"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველი რაინ გიგზი აცხადებს,რომ ლონდონის "ჩელსს" შეუძლია პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა.
"ლონდინის "ჩელსის" უპირატესობა სხვა გუნდებისგან განსხვავებით ის არის,რომ მათ იციან თუ,როგორ უნდა მოიგო პრემიერ ლიგა." - აცხადებს რაიანი
"ცხადია,ისინი ისარგებლებენ თავისი გამოცდილებით და შეეცილებიან სხვა გუნდებს პრემიერ ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად.მათ ძალიან კარგად იციან თუ,როგორ უნდა გადაანაწილო ძალები მთელი ტურნირის განმავლობაში და ამის ხარჯზე ისინი სეზონის ბოლოს კრიზისს ცდებიან.მე მჯერავს,რომ "ჩელსი" იბრძოლებს სეზონის ბოლომდე."
"ეხლა "ჩელსმა" ფეხბურთელების შეძენა დაიწყო ახალი პრინციპით.ბოლო,რამოდენიმე სეზონის განმავლობაში მათ ორი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავდათ ფრენკ ლამპარდი და დიდიერ დროგბა.ბევრი სწორედ ამ ორ ფეხუბრთელს უკავშირებდნენ "ჩელსის" წარმატებას."
"ეხლა მათ ჰყავთ ხუან მატა,ოსკარი,ედენ აზარი და ამ ფეხბურთელების ხარჯზე მათ უადვილდებათ თამაშში წარმატების მიღწევა.მათ ხელთ ჰყავთ შემოქმედითი ფეხბურთელები,რომლის წინააღმდეგ ყოველთვის რთულია თამაში."
"როგორც წესი,გუნდში ახალ მოსულ ფეხბურთელებს სჭირდება ადაპტირების პერიოდი,მაგრამ ლონდონის "ჩელსში" მოსულმა ფეხბურთელებმა ძალიან ადრე ადაპტირდნენ ინგლისურ ფეხბურთზე.მათ უკვე გვაჩვენეს შესანიშნავი დაწყება სეზონის დასაწყისში."
"გასულ წელს "სტემფორდ ბრიჯზე" შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ,რომელიც არასოდეს დამავიწყდება.მე მაინც მიმაჩნია,რომ ეგ თამაში უნდა მოგვეგო,უბრალოდ იყო უიღბლობის ფაქტორი.ჩვენ შევძელით და სასწაული "ქამბექი" მოვახდინეთ "სტემფორდ ბრიჯზე",რომელცი არც თუ ისე ადვილია."
"ხშირად ჩვენ "სტემფორდ ბრიჯზე" კარგ თამაშს ვაჩვნებთ და იმედს ვიტოვებ,რომ ეხლაც ღირსეულად გავალთ მოედანზე და წარმატებით დავასრულებთ მატჩს." - დაასრულა რაინმა