თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2013, 17:09
ავტორი: washington,
ნანახია: 2498,
კომენტარები: 8
აქეთ ვან პერსი, იქით კისლინგი
ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის ანალიზი, პრომო + სავარაუდო შემადგენლობა...
აქეთ ვან პერსი, იქით კისლინგი
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის ანალიზს...



ლევერკუზენის "ბაიერს" პირველივე ტურში ურთულესი მატჩი ელის: სამი ჰიიპიას გუნდი ინგლისის მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ იუნაიტედს" სტუმრობს და თითქოს ეს საკმარისად რთული ამოცანა არ იყო, ლევერკუზენელთა მდგომარეობას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ გონსალო კასტრო და ლარს ბენდერი ვერ ითამაშებენ (ორივე ტრავმირებულია). "ბაიერის" ფინელი დამრიგებელი ამ დანაკლისს კატასტროფად არ მიიჩნევს - შესაძლოა იმიტომაც, რომ "ვოლფსბურგთან" (3:1) სიმონ როლფესმა შესანიშნავად ითამაშა. ამ უკანასკნელის თქმით, "იუნაიტედისგან" საჩუქრებს არ უნდა ველოდოთ, ეს გუნდი ზედმეტად გამოცდილია იმისათვის, რომ რამე გვაჩუქოსო. "იუნაიტედის" გამოცდილებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს - სამაგიეროდ, ევროსარბიელზე გამოუცდელია "წითელი ეშმაკუნების" ახალი თავკაცი დევიდ მოიესი...


აქეთ ვან პერსი, იქით კისლინგი

თუკი ლევერკუზენელებს "ოლდ ტრაფორდზე" ვინმეს იმედი უნდა ჰქონდეს, ეს პირველ რიგში გოლეადორ შტეფან კისლინგზე ითქმის. გერმანულ კლუბს, შესაძლოა, მწვრთნელი ჰიიპიას გამოცდილებაც გამოადგეს, - ეს უკანასკნელი ხომ "ლივერპულში" ასპარეზობდა და "იუნაიტედის" წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია. "მანჩესტერელთაგან" ყველაზე სახიფათო ამ ეტაპზე რობინ ვან პერსია, რომელსაც პრემიერლიგაში სამი გოლი აქვს გატანილი.


"იუნაიტედი" - "ლევერკუზენი" 22:45 (სავარაუდო შემადგენლობა)

მანჩესტერი (4-4-2): დე ხეა - ფ. და სილვა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, კერიკი, გიგზი, იანგი - ვან პერსი, რუნი.

ლევერკუზენი (4-3-2-1): ლენო - დონატი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ბიონიში, ჩანი, რაინარტცი, როლფესი - სემი, სონი - კისლინგი.

Manchester United vs Bayer Leverkusen | HD Promo




აქეთ ვან პერსი, იქით კისლინგი

ჯგუფის მეორე დუელი კი სან სებასტიანში, "რეალ სოსიედადსა" და იმ დონეცკის "შახტარს" შორის შედგება, რომელმაც ზაფხულში ჰენრიხ მხითარიანისა (დორტმუნდშია) და ფერნანდინიოს (სიტი) სახით ორი ლიდერი დაკარგა. უკრაინულმა გრანდმა მათ სანაცვლოდ ჯამში 62.5 მილიონი ევრო მიიღო და ამ თანხის დიდი ნაწილი ბრაზილიელებში, ბერნარდსა და ფრედში დააბანდა. ესპანური კლუბი კი ჩემპიონთა ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ათი წლის წინათ "სოსიედადმა" მერვედფინალამდე გააღწია, სადაც "ლიონთან" დამარცხდა. ცნობისთვის გაგახსენებთ, რომ ახლა ბასკებმა პლეი ოფში სწორედ "ლიონს" დაჯაბნეს!.
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ვიდეოები, სურათები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Z A C K™
17 სექტემბერი 2013 16:54
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
სტატუსს გილოცავ ძმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№2
ავტორი: washington
17 სექტემბერი 2013 17:02
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: zau
სტატუსს გილოცავ ძმა

გაიხარე :**

გონსალო კასტრო და ლარს ბენდერის სახით ლევერკუზენს სერიოზული დანაკლისი აქვს... მარტო კისლინგი და როლფესი ვერ უშველის ვერაფერს, გერმანელებს...
იუნაიტედს 1 იანს კუში 1.8 აქვს, რატომღაც მგონია ჰანდიკაპი წამოვა :)) ასევე ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი სოსიედადი - შახტარი 1 და ბ ჯგუფის გალათასარაი-რეალის 1X
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: Vodafone
17 სექტემბერი 2013 17:18
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაინტერესებს როგორი დებიუტი ექნება მოიესს ევროპაში
0
№4
ავტორი: I L C
17 სექტემბერი 2013 17:23
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
იმედია მოვიგებთთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: red devil
17 სექტემბერი 2013 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sosiedadi uechveli moigebs dges imedia chvenc movigebt.
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
17 სექტემბერი 2013 18:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კისლინგი არა ელ ფენომენო !
0
№7
ავტორი: buka oboladze
17 სექტემბერი 2013 19:08
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ნეტა რატაქტიკით ითამაშებს, ისევ თავისით თუ 4-4-2 ით
0
№8
ავტორი: NeymaR
17 სექტემბერი 2013 21:43
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლ ვაშინგტონ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top