პრემიერ ლიგას მუდამ ჰყავდა საუკეთესო ნახევარმცველები... გარი ნევილი და ჯიმი კარაგერი სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობენ. გამოიკვეთა 3 კანდიდატი, პოლ სკოულზი, სტივენ ჟერარდი და ფრენკ ლამპარდი. ამ სამ ფეხბურთელს ჯამში 1300ზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული პრემიერ ლიგაში. ასე, რომ გადავწყვიტოთ, ვინ არის საუკეთესო. ჯიმი კარაგერის თქმით, პრემიერ ლიგას სამი საუკეთესო ნახევარმცველი ჰყავს. თუმცა მისი აზრით გამორჩეული სტივენ ჯერარდია. გარდა ამისა კარაგერმა 2-ე პოზიციაზე ფრენკ ლამპარდი გაიყვანა, რადგან თვლის, რომ ლამპარდმა მოუტანა გამარჯვების გოლი "ჩელსის" არაერთხელ და რომ ის ნამდვილი სპეციალისტია. თუმცა გარი ნევილის აზრით საუკეთესო პოლია. "ის საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთან ერთადაც კი მე მითამაშია." - ამბობს გარი. ინგლისელის აზრით პოლს აქვს ტემპი, რომელიც იყოლიებს ყველას. "მე ავირჩევდი მას, როგორც 2004/11 წლების საუკეთესო ნახევარმცველად. ის არავის ჩამოუვარდება, თუნდაც ხავის, ან პირლოს. მოგებული თამაში მარტო გოლებში არ არის, მას აქვს ის რაც სხვა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს. ხალხი კითხულობს, თუ რატომ იტანდა "იუნაიტედი" 85-ე წუთზე გოლებს, სწორედ მისი ტემპის და შესაძლებლობების წყალობით." - განაცხადა გარი ნევილმა.
ამ დროისთვის კი შედეგები ასეთია.
ეს კი ვიდეო, თუ როგორი დებატები გამართეს "სქაისპორტის" სპეციალისტებმა.
გადადით ამ ლინკზე და თქვენც მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში, თუ ვინ არის პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი"აქ"