თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2013, 21:20
ავტორი: Amerigo,
ნანახია: 2680,
კომენტარები: 9
მანჩესტერ სიტი- მანჩესტერ იუნაიტედი (ანალიზი)
მოდით დავიწყოთ.
მანჩესტერ სიტი- მანჩესტერ იუნაიტედი (ანალიზი)
დასაწყისისთვის, რომ ვთქვა 4-1 ნამდვილად არ მოველოდი. ატმოსფერო საოცარი გახლდათ. სტადიონი ცისფერ ფერებში იყო შეფერილი. გამაყრუებელი სტვენა "იუნაიტედის" ფეხბურთელებისადმი. მოდით მატჩის შემადგენლობას გავეცნოთ. "მანჩესტერ იუნაიტედი"
მეკარე:დავიდ დე ხეა;
მცველები:რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა და კრის სმოლინგი.
ნახევარმცველები: კერიკი, ფელაინი, იანგი, რუნი, ვალენსია;
ფორვარდები: დენი ველბეკი;
ახლა მოდით "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობას გაავხედოთ:
მეკარე:ჯო ჰარტი;
მცველები:ვინცენტ კომპანი, ალექსანდრ კოლაროვი, მატიას ნასტასიჩი და პაბლო საბალეტა;
ნახევარმცველები: ფერნანდინიო, იაია ტურე, ნასრი და ხესუს ნავასი;
ფორვარდები: ალვარო ნეგრედო და კუნ (სერხიო) აგუერო;
ეს იყო მატჩის შემადგენლობები. სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავდა რობინ ვან პერსი, ხოლო "მანჩესტერ სიტის" აკლდა ესპანელი ლიდერი დავიდ სილვა. თითქოს თანაბარი თამაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. ჰოვარდ ვების სასტვენის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" მოიპოვა უპირატესობა. მათ 2 ჯერ უმისამართოდ დაარტყეს კარისაკენ. ჯერ აგუერომ, შემდეგ ნეგრედომ. ბოლოს 16 წუთზე ვალენსია თითქოს 1 წამით ამოვარდა თამაშიდან ვერ დააზღვია სმოლინგი. ნასრიმ ცრუ მოძრაობით გადაცემა გაუკეთა კოლაროვს, რომელმაც შესანიშნავად ჩააწოდა. აგუეროს საოცარი დარტყმა და 1-0. სტადიონი ზეიმობს გოლს. ეს საოცრებაა. მე მეგონა "სიტი" ცოტათი გაჩერდებოდა, მაგრამ არა. გოლს მოყვა შეტევები. იყო უმისამართო დარტყმები, მაგრამ აშკარად "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ თამაშობდა. შეტევაში წასვლას ვერავინ ახერხებდა. ველბეკი ცდილობდა, მაგრამ არაფერი. ამ დროს ჩენი გუნდის "ტვინი" უეინ რუნი უკან ჩამოვიდა ეცადა ბურთის ამოტანას, მაგრამ არაფერი. ხესუს ნავასისა და ალვარო ნეგრედოს თამაში წაუვიდათ. ნავასი ფლანგზე ვერაფრით გააჩერეს. ცენტრში ფელაინიმ ყველა დუელი წააგო იაია ტურესთან, ხოლო რუნი ვერ გაცდა ვინსენტ კომპანის. თითქოს ტაიმი 1-0 უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ბოლო კუთხურმა ყველაფერი გადაწყვიტა. ჩაწოდება, ნეგრედოს თავური, დე ხეა ვერ გამოდის კარიდან და რა ხდება? გოლია. 2-0? დიახ 2-0. ეს საშინელებაა. მანჩესტერს ეს არ ეკადრება. ვიდიჩი გაბრაზებულია, დე ხეა გიჯს გავს, ვალენსიას თავი ჩაუხრია. ეს დაუჯერებელია. მოიესი გაოცებულია. პირველი ტაიმიც დამთავრდა ანგარიშით 2-0. მეორე ტაიმისთვის ბევრი უნდა შეეცვალა მოიეს. მან კი რა ქნა? მოედანზე იგივე შემადგენლობა დატოვა. ეჰჰჰ! რა გაეწყობა "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეტევა დაიწყო და უბად კონტრიერიშზე გადასულმა ნავასმა ჩამოაწოდა. ბურთი მიიღო ალვარო ნეგრედომ. მან მოატყუა ვიდიჩი, გადაცემა გააკეთა და რა ხდება? აგუეროს დარტყმა. გაოცებული დე ხეა. მისი ნახტომი. ხელი წაკრა ბურთს, მაგრამ 3-0. სამწუხაროდ. 47 წუთზე 3-0. ყველანაირი იმედი გადაწყდებოდა ნებისმიერი გუნდისთვის, მაგრამ მოედანზე ხომ "მანჩეტერ იუნაიტედია"? კიდევ ერთი შეტევის მცდელობა და ცვლილება. მოედანზე შემოდის კლევერლი იანგის ნაცვლად. რა ხდება მოედანზე? არაფერი. "მანჩესტერი" ცდილობს ცენტრის დაჭერას. არაფერი გამოდის. 