თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2013, 13:10
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1380,
კომენტარები: 6
ჯორჯ ბესტი: კარიერის გამორჩეული მომენტები
2001 წლის სექტემბერში, ჯორჯ ბესტი United Review-ს ესაუბრა. ინტერვიუში მან კარიერის გამორჩეული მომენტები გაიხსენა.
ჯორჯ ბესტი: კარიერის გამორჩეული მომენტები
2001 წლის სექტემბერში, ჯორჯ ბესტი United Review-ს ესაუბრა. ინტერვიუში მან კარიერის გამორჩეული მომენტები გაიხსენა.

საფეხბურთო ფესვები
„ბავშვობაში „ვულვზს“ ვგულშემატკივრობდი, 50-იანებში მათ შესანიშნავი კლუბი ჰყავდათ. მახსოვს, პირველი სატელევიზიო მატჩი მათ პროჟექტორების განათებით ჩაატარეს.
„გლენტორანი“ ბელფასტში ჩემი გუნდი იყო. აქ „იუნაიტედის“ სამხრეთ ირლანდიელმა სკაუტმა, ბობ ბიშოპმა აღმომაჩინა და ჯო არმსტრონგმა „ოლდ ტრაფორდზე“ წამიყვანა.“

დებიუტი „იუნაიტედში“
„ეს იყო „ვესთ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ „ოლდ ტრაფორდზე“, 1963 წლის სექტემბერში - პროფესიონალური კონტრაქტი რამდენიმე თვით ადრე, მაისში გავაფორმე. არაფერი ვიცოდი ბოლო წუთებამდე, მატჩამდე ერთი საათით ადრე გავიგე, რომ ძირითადში ვითამაშებდი. ჩვენ ანგარიშით 1-0 მოვიგეთ დევიდ სედლერის გოლით, რომელიც ჩემი ოთახის მეზობელი იყო. სტადიონზე 54,000 გულშემატკივარი მოვიდა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო.“

პირველი გოლი
„მოედანზე გასასვლელი მეორე შანსის ლოდინში შობა მოვიდა. გუნდმა „ბარნლისთან“ 6-1 წააგო, განმეორებით შეხვედრაში ძირითადში მოვხვდი და გოლი გავიტანე - 5:1 მოვიგეთ. მახსოვს ბელფასტის სპორტულ გაზეთზე გამოქვეყნებული ჩემი სურათი გოლის გატანის მომენტში, ჩემი ოჯახი ამით ძალიან ამაყობდა.

გამორჩეული გოლი
„ვესთ ჰემის“ წინააღმდეგ გატანილი ბურთი. ამ დღეს ჰეთ-თრიკი შევასრულე, მეორე გოლი განსაკუთრებით ლამაზი იყო. რამდენიმე ფეხბურთელი მოვატყუე, მახსოვს წონასწორობა დავკარგე და წაქცევისგან თავის არიდებას ვცდილობდი, არც ისე ძლიერად, მარცხენა ფეხით დავარტყი და ბურთი ბადეში გაეხვა.“

ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი
„არ არსებობს ჩემპიონთა თასის ფინალში გატანილ გოლზე უფრო მნიშვნელოვანი. გამიმართლა, რომ „უემბლიზე“ ეს „ბენფიკას“ წინააღმდეგ გავაკეთე. მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ალბათ, „რეალთან“ ნახევარფინალში გატანილი ბურთი იყო. „ოლდ ტრაფორდზე“ მარცხენა ფეხით გავიტანე და ესპანელებს 1-0 მოვუგეთ, განმეორებით მატჩში კი მადრიდში 3-3 ვითამაშეთ, ასე რომ ჩემი გოლი გადამწყვეტი გამოდგა.“

ორმაგი ჰეთ-თრიკი
„ექვსი გოლი ინგლისის თასის მატჩში „ნორსჰემპტონთან“ გავიტანე, როცა „იუნაიტედმა“ ანგარიშით 8-2 მოიგო. ეს იყო ჩემი პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ამ ფაქტმა შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული გახადა. ერთ სეზონში ყველაზე მეტი გატანილი გოლის რაოდენობაა 28, ამ სეზონში ინგლისის პირველი დივიზიონის ბომბარდირი გავხდი.

პირადი ჯილდოები
„ერთ-ერთი ჯილდო ჩემთვის ყველაზე მეტს ნიშნავს: 1968 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება. ამ პერიოდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა. მას შემდეგ, რაც ფეხბურთს თავი დავანებე, ამდენი წლის შემდეგ, მე კვლავ ვიგებ ჯილდოებს, რაც ძალიან კარგია.

ყველაზე ძლიერი ოპონენტი
„არავის გვიყვარდა „ლიდსთან“ თამაში, რადგან მათი მარჯვენა მცველი პოლ რენი ალბათ ყველაზე საუკეთესო მცველია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. თუმცა, მაშინ ყველა გუნდს ჰყავდა „დამრტყმელი“, ჩვენთან ასეთი ნობი სტილსი იყო.“

განსაკუთრებული მომენტი
„ყველაზე დიდი მატჩი რომელიც მითამაშია, ჩემპიონთა თასის ფინალია, რომელიც განსაკუთრებული გახადა ერთმა ფაქტმა: მიუხენის ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, გუნდმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო.“

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: love united
14 სექტემბერი 2013 13:24
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საინტერესოა...ყოჩაღ ჯუბო...

„ყველაზე დიდი მატჩი რომელიც მითამაშია, ჩემპიონთა თასის ფინალია, რომელიც განსაკუთრებული გახადა ერთმა ფაქტმა: მიუხენის ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, გუნდმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო.“
love
0
№2
ავტორი: I L C
14 სექტემბერი 2013 13:31
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარი სტატია მაგრად დამაინტერესა საღოლ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Z A C K™
14 სექტემბერი 2013 13:45
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
მოკლედ დღევანდელი დღე ჯორჯ ბესტს ეძღვნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: Vodafone
14 სექტემბერი 2013 14:35
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ. საინტერესოა ბესტის მოგონებები, უდავოდ საუკეთესოა საუკეთესოთა შორის
0
№5
ავტორი: Mika
14 სექტემბერი 2013 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
რაც ფეხბურთს თავი დავანებე, ამდენი წლის შემდეგ, მე კვლავ ვიგებ ჯილდოებს, რაც ძალიან კარგია.! ♥

''მიუნხენის ტრაგედია''-ამ სიტყვებს რატომღაც გონებაში სულ სხვა ხმა ამოიკითხავს ხოლმე.
0
№6
ავტორი: ლადო
15 სექტემბერი 2013 09:40
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ჯუბო, საინტერესოა ძალიან...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top