თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2013, 23:45
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 1818,
კომენტარები: 4
ფელაინი: "ჩემი მიზანი ტიტულების მოგებაა"
ფელაინის ტიტულები სურს...
ფელაინი:
მარუან ფელაინიმ აღიარა, რომ ძალიან ნერვიულობდა, რადგან შესაძლოა "იუნაიტედში" გადასლვა ვერ მოესწრო. "სიმართლე გითხრათ, ხანდახან მეგონა, რომ "იუნაიტედში" ვერასდროს გადავიდოდი. თუმცა როცა გავიგე, რომ ჩემი კლუბი ბოლოს და ბოლოს დათანხმდა შემოთავაზებას ძალიან გამიხარდა. მე პირადად ვესაუბრე რობერტო მარტინესს, რადგანაც ძალიან მინდოდა პლანეტის საუკეთესო გუნდში თამაში. ჩემი მიზანი ტიტულების მოგებაა. ვიცი, რომ "იუნაიტედთან" ერთად ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ძალიან მიხარია, რომ ფორმალობები დამთავრდა. მიხარია, რომ "იუნაიტედს" შევუერთდი. ჩემი სატრანსფერო თანხა არანაირ ზეწოლას არ ახდენს ჩემზე. მოედანზე გაჩვენებთ რაც შემიძლია. შესაძლებელია, ზოგ ადამიანს არ მოვწონდე როგორც პიროვნება და ფეხბურთელი, თუმცა ჩემთვის სულ ერთია. მწვრთნელმა იცის ჩემი შესაძლებლობები, გუნდმაც კარგად მიმიღო. დანარჩენი სხვა კი არ მაინტერესებს. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ ძირითადში ადგილი დავიმკვიდრო. "იუნაიტედში" ბევრი კარგი ფეხბურთელია, ამიტომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. თუმცა მე მაქვს ბრწყინვალე შანსი წარმატებას მივაღწიო აქ. პრემიერ-ლიგაში დიდი ხანია ვთამაშობ და მის შესახებ ყველაფერი ვიცი. "ევერტონი" ჩემს გულში დარჩება. ამ კლუბთან მაკავშირებს კარიერის საუკეთესო მომენტები. დადგა დრო როცა მე უნდა წავსულიყავი. "ევერტონი" ბრწყინვალე გუნდია, თუმცა "იუნაიტედისგან" განსხვავებით ის ჩემპიონობისათვის არ ბრძოლობს." - განაცხადა ბელგიელმა ნახევარმცველმა.
სტატიები, ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: buka oboladze
14 სექტემბერი 2013 00:10
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
კარგია ყოჩაღ ავტორ, მოიგებს კიდეც ტიტულებს აუცილებლად, ისე ჯობია ფელაინის სიტყვები გამუქებული,რომ იყოს ისე შევეჩვიე უკვე რომ ძვლივს წავიკითხე
0
№2
ავტორი: BERDI
14 სექტემბერი 2013 00:10
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მთავარია მანჩესტერში მოხვდი და ბევრ ტიტულებსაც მოიგებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: red devil
14 სექტემბერი 2013 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Itamashe kargad da moigeb
0
№4
ავტორი: ლადო
14 სექტემბერი 2013 07:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
წელს ფაქტიურად ამის იმედად უნდა ვიყოთ და კერიკის ცენტრში...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top