თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2013, 13:30
ავტორი: Esi,
ნანახია: 1995,
კომენტარები: 9
ვალენსიას ექსკლუზიური ინტერვიუ
სრულადში ნახავთ ანტონიო ვალენსიას ექსკლუზიურ ინტერვიუს,რომელიც მან MUTV-ს მისცა.
ვალენსიას ექსკლუზიური ინტერვიუ
ანტონიო ვალენსიამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა MUTV-ს და განმარტა თუ რატომ დაიბრუნა მან 25 ნომერი,რომლითაც ის თავდაპირველად თამაშობდა კლუბში.

ეკვადორელი შემტევი ნახევარმცველი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ლევერკუზენთან მატჩში უეინ რუნისთან ერთად.ვალენსიამ გოლის გატანაც მოახერხა.მანჩესტერული დერბის წინ ვალენსიამ MUTV-სთან ინტერვიუ ჩაწერა.მან ისაუბრა იმაზე თუ როგორი მოტივირებული ხარ შენ,როდესაც იუნაიტედში ატარებ 7 ნომერს.როგორც სერ ალექსი ასევე დევიდ მოიესი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ამ ნომერს.

„ვფიქრობ 25 ძალიან კარგი რიცხვია ჩემთვის,როდესაც მე კლუბში მოვედი სწორედ ამ ნომრიანი მაისური ავიღე“-განაცხადა მან

„ვფიქრობ,რომ 25 ნომრიანი მაისურით თავს უფრო კონფორტულად ვგრძნობ.ამ ზაფხულს კი გადავწყვიტე,რომ უკან დამებრუნებინა ჩემი ნომერი.ჩემს თავს დავუსვი კითხვა თუ რატომ არ შეიძლებოდა ძველი ნომრის დაბრუნება? ეს კარგი იდეა იყო და გადავწყვიტე კვლავ 25 ნომრით მეასპარეზა იუნაიტედში“

„მე ვცდილობ ჩემი ძველებური ფორმა აღვიდგინო და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებ. 7 ნომერი კი ერთობლ დიდ პასუხისმგებლობასა და ფსიქოლოგიურ მომენტს მოითხოვს.ყველამ იცით თუ რას წარმოადგენს ეს მაისური იუნაიტედში.ვფიქრობ ძველებურად ავთამაშდები ისევ“


სერ ალექსმა სამშაბათს MUTV-ს განუცხადა:“ანტონიო თავის ფორმას უბრუნდება.მან ძველი ნომერი დაიბრუნა.საოცარია,როგორ შეუძლია მაისურს გავლენა იქონიოს ფეხბურთელზე“
„შესაძლოა ეს მისი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.მან მოითხოვა დაებრუნებინა 25 ნომრიანი მაისური და ეს საოცარია“


სამშაბათს გატანილი გოლი კი ვალენსიამ ისევ თავის მეგობარს ეკვადორელ ფეხბურთელ ქრისტიან „ჩუჩო“ ბენიტესს მიუძღვნა,რომელიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ეს ძალიან მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში“

„ის ჩემი მეგობარი იყო და როგორც ძმა ისე იყო ჩემთვის.მე გადავწყვიტე მის საპატივცემულოდ ტატუ გამეკეთებინა.პირველი გოლიც სწორედ მას მივუძღვენი და ასე იქნება სულ,როდესაც მე გოლს გავიტან.ეს არამხოლოდ ჩემთვის არამედ მთელი ეკვადორისთვის შოკი იყო.“
-დაასრულა ვალენსიამ

წყარო:Manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
21 სექტემბერი 2013 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მაგარი კაცია
0
№2
ავტორი: I L C
21 სექტემბერი 2013 14:11
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ვალეე.. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Red Hooligan
21 სექტემბერი 2013 14:43
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
„ის ჩემი მეგობარი იყო და როგორც ძმა ისე იყო ჩემთვის.მე გადავწყვიტე მის საპატივცემულოდ ტატუ გამეკეთებინა.პირველი გოლიც სწორედ მას მივუძღვენი და ასე იქნება სულ,როდესაც მე გოლს გავიტან.ეს არამხოლოდ ჩემთვის არამედ მთელი ეკვადორისთვის შოკი იყო.“


hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: red devil
21 სექტემბერი 2013 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia daibrunebs isev formas
0
№5
ავტორი: NUGI
21 სექტემბერი 2013 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
საგოოოოოოოოლ
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
21 სექტემბერი 2013 15:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბევრი მართებს.. რაც შეუძლია იმას არ აკეთებს !!!
0
№7
ავტორი: Zizou
21 სექტემბერი 2013 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
რონალდუს წასვლის შემდეგ ყველაზე მაგარი გარემარბია ჩემი აზრით...

ტიპს ფეხი მოძვრა ლამის და მაინც როგორი სტაბილურია
0
№8
ავტორი: ლადო
21 სექტემბერი 2013 18:01
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ამ ადამიანისადმი სიმპატია უიგანიდან მაქვს....მანჩეში რო გადმოვიდა ძალიან გამიხარდა და ამის ფორმა შემდეგ შეუდარებელი იყო...მართალია ერთფეროვან მოძრაობებს აკეთებს, მაგრამ მაინც ახერხებს მეტოქის დაბნევას...მაგარი კაცია ძალიან...რა თამაშიც არ უნდა ჩააგდოს მაინც მაგრად მევასება...
0
№9
ავტორი: buka oboladze
22 სექტემბერი 2013 00:15
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვალეეე უმაგრესი გარემარბი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top