თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2013, 14:53
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1533,
კომენტარები: 9
დევიდ მოიესმა ჩიჩარიტო შეაქო
ჩიჩარიტომ მწვრთნელისაგან და თანაგუნდელებისგან მოწონება დაიმსახურა.
დევიდ მოიესმა ჩიჩარიტო შეაქო
ხავიერ ერნანდესის გოლის გატანის საოცარი ინსტიქტი უყურადრებოდ არ დარჩენიათ მის თანაგუნდელებს და დევიდ მოიესს. სწორედ ამ ინსტიქტის ხარჯზე გუშინ ჩიჩარიტომ "იუნაიტედი" "ლიგის თასის" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

თავდამსხმელმა ძალაინ დიდი როლი ითამაშა გუნდში, მან 46-ე წუთზე მოიპოვა კუთხური, რომელიც თავადვე გოლად გადააქცია.

მისმა თამაშმა ყველას დაანახა მისი მნიშვნელობა გუნდისთვის, ტაქტიკური ცვლილების გამო, 74-ე წუთზე ის ჩაანაცვლა კერიკმა, თუმცა მისი გოლი თამაშში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

"მე ვფიქრობ საჯარიმოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობას, ასე შეგიძლია ჩამოიშორო უმაღლესი კლასის მცველები" განაცხადა მოიესმა. "სწორედ ეს გააკეთა ჩიჩარიტომ და შესანიშნავადაც გამოუვიდა - მისი მოძრაობა საჯარიმოში იყო ფანტასტიური."

"ეს იყო ნამდვილი ცენტრ-ფორვარდის მოძრაობა. სწორედ ასე ახერხებს ჩიჩარიტო თავისი გოლების უმრავლესობის გატანას. ყოველთვის, როცა ჩიჩარიტოზე ვლაპარაკობ ხალხი ერთ რამეს მეუბნება მასზე. ის შესანიშნავია საჯარიმოში და ასე იტანს გოლებს."

"მისი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მან შესანიშნავად მოიშორა ხოსე ენრიკე, ასევე მან შესანიშნავად შეცვალა მისი სხეულის მდგომარეობა და კარგი გოლიც გამოუვიდა, საჭირო დროს."


არც მექსიკელის თანაგუნდელებს ჯონი ევანსს და ალექს ბიუტნერს არ დარჩენიათ მისი თამაში უყურადღებოდ.

"ჩიჩარიტომ გაიტანა ფანტასტიური გოლი" განუცხადა ევანსმა MUTV-ს. "მისი მოძრაობა იყო დაუჯერებელი, მან საოცრად მოიშორა მცველი. ჩვენ კარგად ვიცით, როგორია ის. ამის გაკეთებას ის ყველა ვარჯიშზე ახერხებს."

"შენ ყოველთვის უნდა გეშინოდეს მისი, მას მხოლოდ ერთი იარდი სჭირდება გოლის შესაქმნელად. მისი დარტყმა იყო შესანიშნავი. ის ასეთი ტიპის ფეხბურთელია, ალბათ გახსოვთ მისი გოლი "სტოკის" კარში რამდენიმე წლის წინ, რომელიც თავის უკანა ნაწილით გაიტანა. ის ძალიან ბედნიერია, როდესაც გოლს იტანს. მას უბრალოდ უყვარს გოლების გატანა."


ბიუტნერი, რომელმაც ერნანდესის და ევანსის მსგავსად პირველი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, გაოცებული იყო თავდამსხმელის მხეცისებური ინსტიქტით.

"ჩიჩას მოძრაობები ყოველთვის საოცარია." განაცხადა ჰოლანდიელმა. "ამ შემთხვევაში, მან ერთი ნაბიჯი გააკეთა უკან და შემდეგ შესანიშნავი დარტყმაც განახორციელა. ყველამ იცის, რომ ჩიჩა კარის წინ ძალიან საშიშია. ეს იყო კიდევ ერთი შესანიშნავი შესრულება."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
26 სექტემბერი 2013 14:54
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ჩიჩააა love უძლიერესია
0
№2
ავტორი: Redevil(New Writer)
26 სექტემბერი 2013 15:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 23
სააღოლ ავტორ...!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://i.minus.com/iO6aZhF5JMKHW.gif
№3
ავტორი: davita
26 სექტემბერი 2013 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ჩიჩააა love ვიცოდი რომ არ შეგვარცხვენდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№4
ავტორი: buka oboladze
26 სექტემბერი 2013 16:01
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჩიჩარიტოო <3
0
№5
ავტორი: red devil
26 სექტემბერი 2013 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Welbeks rogorc forwardi nagdad jobia chicha <3
0
№6
ავტორი: Macklemore
26 სექტემბერი 2013 16:45
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩიჩა მაგარი იყო გუშინ! ფერგის ხელში ამდენს არ მოძრაობდა მოედანზე და ეხლა პრესინგშიც იღებდა მონაწილეობას და ზოგჯერ უკანაც ჩამოდიოდა!
0
№7
ავტორი: chicha_chicha14
26 სექტემბერი 2013 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
რა მაგრად მიყვარს ეს ბიჭი რა ადრე კრესპო მევასებოდა ძაან ეხლა ეს am
0
№8
ავტორი: VaRdo
27 სექტემბერი 2013 14:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მეტი დრო მიეცეს ამ კაცს პრემიერ ლიგაში. ველბეკით უკვე დავიღალე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: PLANeta
27 სექტემბერი 2013 16:44
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
მეც დავბრუნდიიი :))) ჩიჩას რაც შეეხება საუბარი ზედმეტია მაგრად მევასება ეს ფეხბურთელი მისი ფანი ვარ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top