"ვესტ ჰემ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სემ ელარდაისმა განაცხადა, რომ სიამოვნებით გადმოიბირებს რიო ფერდინანდს, თუ "იუნაიტედი" ვერ შეუთანხმდება თავის მცველს.
"ამ მომენტისათვის ვფიქრობ, რომ ამ ტრანსფერის შანსი ძალიან მცირეა. მაგრამ თუ სეზონის ბოლომდე რიო არ ხელს არ მოაწერს ახალ კონტრაქტს "იუნაიტედთან", ჩვენ სიამოვნებით შევთავაზებთ კონტრაქტს. ამ შემთხვევაში ყველაფერი რიოზეა დამოკიდებული.
თუ რიო გადაწყვეტს თავის ყოფილ კლუბში დაბრუნდებას, ჩვენ შევეცდებით, რომ ის ფინანსური მხარით დაკმაყოფილდეს.
ბოლოს და ბოლოს რიოს შეიძლება ლონდონში ცხოვრება მოუნდეს. თუ ეს ტრანსფერი შედგა ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პლიუსი იქნება" - განაცხადა ელარდაისმა.