გუშინ გამართულ შეხვედრაში, ლივერპულის წინააღმდეგ ხავიერ ერნანდესმა ერთადერთი და გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ მოგებით "იუნაიტედმა" დაამტკიცა რომ ეს ის გუნდია, რომელიც არასოდეს ნებდება და ყველა თამაშში გამარჯვებისთვის იბრძვის.
ჯონი ევანსმა, რომელმაც ამ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა, კომენტარი გააკეთა თასის მოგებასთან დაკავშირებით.
"მე ნამდვილად მინდა რომ ეს თასი ავწიოთ. ჩემს კარიერაში მე პირველად ამ თავს დავჯერდი და შესანიშნავი განცდა იქნება თუ ამ თასს კიდევ ერთხელ ავღმართავ." განაცხადა ინგლისელმა SkySport-თან ინტერვიუში.
"ეს ის შეჯიბრია, სადაც ჩვენ მართლა გვსურს გამარჯვება და თითოეულ მატჩს სერიოზულად მოვეკიდებით. ვფიქრობ რომ ჩვენთან ერთად ფანებმაც დიდი სიამოვნება მიიღეს "ლივერპულთან" მატჩის დროს."
"ურთულესი მატჩი გამოდგა. მოწინააღმდეგე მთელი თამაშის განმავლობაში პრესინგს მიმართავდა და მე მოხარული ვარ რომ მეორე ტაიმში ანგარიშის გახსნა და შენარჩუნება შევძელით. თუმცა ჩენს რიგებში იყო რამდენიმე მოთამაშე, რომელიც სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის და ამ ყველაფრის გამო, გუშინ მატჩის დასასრულისას თითქმის მთლიანი გუნდი გადაღლილი იყო."- დაასრულა ევანსმა.
რამოდენიმე წინადადებით შემოიფარგლა ასევე ქრის სმოლინგიც, რომელიც გუშინ ჯონი ევანსსთან ერთად დაცვის ცენტრს წარმოადგენდა.
"შესანიშნავი "შემობრუნება" გამოდგა. ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. წინა კვირის მიწურულს ხალხში ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა და ჩვენ ვალდებული ვიყავით "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩში მაქსიმალურად დავხარჯულიყავით."
სმოლინგმა გუშინდელ შეხვედრას პრემიერ ლიგის დონის მატჩი უწოდა და იგი დარწმუნებულია რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველანაირ გამოწვევას მიიღებს და მაქსიმალურად შეეცდება მიაღწიოს გამარჯვებას თითოეულს მატჩში.