თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2013, 20:51
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2007,
კომენტარები: 6
კერიკმა "იუნაიტედის" შეტევაზე ისაუბრა
ნახევარმცველი გუნდის შეტევაზე
კერიკმა
ინგლისელმა ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ "იუნაიტედს" ძლიერი შეტევა ყავს და ეს "ბაიერთან" მატჩშიც კარგად გამოჩნდა.

"უეინ რუნიმ ჩემპიონთა ლიგის თამაშში შესანიშნავი გოლი გაიტანა, იგი ძალიან მომეწონა და გამოვარჩევდი იმ გატანილი ბურთებიდან რომელიც ბოლო პერიოდში ვნახე. ძალიან კარგია, რომ რუნი ასეთ კარგად თამაშობს. როდესაც უეინი ფორმაშია ავტომატურად ხდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი".

"მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ასეთი კარგი შეტევა გვაქვს. ანტონიომ, რობინმა და უეინმა ბრწყინვალედ ითამაშეს "ბაიერის" წინააღმდეგ. თუ "იუნაიტედს" თამაში არ მისდის, ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები სიტუაციას ყოველთვის ცვლიან".

"ვერ ვიტყვი, რომ სეზონი ცუდად დავიწყეთ. "სუონსის" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ვითამაშეთ, თუმცა ვერ მოვუგეთ "ჩელსსა" და "ლივერპულს". მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მათთან თამაში ძალიან რთულია. ამის შემდეგ ლიგაზე კარგად ვითამაშეთ და იმედი მაქვს ამ სერიას დიდხანს გავაგრძელებთ".
_განაცხადა კერიკმა.

წყარო: redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
20 სექტემბერი 2013 20:51
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
მატაც და ეგაა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: Jubo
20 სექტემბერი 2013 22:09
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჩელსი, ლივერპული, სიტისთანაც ქულების დაკარგვა არ იქნება კარგი. გაარღვევენ ეტიჰადზე იმედია challenge
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: Goginashvili777
21 სექტემბერი 2013 00:59
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
Jubo,
ოლდ ტრაფორდზეა თუმცა აზრი არ აქვს უნდა მოვიგოთ :)
რაც შეეხება კერიკს .. ყველაზე მეტად ეს კაცი მევასება მანიუში და ეხლა რაც თქვა სიმართლეა თუმცა ლივერპულთან უშანსოდ წავაგეთ . მომენტი არ გვქონია რომ ანგარიში გაგვეთანაბრევინება .. არაუშავს ლიომებოო ! ეიპლი ჩვენია წელსაც !! რაც შეეხება ლიგას რეალი ან ბარსა ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: ლადო
21 სექტემბერი 2013 08:50
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
წელს ყველაფერი ჩვენია wink ვიხუმრე...კერიკის და ფელოს ტანდემი ცენტრში წინ რუნი–რვპს და ფლანგებზე მაგარ ფორმაში მყოფი ნანი და ზაჰა
0
№5
ავტორი: I L C
21 სექტემბერი 2013 11:55
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ვეთანხმები...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: red devil
21 სექტემბერი 2013 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Martalia es kaci
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top