თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2013, 20:19
ავტორი: Esi,
ნანახია: 2417,
კომენტარები: 9
დაუშვებს იუნაიტედი კიდევ ერთ შეცდომას?
შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედმა კიდევ ერთი იმედისმომცემი ტალანტი დაკარგოს...
დაუშვებს იუნაიტედი კიდევ ერთ შეცდომას?
მანჩესტერ იუნაიტედი შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს და დაკარგოს ბელგიელი ახალგაზრდა ფეხბურთელი ადნან იანუზაი,რომელსაც 6 თვეში უმთავრდება კონტრაქტი მანჩსტერ იუნაიტედთან.

Daily Mail-ის ჟურნალისტმა ჯონ ედვარდსმა დღეს გამოაქვეყნა სტატია,სადაც საუბარი იყო იმაზე,რომ მანჩესტერ იუნაიტედის თანაქალაქელ მეტოქე სიტის სურს,რომ გადაიბიროს იანუზაი.აი რას წერს ედვარდსი თავის სტატიაში:

„მანჩესტერ სიტი მზადაა,რომ შეიძინოს ბელგიელი ნახევარმცველი ადნან იანუზაი მანჩსტერ იუნაიტედიდან.ისინი ყველაფერს ეცდებიან,რათა იუნაიტედმა ამ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმოს.“




ედვარდსის სიახლესთან დაკავშირებით ასევე თავის მხრივ the Mirror-ის ჟურნალისტმა ალან ნიქსონმა თავისი სტატია გამოაქვეყნა,სადაც მან განაცხადა,რომ თუ იუნაიტედმა ფეხბურთელი დაიყოლია,მაშინ მას შეუძლია უარით გაისტუმროს ნებისმიერი კლუბი,რომელსაც იანუზაი მოუნდება.

თავის მხრივ თვითონ ფეხბურთელს ყველაფერი აქვს იუნაიტედში,რაც კი მას შეიძლება ჰქონდეს.მეტიც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ის პირველ გუნდში გადმოიყვანა და სათამაშო დროსაც ასე თუ ისე აძლევს.ტურნეზე იანუზაიმ თითქმის ყველა შეხვედრა ჩაატარა.შემდეგ იყო შეხვედრა უიგანთან,ქომუნითი შილდზე,სადაც იანუზაიმ მონაწილეობა მიიღო.ბოლო ტურშიც პრემიერ ლიგაში დებიუტი ჰქონდა.დევიდ მოიესმა ეშლი იანგის ნაცვლად მოედანზე,სწორედ ბელგიელი შეიყვანა და ამ უკანასკნელმაც 23 წუთი დაჰყო მინდორზე.
18 წლის ფეხბურთელმა კი საოცრად მაღალი უნარები და კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი თავის პირველ პრემიერ ლიგურ შეხვედრაში.



The Express-ის ჟურნალისტმა ჯეიმს დიკინსონმა კი კრისტალ პალასთან გამართულ შეხვედრაში იანუზაისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.მართლაც,რომ ბელგიელი ახალგაზრდა ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში.ძალიან კარგად უტევდა და ცდილობდა მოეტყუებინა მეტოქე ამა თუ იმ მომენტში,რაც გამოსდიოდა კიდეც.ასე და ამგვარად იანუზაი პირველ გუნდში სათამაშო დროს ჯერ-ჯერობით არ უჩივის.
და ბოლოს,თუ იანუზაის დაყოლიება იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა და ის მაინც დატოვებს კლუბს,მაშინ დევიდ მოიესს მომდევნო ზაფხულში მოუწევს სერიოზული ტრანსფერების გაკეთება.

ჩემეული ვერსია:

და მაინც რატომ უნდა დატოვოს იანუზაიმ კლუბი? ვფიქრობ,რომ დევიდ მოიესი ასეთ ფეხბურთელს ხელიდან არ გაუსვებს.შეუძლებელია ასეთ ფეხბურთელში ტალანტის არ დანახვა.ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ იუნაიტედის მომავალი ლეგენდა და შეუცვლელი ფიგურა გახდეს.კლუბი კი ყოველთვის შეუწყობს მას ხელს.იუნაიტედი ხომ სწორედ ამითაა ცნობილი.ის ხომ ყველას აძლევს შანს თავის წარმოჩენისა და ვფიქრობ,რომ არც იანუზაი იქნება გამონაკლისი.მით უფრო,რომ ის უკვე პირველ კლუბშია და მოიესიც აძლევს შანს.მოკლედ ეს ყველაფერი დროის ამბავია და დარწმუნებული ვარ,რომ იანუზაი აუცილებლად გააფორმებს დიდ ვადიან კონტრაქტს იუნაიტედთან.


წყარო:Bleacherreport.com
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GGMU20
17 სექტემბერი 2013 20:26
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
დარჩება.. არსად წავა... მითუმეტეს სიტიოო ... სასაცილოა... საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№2
ავტორი: red devil
17 სექტემბერი 2013 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ravi tviton tqva mgoni unda gavaxangrdzlivovo da. Imedia pogba rogorc gagveqca ise ar gaiqceva esec
0
№3
ავტორი: DimaSanaia
17 სექტემბერი 2013 20:46
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
იანუზაის არავის გაუშვებს, გამორიცხულია :) იანვარში ახალ ოქროს კონტრაქტს დადებს :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№4
ავტორი: VaRdo
17 სექტემბერი 2013 20:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ესი. შანსი არაა ეს არსად წავა. მეტი სალაპარაკო თემა აღარ აქვს ამ პრესას დაინახეს რომ 6 თვეში კონტრაქტს ვადა გასდის და დაიწყეს ჭორები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Malboro463
17 სექტემბერი 2013 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ჯესი ეს და კოლი არ უნდა გაუშვან მითუმეტეს ლინგარდი და კოლი
ლეგიონერებზე ლიმიტის შემოებას აპირებენო ჭორის დონეზე წავიკითხე
0
№6
ავტორი: I L C
17 სექტემბერი 2013 21:20
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
არსად წავა და დაილი მაილისი ცენზურა დედა]ვატირე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: NeymaR
17 სექტემბერი 2013 21:34
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
არამგონია მანიუმ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვას რონალდუს სახით :)

არამგონია მანიუმ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვას რონალდუს სახით :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№8
ავტორი: Vajiko C
17 სექტემბერი 2013 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
მომავალი ლეგენდაა და ჩვენთან ბევრს მიაღწევს და სიტიში წასვლითდიდ შეცდომას დაუშვებს, მოუწევს სკამზე ჯდომა, ხელმძღვანელობამაც არ უნდა დაუშვან ეს!! ჩემზე უკეთ იმათ იციან რა უნდა ქნან :)) ჟურნალისტებსაც ტრანსფერების მერე სალაპარაკო თემა აღარ აქვთ და აღარ იციან რა დაწერონ...
0
№9
ავტორი: love united
17 სექტემბერი 2013 22:04
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ესეც თუ წავიდა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top