თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2013, 15:42
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 1766,
კომენტარები: 5
დევიდ მოიესის ინტერვიუ
დევიდ მოიესი "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ
დევიდ მოიესის ინტერვიუ
დევიდ მოიესმა გუშინ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც გუშინდელ მატჩზე ისაუბრა.

თამაში


"ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "ეტიჰადზე" და "ენფილდზე" დამარხების შემდეგ, აუცილებელი იყო გამარჯვება, რასაც წარმატებით მივაღწიეთ. ჩვენ მართლაც კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. წინა მატჩებთან შედარებით შემადგენლობა გადავახალისე. კარგია, როდესაც ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ".

გუნდი


"მე ვერ ვრისკავდი შემადგენლობის სიღრმისეულად შეცვლას. "იუნაიტედის" თითოეული მოთამაშე საფეხბურთო თვალსაზრისით პროფესიონალია. მე მიჭირს ძირითადი შემადგენლობისა და სათადარიგო მოთამაშეების არჩევა. ყველა გუნდის გამარჯვებისთვის თამაშობს და დღეს ჩემმა ბიჭებმა შესანიშნავად გამოიჩინეს თავი".

ატმოსფერო


"ვფიქრობ, დღეს "ოლდ ტრაფორდზე" შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ეს იყო დიდი მატჩი პრინციპულ მეტოქესთან, ამიტომ გულშემატკივრები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ. გახარებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გამარჯვებით დავამთავრეთ".

სამომავლო ხედვა


"მე არ მადარდებს ამ სეზონში 2 წაგება. დარწმუნებული ვარ შემდეგ შეხვედრებს აუცილებლად მოვიგებთ. მინდოდა, რომ დერბიში დამარცხებას გუნდისთვის ნეგატიურად არ ემოქმედა. ფეხბურთელებმა დიდი სამუშაო გასწიეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. ამით მოხარული ვარ. სეზონის სტარტი მართლაც არ გამოგვივიდა, მაგრამ გარწმუნებთ შემდეგ მატჩებს მოვიგებთ. ახლა ზუსტად ვიცით თუ რაში გვჭირდება გამოსწორება".
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: buka oboladze
26 სექტემბერი 2013 16:05
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
კარგია ამის იმედიმაქვს რა
0
№2
ავტორი: red devil
26 სექტემბერი 2013 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kaia moies imedi maq uketesad itamashebt
0
№3
ავტორი: Macklemore
26 სექტემბერი 2013 16:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაია მოიეს! მე შენი მჯერა და გამიხარდა რო სხვებსაც მიეცი შანსი!
0
№4
ავტორი: Beckham 7
26 სექტემბერი 2013 20:55
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
უნდა მოვიგოთ შემდეგი მატჩები აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№5
ავტორი: VaRdo
27 სექტემბერი 2013 14:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ადვილი კალენდარი გვაქვს ეხლა შედარებით და უნდა ამოვქაჩოთ ეს 5 ქულიანი ჰანდიკაპი აუცილებლად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top