თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2013, 15:47
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2073,
კომენტარები: 6
ლინგარდის შესანიშნავი დებიუტი
ლინგარდმა "ბირმინგემში" დებიუტი 4 გოლით აღნიშნა
ლინგარდის შესანიშნავი დებიუტი
20 წლის ჯესი ლინგარდმა შესანიშნავად დაიწყო ერთ თვიანი არენდა "ბირმინგემში", მან "შეფილდ იუნაიტედთან" მატჩში პოკერი გაიფორმა, მატჩი საბოლოოდ 4-1 დამთავრდა.

"ბირმინგემის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, ტერი მაკდერმოტი აღფრთოვანებული იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილით.

"ეს იყო დაუჯერებელი!" -ციტირებს მაკდერმოტის სიტყვებს "ლურჯების" ოფიციალური საიტი. "მე ცოტა იმედგაცრუებულიც ვარ, რადგან მეგონა ის 5 გოლის გატანას მოახერხებდა. თუმცა არავინ მოელოდა მსგავს რამეს ახალგაზრდა თავდამსხმელისგან."

"მასში ყველაზე უფრო ის მომწონს, რომ ჯესი ძალიან გაწონასწორებული ფეხბურთელია, ვერაფერი გამოიყვანს მას ბალანსიდან. გასახდელში ის ჩუმად იყო და მოედანზე ისე გავიდა, თითქოს თავის მეგობრებთან ერთად თამაშობდა ეზოში, და არა ჩემპიონშიპის მატჩში."

"ის აქ ერთი თვის განმავლობაში ითამაშებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მის შენარჩუნებას უფრო დიდი ხნით შევძლებთ. ის არის ფანტასტიური ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის პროგრესირებს."


მატჩის გმირმა კი განაცხადა: "ეს იყო ძალიან სასიამოვნო. მსგავს რამეზე ვერც კი ვიოცნებებდი. პირველი გოლის შემდეგ თავდაჯერებულობა მომემატა და მინდოდა ისევ გამეტანა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში. სამწუხაროდ, თამაშის დამთავრება ვერ მოვახერხე, რადგან ფეხის ტკივილი ვიგრძენი."

"ვიმედოვნებ, "სუონსისთან" თამაშსაც შევძლებ ("მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ არ მიუცა "ბირმინგემისთვის", ლინგარდის ლიგის თასზე მონაწილეობის უფლება). თუმცა თუ ეს არ მოხდება, მოუთმენლად დაველოდები შემდეგ მატჩს "რედინგთან".




წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
22 სექტემბერი 2013 15:48
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგრა მევასება ლინგარდი, კაი ბიჭი იზრდება
0
№2
ავტორი: Shako Jones
22 სექტემბერი 2013 17:39
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
შეუძლებელია !!!! ღმეერთო რა ნიჭიერიააა
0
№3
ავტორი: VaRdo
22 სექტემბერი 2013 17:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძაან კარგი. ძაან ბევრი ფორვარდი გვყავს ამ პოზიციაზე პრობლემა კარგახანი არ გვექნება. ეს და იანუზაი მომავლის გუნდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: I L C
22 სექტემბერი 2013 18:33
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
საღოლ ლინდგარდ მაგარი ხარრ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: BERDI
22 სექტემბერი 2013 23:13
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ძალიან ნიჭიერია და მაგარი ფეხბურთელი გაიზრდება იმედია მოიესი დაიტოვებს ამას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: Manchester_M
23 სექტემბერი 2013 18:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ ჩემეე :D იმედია არ გაყიდიან კარგი იგროკია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top