დღევანდელ ინტერვიუში მარუან ფელაინიმ განაცხადა, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ახალი როი კინი გახდება. ბელგიელი ნახევარმცველი "ეშმაკებს" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეურთდა, მასში მოიესმა 27,5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
"როი კინი ძალიან აგრესიული ფეხბურთელი იყო, ამიტომ იგებდა ორთაბრძოლებს. ვფიქრობ იგივეს გაკეთება შემიძლია"_განაცხადა ფელაინმა BBC_სთან მიცემულ ინტერვიუში. "მე ორთაბრძოლისა და ბურთის სუფთად წართმევა შემიძლია".