მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა,ბელგიელმა ნახევარმცველმა,მარუან ფელაინიმ განაცხადა,რომ იუნაიტედში ვარჯიში უფრო ბევრის მსწავლელია,ვიდრე თავის ძველ კლუბ ევერტონში.
ფელაინი,რომელსაც თავისი დებიუტი იუნაიტედის მაისურით კრისტალ პალასთან მატჩში ჰქონდა,განაცხადა რომ მან თავიდან იუნაიტედის რეზერვებთან ერთად ივარჯიშა,რადგან პირველ კლუბთან ერთად ვარჯიში ძალიან გაუჭირდა.
"იუნაიტედის მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში ძალიან რთული აღმოჩნდა.რადგან აქ ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ,როგორებიც უეინ რუნი,რობინ ვან პერსი,ლუიშ ნანი და სხვები არიან.აქ ვარჯიში ნამდვილად რთული ყოფილა.მაგრამ მე ბედნიერი ვარ აქ ყოფნით"-განაცხადა ბელგიელმა
ყოფილმა ევერტონისა და ახლა უკვე მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა მარუან ფელაინზე კი შემდეგ,რამ განაცხადა:"მას აქვს პოტენციალი,რომ გახდეს საუკეთესო"
"ვფიქრობ,რომ ის საუკეთესო ბელგიელი ფეხბურთელია,მას ნამდვილად შესწევს ძალა გახდეს საუკეთესო.ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით.მას კარგი უნარები აქვს და შეუძლია კიდევ განვითარდეს და ჩამოყალიბდეს,როგორც საუკეთესო ფეხბურთელი"
"ის გახდება ნამდვილი იუნაიტედის ფეხბურთელი.მე მას მივცემ შანს,რათა დაამტკიცოს,რომ შეუძლია დაეხმაროს კლუბს წარმატების მიღწევაში"-დაასრულა მოესმა
წყარო:sillyseason.com
---
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.