თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2013, 12:02
ავტორი: Esi,
ნანახია: 2266,
კომენტარები: 7
მოიესი კმაყოფილია!
გუშინ გამართული შეხვედრა დევიდ მოიესმა დადებითად შეაფასა.
მოიესი კმაყოფილია!
დევიდ მოიესი აღფრთოვანებულია თავისი კლუბის დადებითი თამაშით.გუშინ იუნაიტედმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შინ გერმანულ კლუბ ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლა და 4-2 დაამარცხა.

მანჩესტერიდან საუკეთესო უეინ რუნი გახლდათ,რომელმაც 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.ასევე თავი გამოიჩინა ჰოლანდიელმა რობინ ვან პერსიმ და ეკვადორელმა ანტონიო ვალენსიამ,ეს უკანასკნელი უეინ რუნისთან ერთად საუკეთესო იყო მოედანზე და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც ჩაატარა თავის კარიერაში.ამ შედეგით კი იუნაიტედი A ჯგუფის სათავეში მოექცა.მეორე მატჩი ამ ჯგუფში კი სოსიედადსა და შახტარს შორის გაიმართა და უკრაინელებმა სტუმრად 2-0 იმარჯვეს.

„ჩვენ ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ ამ შედეგით“-განაცხადა ბოსმა MUTV-სთან ინტერვიუში.

„მე ძალიან გამიხარდა,როდესაც პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ და მას შემდეგ თამაში სწორედ ჩვენ წავიყვანეთ.მთელი შეხვედრა ვაკონტროლებდით თამაშს.არ უნდა დავუკარგოთ გარჯა თავის მხრივ ლევერკუზენსაც,რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა და 2 გოლიც გაგვიტანა.“

„ეს იყო მნიშვნელოვანი,რომ მოგვეგო დღევანდელი შეხვედრა.რაც უფრო დრო გადის მით უფრო რთულ მეტოქეებს და ბარიერებს ვაწყდებით.ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგად და გამოვიყენეთ ჩვენი შანსი.შემდეგი მატჩი დონეცკლებთან გვაქვს,რომელიც ასევე ძალიან კარგი გუნდია და ეს მათ პირველ ტურშიც დაამტკიცეს.“


გუშინ გამართული შეხვედრა ასევე პირველი იყო მარუან ფელაინისთვისაც,რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა.მან 81 წუთი ითამაშა,რის შემდეგადაც მოესმა ის შეცვალა და მოედანზე ტომ ქლევერლი გამოუშვა.

„ვფიქრობ,რომ ფელაინმა ძალიან კარგად ითამაშა.ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა თავის პოზიციაზე.მეორე ტაიმში უფრო მტკიცედ გამოიყურებოდა და ვფიქრობ,რომ მან თავისი სამუშაო კარგად შეასრულა“

შოტლანდიელმა სპეციალისტმა ასევე შეაქო ეკვადორელი ანტონიო ვალენსია,რომელმაც მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და 79-ე წუთზე მეოთხე გოლიც გაიტანა.

„ჩვენ ყველამ ვიცით,რომ თუ ანტონიო ბურთს მიიღებს მაშინ ის აუცილებლად ისე გადააწყოდებს მეტოქეს,რომ საგოლე მომენტი შეიქმნას და ასე იყო ამ მატჩშიც.“

„ხოლო რაც შეეხება მის მიერ გატანილ გოლს ეს მას ძალიან სჭირდებოდა.მატჩის შემდეგ მე მას ვუთხარი,რომ ის კიდევ შესძლებს გაიტანოს არაერთი გოლი“
-დაასრულა მოიესმა
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Zizou
18 სექტემბერი 2013 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
გოლებზე რა გახარებული იყო wink
თითქოს ლიგის ფინალში გაიტანეს გადამწყვეტი გოლი
0
№2
ავტორი: dachi_mu
18 სექტემბერი 2013 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
magrad itamashes sagol.ubralod ori alogikuri goli gavushvit.
0
№3
ავტორი: don_vini
18 სექტემბერი 2013 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
კარგბეი იყვენენ ყველაა .( ფერდინანდს თუ არ ჩავთვლი) :)))...ვალენსია წელს რაგაც ისევ ისეთ ფორმას იბრუნებს როგორსაც ვერ აჩერებენ მცველები...ეკუთვნის რა ამ კაცს 25 ნომერი:))))))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: I L C
18 სექტემბერი 2013 14:37
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კი ნამდვილად აქვს საბაბი მეთვითონაც კმაყოფილი ვარ

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: VaRdo
18 სექტემბერი 2013 14:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვალენსიაზე 7 ნომერი ცუდად მოქმედებდა თურმე და ეგრეც იქნებოდა. რთულია მა ნომრის ტარება. უფრო დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. იმედია ესე გააგრძელებს და კიდევ უფრო მოუმატებს. გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს მახარებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: red devil
18 სექტემბერი 2013 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Rato misces valencias 7 nomeri? 25 nomrit dafrinavs tipi :D
0
№7
ავტორი: buka oboladze
18 სექტემბერი 2013 15:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
კარგია შევიდა ფორმაში ვალენსია <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top