თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2013, 17:32
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2009,
კომენტარები: 6
მოიესმა დაცვის ცენტრზე ისაუბრა
დევიდ მოიესმა ახსნა თუ რატომ ათამაშებს ნემანია ვიდიჩს და რიო ფერდინანდს რეგულარულად დაცვის ცენტრში.
მოიესმა დაცვის ცენტრზე ისაუბრა
სეზონის დაწყების შემდეგ ცენტრალური დაცვა უცვლელია, მხოლოდ "ქომუნითი შილდზე" ნემანია ვიდიჩის მეწყვილე ახალგაზრდა ფილ ჯონსი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ რაფაელის და ჯონსის მზადყოფნის შემთხვევაში "იუნაიტედს" დაცვაში უამარავი როტაციის საშუალება ეძლევა, ბოსი თვლის რომ ორი ყველაზე გამოცდილი მცველის, ფერდინანდის და ვიდიჩის დაყენება სწორი არჩევანია. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვიდიჩი 31 წლისაა, ხოლო ფერდინანდი 34-ის რაც მათი ტრამვის მიღების შანსს კიდევ უფრო ზრდის.

"ეს ყველაფერი ჩემთვის ცნობილია" აღიარა მოესმა. "ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე უკმაყოფილო ვარ ევანსით, სმოლინგით ან ჯონსით."

"მე ახალი დანიშნული ვარ ამ პოსტზე და ვფიქრობ საჭიროა რითმში ჩაჯდომა. მე არ მიყვარს სიტყვა 'როტაცია', მაგრამ მე შევცვლი ფეხბურთელებს დროთა განმავლობაში."

"მე ამ მომენტში ვგრძნობ, რომ საჭიროა ახალი "პრემიერ ლიგის" სეზონი ძლიერი შემადგენლობით დავიწყოთ, რა მოხდება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს."

"ამ ორი ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება შესანიშნავია. ისინი თავს კარგად გრძნობდნენ სეზონის დაწყებამდე და ახლაც შესანიშნავად ასპარეზობენ."


წყარო:ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
21 სექტემბერი 2013 17:32
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ახალი დანიშნულია და მაინც ფრთხილადაა რისკებზე ვერ მიდის..
0
№2
ავტორი: ლადო
21 სექტემბერი 2013 18:18
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სწორედ იქცევა დევიდი...
0
№3
ავტორი: I L C
21 სექტემბერი 2013 18:53
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Vodafone,
ხოო ფრთხილადაა ძაან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: NeymaR
21 სექტემბერი 2013 19:21
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ნამდვილად არ გვჭირდება ექსპერიმენტები და სწორია მოიესი :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№5
ავტორი: Zizou
21 სექტემბერი 2013 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ფერგიუსონისგან განსხვავებით მოიესი ფერდინანდი-ვიდიჩის წყვილს ათამაშებს სულ და ძალიან კარგია ჩემი აზრით.
0
№6
ავტორი: buka oboladze
22 სექტემბერი 2013 00:40
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რიომ აურია ცოტა ლევერკუზენთან,მაგრამ ეგარაფერი ..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top