსაც ასეთი დიდებული მწვრთნელის შეცვლა უწევს, გარკვეული სირთულეები ექმნება. პანიკა საჭირო არაა. მე ვნახე მატჩი "ბაიერთან" და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის გუნდი ძალიან ძლიერია."