4-0. ნავასის 40 მეტრის გარბენი, ჩამოწოდება, დარტყმა და 4-0. სამირ ნასრი. მეკარე უშანსოდაა. ყველამ მოიწყინა. "წითელი ეშმაკები" ათამაშდნენ, მაგრამ უკვე ხომ გვიანაა? 56 წუთზე რუნის დარტყმაა, მაგრამ ... ბურთი ცდება. არ შეიძლება ასეთი რეალური მომენტის გამოუყენებლობა. მარჯვენა ფლანგზე რაღაცას ცდილობენ წითლები, მაგრამ არაფერი გამოდის. ეჰ... დგება 60 წუთი. 70. არაფერი გამოდის. ყველა ოცნება დაიმსხვრა. უცბად 79 წუთზე ევრას დარტყმა და... სამწუხაროდ შტანგა. ეჰ! ყველაფერი დამთავრდა. დგება 86 წუთი. რუნი მიდის ჯარიმასთან. ყველა მას შეჰყურებს. გაიტანს ის გოლს? თუ შეგვარცხვენს? არა! რუნიმ არ შეგვარცხვინა. დარტყმა 4-1. გოლ! გოლ! გოლ! დრო აღარაა. ამის მერე არაფერი შეცვლილა. 4-1. მსაჯმა 3 წუთი დაამატა, მაგრამ არაფერი საინტერესო. მატჩიც დამთავრდა.
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Vajiko C
22 სექტემბერი 2013 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
daskvnashi titqmis ar getanxmebi..
0
№2
ავტორი: Amerigo
22 სექტემბერი 2013 21:32
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ΨFletcher,Wr,SAFΨ,
რაში ძმა? გუნდს ჩიჩა უნდა ველბეკი არ ვარგა. მეორე კაგავა დაიდოს იანგი უსუსტესია სხვა?
0
№3
ავტორი: GGMU20
22 სექტემბერი 2013 22:38
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
დღეს დაცვა 0 იყო... და ფლანგები ხო საერთოდ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№4
ავტორი: Red Hooligan
22 სექტემბერი 2013 23:23
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
სტატია ისე გაქვს დაწერილი ვითომ კომენტარს წერდე, რაზეც აი ეს მეტყვლებს
დაცვაში ფერდინანდ-ევრა ვეღარ თამაშობს მაღალ დონეზე. ვერც ვიდიჩი დაიკვეხნის ამას. სმოლინგი ისევ ისე სუსტია ფლანგზე. ნახევარდაცვა უსაშინლესია. ბურთს ვერ იჭერენ გადაცემას ვერ აკეთებენ. ფლანგები უსუსტესია. იანგი-ვალენსიას დუეტი ვერ ამართლებს. ახლა შემდეგი ფორვარდები. რუნი და ველბეკი. რუნი როგორც ყოველთვის უძლიერესია. ველბეკი კი გოლს ვერ იტანს. ის ფორვარდი მგონი აღარაა. ჩიჩარიტოა საჭირო.
. პასებს ვერ აკეთებენო ისაო ესაო, ძალიან უღიმღაო სტატიაა არ მიწყინო უბრალოდ შემდეგისთვის გაითვალისწინე. ცოტა ფორმალური სიტყვები და წინადადებები გამოიყენე ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: red devil
23 სექტემბერი 2013 07:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Namdvilad ver dagetanxmebi avtor erti tamashit nu gaanadgureb vidas rios da evras
0
№6
ავტორი: davita
23 სექტემბერი 2013 08:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ყველაფერი კარგი იყო :) უბრალოდ 2 გოლის გაშვება და შემდეგ მე-3 ბურტის მეორე ტაიმში ძალიან რთულია უკვე თამაში რუნიმ მაინც თავისი დაამტკიცა მაგრამ Welbeck - ი მაინც ბოდიში და ჩო ი ლ ა რ ი ა რაა angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№7
ავტორი: Rosso Diavolo
23 სექტემბერი 2013 15:59
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ფეხბურთელები ბურთს ვერიღებდნენნორმალურად.ფელაი
0
№8
ავტორი: I L C
23 სექტემბერი 2013 17:00
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ფუუუ ეს რა თამაში იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: Amerigo
23 სექტემბერი 2013 17:16
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Red Hooligan,
მოთხრრობა დაგიწერო რო დაინტერესდე? ეს ანალიზია! ანალიზი კი ზოგი უინტერესოა!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top