ინგლისური კლუბის "ფულჰემის" მცველმა ბრედ ჰანგელანდმა შესაძლოა თავისი კარიერის ბოლო წლები სხვა კლუბში დაამთავროს. როგორც გვამცნობს Calciomercato.it, 31 წლის მცველით დაინტერესებულია ასევე ინგლისური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი". ხშირი შემთხვევაში "წითლების" დაცვის ხაზი ტრამვების გამო არ გამოიყურება კარგად რის გამოც გადაწყვიტეს ახალი მცველის ყიდვაზე ეფიქრათ, რაც იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი ვარიანტი. ჰანგელანდის კლუბში მოსვლამ შესაძლოა ყველაფერი წესრიგში მოიყვანოს. აქვე აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელი მცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლოა თანხის გადახდის გარეშე მოხვდეს. მომდევნო წლის ზაფხულში, ამ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ეწურება, მაგრამ "ფულჰემის" ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ არ შეუთავაზებიათ ახალი კონტრაქტი ბრედ ჰანგელანდისათვის. წყარო:manreds.com