როგორც ცნობილი გახდა შემდეგი წლის მაისში რუნის ოჯახი გაიზრდება. ვრცელდებოდა ჭორები, რომ რუნი და მისი ცოლი კოლინი მეორე ბავშვს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა კოლინმა.
"ამ ყველაფრის შესახებ უკვე ბევრმა ადამიანმა იცის, ამიტომ მზად ვარ ყველას და ყველაფერს პასუხი გავცე. ჩვენი ოჯახი მეორე ბავშვით გაიზრდება, მას მაისში ველოდებით. შეიძლება ადრეა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ"._განაცხადა კოლინმა.