"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ განაცხადა, რომ მათ იციან "იუნაიტედის" რამოდენიმე სუსტი ადგილი და სწორედ ამ სუსტი ადგილების გამოყენებას აპირებენ.
"ისინი ბევრს გოლს უშვებენ, მაგრამ თავდასხმაში კარგი თამაშით ისინი ახერხებენ მატჩის მოგებას. ესეიგი ჩვენ შეგვიძლია დაცვაში კონცენტრირებულად ვითამაშოთ და ვცადოთ რამოდენიმეჯერ გავუტანოთ გოლი.
ჩვენ ვხვდებით, რომ მატჩი "იუნაიტედთან" ძალიან რთული იქნება. მაგრამ იმით უნდა ვისარგებლოთ, რომ თამაში სახლში გვაქვს. ჩვემ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ჩვენს ძალებში, რაც გასულ თამაშებში ვაჩვენეთ.
ამ ზაფხულს "იუნაიტედმა" გადმოიბირა ძალიან მაღალი დონის ფორვარდი. მათ კარგი სტარტი აჩვენეს. ისინი ძალიან მალე მოვიდნენ გონზე 1 ტურში წაგების შემდეგ. ეს ძალიან ძლიერი გუნდია. გასულ სეზონში ისინი ლიდერები იყვნენ, თუმცა ძნელია "იუნაიტედი" პირველი სამი ადგილის გარეშე დატოვო.
ასეთი თამაშები სატურნირო ცხრილზე მხოლოდ ქულებით მოქმედებს. ასეთ მატჩებს კალენდარში ეძებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია". "ჩელსის" თავკაცმა დაამტკიცა, რომ "იუნაიტედთან" მატჩში არ იქნება ფრენკ ლამპარდი, რომელმაც ტრავმა "შახტართან" მიიღო.