თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2013, 17:40
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2044,
კომენტარები: 3
პერსი: მე მომწონს რუნისთან თამაში
რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ ძალიან მოსწონს უეინ რუნისთან ერთად თამაში და ის დარწმუნებულია, რომ ერთად ისინი უამრავი გოლის გატანას მოახერხებენ.
პერსი: მე მომწონს რუნისთან თამაში
რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ ძალიან მოსწონს უეინ რუნისთან ერთად თამაში და ის დარწმუნებულია, რომ ერთად ისინი უამრავი გოლის გატანას მოახერხებენ.

"მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ პროგრესირებს ჩემი და რუნის ტანდემი." - განაცხადა ჰოლანდიელმა თავდამსხმლემა. "ჩვენ ძალიან მოგვწონს ერთად თამაში, რადგან მსგავსი სათამაშო სტილი გვაქვს. ჩვენ ორივე უნივერსალური ფორვარდები ვართ და შეგვიძლია ვითამაშოთ თავდასხმაშიც და დაცვაშიც. ჩვენ შეგვიძლია პასებით თამაში და რაც ყველაზე ძალიან მომწონს, შეგვიძლია გოლების გატანა. უეინმა ეს ყველაფერი იცის და ამიტომაც მიყვარს მასთან ერთად თამაში. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფეხბურთში ერკვევა, მაშინვე მიხვდება, რომ ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ ერთად თამაშით."

"ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას და შესაძლებლობების დახვეწას, ასე უფრო ძლიერები გავხდებით. მე ვფიქრობ, რომ ეს მუშაობა ორივეს დაგვეხმარება, თუ ჩვენ იგივე შემართებით გავაგრძელებთ, ერთმანეთს კარგ გადაცემებს გავუკეთებთ, ჩვენ უამრავ გოლს გავიტანთ."

რუნის ანგარიშზე 200 გოლია "იუნაიტედის" მაისურით, ვან პერსიმ კი 30 გოლი გაიტანა გასულ სეზონში და გადამწყვეტი როლი ითამაშა ტიტულის მოგებაში. თვითონ ვან პერსი თვლის, რომ გადამწყვეტი მომენტი სატიტულო ბრძოლაში "ეტიჰადზე" "სიტის" დამარცხება იყო, სადაც ჰოლანდიელმა გადამწყვეტი ჯარიმა გაიტანა და "იუნაიტედს" გამარჯვება მოუტანა.

"ეს გოლი ნამდვილად კარგი იყო" - განაცხადა ვან პერსიმ. "სიტისთან" გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა. თუ სწორად მახსოვს, წაგების შემთხვევაში ჩვენ შორის სხვაობა 6 ქულამდე შემცირდებოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება და კიდევ უფრო გავზარდეთ სხვაობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. მე არ მაინტერესებს რად დაუჯდა ეს "სიტის", ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენ ისევ გავემართებით "ეტიჰადზე" გასამარჯვებლად. მნიშვნელოვანი მატჩები უკვე დაიწყო, მაგრამ ჩვენ ეს მოგვწონს, რადგან ჩვენ განსაზღვრულ რიტმში შვედივართ, ყოველი 3-4 მატჩის შემდეგ ჩვენ გვიწევს მნიშვნელოვანი მატჩები."

"ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებით, თავდაჯერებით გვიჭირავს ბურთი და ყველა მოთამაშე ეძებს იმ გადაცემის გაკეთების შანსს, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდება. მე არასდროს ვცდილობ მატჩს მოწინააღდეგის თვალით შევხედო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თამაში ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება. სეზონის ამ პერიოდშიც კი არ გვინდა მეტოქეს 5 ქულით ჩამოვრჩეთ."

"მეტის მიღწევა - აი ეს არის ერთადერთი მიზანი, რომელსაც მე ვისახავ. მე მინდა ჩვენ მეტს მივაღწიოთ ვიდრე წინა სეზონში, ხოლო დღევანდელ მატჩში უკეთესად უნდა ვითამაშოთ ვიდრე "ბაიერთან". ეს რომ შევძლოთ უნდა ვიმუშავოთ გუნდურად. საქმე მხოლოდ ჩემი და რუნის გოლების გატანას არ ეხება - ჩვენ ყველამ უნდა გავიტანოთ გოლები. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ვინგერებს საკმარისი გოლები ჰქონდათ თავიანთ ანგარიშზე გასულ სეზონში. იმედი მაქვს წელს ისინი უფრო მეტს გაიტანენ. გუნდში ყველამ უნდა ატაროს ტვირთი და რა თქმა უნდა ფელაინი და კერიკიც არ იქნებიან გამონაკლისები."


წყარო: ManUtd.ru
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
22 სექტემბერი 2013 17:41
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საუკეთესო დუეტი გვყავს თავდასხმაში am
0
№2
ავტორი: VaRdo
22 სექტემბერი 2013 17:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მართალია ეს კაცი. ნახევარმცველებმაც უნდა დაიწყონ გოლების გატანა თორე რაც სეზონი დაიწყო 12 ბურთი გავიტანეთ და აქედან 11 თავდამსხმელების ანგარიშზეა .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: I L C
22 სექტემბერი 2013 18:32
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
საუკეთესო წყვილი.. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top