"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ფეხბურთელი პოლ სქოულზი აცხადებს,რომ მას მოსწონს "ჩელსის" წინააღმდეგ თამაში. პოლი მიიჩნევს,რომ "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" ეს კვირა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება,რადგან მათ უწევთ ორ ლონდონურ კლუბთან დაპირისპირება.ესენია "ჩელსი" და "არსენალი".
"კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება სამი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში.ჩვენ ოჯერ გვიწევს ლონდონის "ჩელსთან" დაპირისპირება პრემიერ ლიგაში და ინგლისის თასში.ამის შემდეგ ჩვენ ისევ ერთ ლონდონურ კლუბს უნდა შევერკინოთ.ჩვენ არ დავიკვნეხით "ჩელთან" სტატისტიკით,მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ,რომ მოვახერხებთ გამარჯვებას." - აცხადებს პოლი.
"რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ დავმარცხდით "ტოტენჰემის" წინააღმდეგ,მაგრამ ჩვენ ეხლა კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ ჩვენ შემდგომ მატჩზე.ლონდონის "ჩელსს" ჰყავს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები და ისინი ყოველ წელს ძალიან პერსპექტიულ ახალგაზრდებს ყიდულობენ,რომლთა წინააღმდეგ ყოველთვის ჭირს თამაში.ჩვენ ვიცით,რომ მათ შეიძლება ნებისმიერ დროს გაგვიტანონ."ჩელსი" ნამდვილად,რომ ძლიერი გუნდია და ვიცით,რომ ადვილი მატჩი არ გველოდება."სტემფორდ ბრიჯზე" ყოველთვის დიდი ატმოსფეროა და ვიმედოვნებ,რომ ჩვენ წარმატებით ჩავატარებთ ამ მატჩს"
კითვაზე,თუ რატომ "იუნაიტედი" ასე ხშირად უშვებს პირველ გოლს სქოულზმა განაცხადა,რომ:"მე არ ვიცი თუ რა ვთქვა ამის შესახებ.მწვრთნელებიც გაუგნებულია ამ ფაქტით.ჩვენ უკვე რამოდენიმე თამაშია ვცილობთ გავიტანოთ პირველი გოლი,მაგრამ ყველაფერი პირიქით გამოდის და ჩვენ ვუშვებთ მატჩის დასაწყისში.მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ფორვარდებით,რომლებიც ყველაფერს ცდილობენ გუნდის დასახმარებლად.ეხლა სეზონის დასაწყისია და იმედი მაქვს დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება." - დაასრულა სქოულზმა