1975 წლის 2 მაის ქალაქ "ლონდონში" დაიბად ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექემი. ეს ის ადამიანია, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი კვალი დატოვა და საუკეთესო 7_იანადაც კი მოიხსენიებდნენ. დღეს სწორედ ამ ადამიანზე მინდა შემოგთავაზოთ პატარა სიახლე რომელიც საიტზე მყოფ თითოეულ ადამიანს ეძღვნება.
მე_20 საუკუნის 90_იან წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოჩნდა სრულიად უცნობი ფეხბურთელი, სახელად ბექემი. მისი კარიერა კი 1992 წელს დაიწყო როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა "ინგლისელი" პირველ გუნდში გადაიყვანა. მისი დებიუტი საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა და გოლის გატანაც შეძლო. ამ ყველაფრის შემდეგ კი ბექემი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და ძირითადისკენაც მიისწრაფოდა, მაგრამ მოულოდნელად ფერგიუსონმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო როდესაც მან ინგლისელი ა "პრესტონში" გაანათხოვრა. ამ გუნდში ბექემმა ერთი თვე დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 2 გოლის გატანაც მოახერხა ხოლო ერთი თვის შემდეგ ის კვლავ დააბრუნა "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთვნელმა "ოლდ.ტრაფორდზე" და გუნდის შეუცვლელი ფიგურაც გახდა.
და აი დაიწყო ბექემის "მანჩესტერში" გატარებული საუკეთესო წლებიც. "პრესტონიდან" დაბრუნებული დევიდ ბექემა დაიწყო გოლების გატანა და თავის ნიჭსაც უფრო და უფრო ამჟღავნებდა. პირველ სეზონში მან 7 გოლის გატანა მოახერხა რაც კარგი თუ არა ცუდი შედეგი ნამდვილად არ იყო, ამასთან ერთად ბექემმა ხალხის გულიც მოინადირა და "ოლდ.ტრაფორდზე" მას უკვე ყველა აღმერთებდა და ყველა იმედის თვალით შეჰყურებდა ამ ახალგაზრდა ტალანტს. 1996 წლის 17 სექტემბერს "მანჩესტერმა" "პრემიერ ლიგის" პირველი მატჩი ჩაატარა სადაც პირველივე შეხვედრაში ბექემმა ცენტრიდან ულამაზესი დარტყმა განახორციელა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა, ეს გოლი კი მის კარიერაში ერთ ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. როგორი კარგიც იყო დასაწყისი ისეთივე კარგი აღმოჩნდა დასასრული, სეზონის ბოლოს "მანჩესტერმა" პრემიერ ლიგის თასი ასწია რაშიც დიდი წვლილის შეტანა მოახერხა დევიდ ბექემმა.
შემდეგი სეზონი კერძოთ კი 1997 წელი საკმაოდ გამორჩეული იყო სხვა წლებისგან, ვინაიდან ამ წელს გუნდი დატოვა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ და მის ნაცვლად 7 ნომრიანი მაისური გადასცეს დევიდ ბექემს. ბევრს ეგონა, რომ ინგლისელი ამ ნომრის ტარებას ჯერ არ იმსახურებდა ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ ადრე იყო ხოლო ნაწილი კი ამას დადებითად უყურებდა და სჯეროდათ, რომ ბექემი გაამართლებდა და გუნდის საუკეთესო 7 ნომრად ჩამოყალიბდებოდა. საბოლოოდ ეს ასეც მოხდა. იმის მიუხედავათ, რომ 1997 წელს "მანჩესტერმა" ვერცერთი პრესტიჟული ტიტულის მოგება ვერ მოახერხა არავის არ გაუკრიტიკებია არც "მანჩესტერი" და მითუმეტეს არც დევიდ ბექემი. შემდეგი წლები კი ყველა "მანჩესტერის" ფანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. ეს იყო 1999 წელი როდესაც "მანჩესტერმა" ყველა პრესტიჟული ტურნირის მოგება მოახერხა წინა წელთან განსხვავებით, მაგრამ ყველასგან განსხვავებული მაინც "ჩემპიონთა ლიგის" მოგება აღმოჩნდა. ეს იყო სასწაული ფინალი როდესაც 90 წუთზე მანჩესტერი 1:0 აგებდა "მიუნხენის ბაიერნთან" და დამატებულ 2 წუთში, 2 კუთხური, ბექემის 2 ჩაწოდება, და 2 ულამაზესი გოლი ვიხილეთ. საბოლოოდ კი "მანჩესტერმა" სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო ეს ტიტული. ასევე პირველი აღმოჩნდა ამ თამაშის ერთ_ერთი გმირისთვის, დევიდ ბექემისთვისაც.
როგორ კარგადაც დაიწყო ბექემის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" სამწუხაროდ ისევე კარგად ვერ დაასრულდა, ვინაიდან მას და ფერგიუსონს შორის უთანხმობეა მოხდა საბოლოოდ კი ბუცის სროლით და ბექემის წარბის გატეხვით დასრულდა. ამის შემდეგ ბექემი რეზერვებში აღმოჩნდა რაც გუნდს აშკარად დაეტყო ხოლო ფერგიუსონიც იძულებული გახდა, რომ ბექემი კვლავ დაებრუნებინა პირველ გუნდში, მაგრამ არა სამუდამოდ. "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალ მადრიდს" მასპინძლობდა. თამაში "მანჩესტერმა" ბექემის გარეშე დაიწყო სააბოლოოდ გუნდზე ამ ყველაფერმა იმოქმედა და 2:3 მარცხდებოდნენ. ამის შემდეგ მოედანზე დევიდ ბექემიც გამოჩნდა, ამ ყველაფერს კი ოლდ.ტრაფორდზე მყოფი მაყურებლების ოვაცია გამოიწვია და სტადიონიც გაერთიანდა თავის საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად. თითქოს რაღაც ძალა ჩასსახოდათ. თამაშის მსვლელობისას ბექემმა ჯერ იყო და ულამაზესი ჯარიმის გატანა მაოხერხა, ხოლო შემდეგ უკვე თამაშიდან მაოხერხა კიდევ ერთი ლამაზი გოლის გატანა და მისი გუნდი წინ გაიყვანა 4:3. სამწუხაროდ ეს შედეგი "წითელ ეშმაკებს" ხელს არ აძლევდათ ვინაიდან გასვლითი მატჩი 3:1 ჰქონდა წაგებული ხოლო მთლიან ჯამში ეს ანგარიში "რეალ მადრიდს" აწყობდა და ესეც დასრულდა. თამაში დასრულდა და ბექემმაც დაასრულა კარიერა "მანჩესტერის" რიგებში. წითელი ფორმა გაიხადა და თეთრი ფორმით შეუერთდა "რეალ მადრიდს." ეს იყო 2003 წელი როდესაც ყველა გულშემატკივარი შოკში იყო ამ ტრანსფერით.
სიახლეს კი ბექემის ბოლო სიტყვებით და მისი რამოდენიმე წუთიანი ვიდეო რგოლით დავასრულებ
მე მხოლოდ მაშინ დავბრუნდები ინგლისში,თუ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ვიქნები,თუ არადა ვრჩები."
394 ჩატარებული მატჩიდან ბექემმა 85 გოლის გატანა მაოხერხა და "მანჩესტერში" გატარებული 11 წლიანი კარიერა 2003 წელს დაასრულა.
P.S. VaRdo_ს სტატია დიდი პატივისცემით Www.Redarmy.Ge_ს