თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2013, 14:04
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2558,
კომენტარები: 13
ფერგიუსონი "იუნაიტედის" შემდეგ
სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ...
ფერგიუსონი
გასული სეზონის მიწურულს სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი წასვლა ამცნო მთელ მსოფლიოს, მაგრამ მას შემდეგ ის ყოველთვის მოდის "ოლდ ტრაფორდზე" და მატჩებს ადევნებს თვალყურს.

წელზე ოპერაციის გამო ფერგიუსონმა დევიდ მოიესის პირველი მატჩი გამოტოვა "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ შემდეგ დანარჩენ ყველა მატჩს დაესწრო. რეპორტიორებს ფერგიუსონის ჩვენება უფრო უყვართ ტელევიზიაში, ვიდრე დევიდ მოიესის. განსაკუთრებით კი ალექსს "ლევერკუზენთან" მატჩის დროს აჩვენებდნენ ეკრანებზე.

სერ ალექსის სახელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" უკვე 25 წელზე მეტია დაკავშირებული. სტადიონის წინ მისი ძეგლი დგას. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გეტყვიან, თუ რა წარმატება მოუტანა შოტლანდიელმა ინგლისურ კლუბს.

როგორც მოსალოდნელი იყო ფერგიუსონმა კარიერის დასრულების შემდეგ ავტობიოგრაფია წერა დაიწყო. სერ ალექსი დიდი ხანია ამზადებდა ფაქტებს თავისი ცხოვრებიდან და ახალა მისი ბიოგრაფიის პრეზენტაცია ოქტომბერში შედგება. მისი წიგნიდან ბევრი რამ არის მოსალოდნელი, ბევრი ახალი ამბავი, მაგრამ ყველაზე საინტერესო მისი ურთიერთობა და დამოკიდებულებაა გლეიზერების და უეინ რუნის მიმართ.

წიგნის გამოსვლამდე ფერგიუსონი ტურში გაემგზავრება, სადაც ის გულშემატკივრის კითხვებს უპასუხებს. საინტერესოა ისიც, თუ რით დაკავდება შოტლანდიელი წიგნის გამოცემის შემდეგ.

2011 წელს ფერგიუსნმა ბოლომდე გაფანტა ჭორები მისი წასვლის შესახებ:"მამაჩემი პენსიაზე 65 წლის ასაკში გავიდა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ცხოვრებაში ყველაზე ცუდის გაკეთება - ჩუსტების ჩაცმა და უსაქმურად ყოფნაა. ხალხი ამბობს:"მე 45 წელი ვიმუშავე და ახლა დასვენების დროა." სულაც არა. უნდა იმუშაო და სულ ფორმაში უნდა იყო."

სერ ალექსი ნელ-ნელა მამის გარდაცვალებას უბრუნდება. მას ნამდვილად აშინებს ის იდეა, რომ კლუბიდან წასვლა სიბერეს, უსაქმურობას და სიკვდილს ნიშნავს.

საბედნიეროდ მას ფეხბურის გარდა, სხვა ინტერესებიც აქვს. მას ძალიან უყვარს ცხენით ჯირითი. ამასთანავე მას სურს, მოგზაურობა და პიანინოზე დაკვრა. The Independent-თან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ძალიან უყვარს რაიმე ახალის სწავლა:"მე ისტორიულ წიგნებს წავიკითხავ. ვისწავლი ახალ ენებს. სკოლაში ოთხი წელი ვსწავლობდი გერმანულს, რაშიც შოტლანდიური აქცენტი ძალიან მეხმარებოდა. ფრანგულს წლების განმავლობაში ვსწავლობდი. იტალიური ენის სწავლაც შესაძლებელია...რამდენიმე წინადადება უკვე ვიცი ამ ენაზე."

ფერგიუსონი სწავლისგან არასდროს დაიღლება, მაგრამ ახლა მისთვის პირველი მიზანი მის ცოლზე ზრუნვაა.

კარიერის ბოლო მატჩამდე, ალექსმა განაცხადა:"პენსიაზე გასვლა შობის პერიოდში გადავწყვიტე. ყველაფერი შეიცვალა, ჩემი მეუღლის დის გარდაცვალების შემდეგ. მან საუკეთესო მეგობარი დაკარგა."

სწორედ ქეით ფერგიუსონმა გადააფიქრებინა სერ ალექს რამდენიმე წლის წინ პენსიაზე გასვლა. მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ თვითონ ქეითი გახდა ალექსის წასვლის მიზეზი. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ სერ ალექსი ისევ გააგრძელებს ღვინის დაგემოვნებას, გააკეთებს იმას რასაც მოისურვებს. ღმერთი ხედავს ამას, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა ეს დაიმსახურა!
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
24 სექტემბერი 2013 18:30
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ეზიზღება ამ კაცს უსაქმურობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: Jubo
24 სექტემბერი 2013 21:08
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მენატრება ფერგის დრო :| ძალიან მენატრება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: BERDI
24 სექტემბერი 2013 21:26
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ბაბუ სულ სხვააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: ლადო
24 სექტემბერი 2013 23:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მთელი ცხოვრება მემახსოვრები ბაბუაა love
0
№5
ავტორი: love united
24 სექტემბერი 2013 23:17
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყველაზე მაგარი კაცი...მოიესს მაგრად ვაფასებ,მაგრამ ეს რომ სულ სხვა იყო 2 აზრი არ არის...
0
№6
ავტორი: ლადო
24 სექტემბერი 2013 23:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
ჯერ მოიესსზე არც უნდა ილაპარაკო, როცა ფერგია, მაგრამ იმედია მალე დევიდიც დაიპყრობს მწვერვალებს..
0
№7
ავტორი: love united
24 სექტემბერი 2013 23:23
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Lado Ghonghadze

რაქმაუნდა ჯერ ძალიან ადრეა,ორი აზრი არ არის...ეს 1 წელი ვაცადოთ,შემდეგი წლიდან უფრო მეტი უნდა მოვითხოვოთ...
0
№8
ავტორი: MURKA
25 სექტემბერი 2013 04:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ბაბუ შენ შემოგევლე love
0
№9
ავტორი: red devil
25 სექტემბერი 2013 07:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au axla italiuris swavlac mondomebia gijia es oxeri :D
0
№10
ავტორი: vako
25 სექტემბერი 2013 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ლეგენდა ლეგენდათა შორის !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top