"ოლდ ტრაფორდზე" მატჩი 2-0 დასრულდა, გოლები კი რობინ ვან პერსიმ და უეინ რუნიმ გაიტანეს. დევიდ მოიესი კმაყოფილია თამაშით, რომელსაც ტრიბუნიდან სერ ალექს ფერგიუსონმაც უყურა:"მე ძალიან გახარებული ვარ. პირველი ტაიმის საწყის მომენტებში ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით. ჩვენ უპირატესობა მოვიპოვეთ და რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. გუნდი ცოტათი ნერვიულობდა, ამიტომ მოპოვებული პენალტი ტაიმის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. ვფიქრობ, სერ ალექსი იქნება ასევე კმაყოფილი. ის კარგად იცნობს პრემიერ ლიგას. მას უნდა ენახა, თუ როგორ იბრძოდნენ ბიჭები, რომლებმაც არაერთი ლამაზი მომენტი შემოგვთავაზეს. ჩვენ არ გაგვიშვია გოლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.ამ დროისთვის დაცვაში კარგად გამოვიყურებით, რაც დიდი პლიუსია."
"იუნაიტედმა" ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, როდესაც "პალასის" მოთამაშემ ეშლი იანგი წააქცია. გამოჩნდა, რომ კაშიგო დიკგაჩოიმ საჯარიმოს გარეთ იუხეშა. მიუხედავად ამისა, მოიესი თვლის რომ პენალტი დაუმსახურებელი არ ყოფილა:"მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მომენტი. რაღაც კონტექსტში ვეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ თითქოს პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. პირველი კონტაქტი საჯარიმოს გარეთ მოხდა. ასე თუ ვიმსჯელებთ, პატრის ევრაც მანიპულირებდა რამდენჯერმე პენალტის დანიშვნისკენ, მაგრამ მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ დავიმსახურეთ თერთმეტმეტრიანი, რადგან მთელი მატჩის განვმალობაში ვდომინირებდით."