თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2013, 13:10
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2962,
კომენტარები: 6
ზუსტად 50 წლის წინ, "ოლდ ტრაფორდზე" ჯორჯ ბესტის დებიუტი შედგა
ლეგენდარული ფეხბურთელების მოგონებები ჯორჯ ბესტზე
ზუსტად 50 წლის წინ,
„ვესთ ბრომვიჩის“ ვინგერები გრემ უილიამსი და კემპებელ კროუფორდი იხსენებენ, იმ დღეს, როდესაც მათ პირველად მოუხდათ „იუნაიტედის“ ამომავალ ვარსკვლავთან შერკინება.

ზუსტად 50 წლის წინ, "ოლდ ტრაფორდზე" ჯორჯ ბესტის დებიუტი შედგა


გრემ უილიამსი

„იმ დროს ბესტზე ცოტა რამ ვიცოდით, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა კლუბის რეზერვებში. როდესაც 17 წლის ფეხბურთელი ასეთი დიდებული კლუბის შემადგენლობაში პირველად თამაშობს, აუცილებლად გაგიჩნდებათ მისდამი ინტერესი. მაგრამ მასთან შერკინების არ მეშინოდა, რადგან ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

როდესაც მატჩი დაიწყო, პირველი თხუთმეტი წუთი მან ჩემს ფლანგზე გაატარა და ეგრევე მიიღო ფეხებში ძლიერი დარტყმა ჩემგან. ამის შემდეგ ის იქ მოქმედებდა სადაც მოესურვებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და მან მითხრა:“გრემ, შენი ავტოგრაფი ჩემს ფეხს არ შორდება!

ეს შესანიშნავი ბიჭუნა იყო, რომელსაც წარმოუდგენელი სისწრაფე გააჩნდა. ასევე ის მინდორზე წარმოუდგენლად გაწონასწორებული იყო, ამიტომ მისი წაქცევა ფაქტიურად სეუძლებელი გახლდათ. ჯორჯი ბურთთან ყველაფერს აკეთებდა რასაც მოისურვებდა.

ის თამაშზე იყო შეყვარებული. ერთხელ ის მოხდა, რომ ჩვენ ერთ კურორტზე მოვხვდით დასასვენებლად. მე ოჯახთან ერთად ვიყავი, ჯორჯი კი – მეგობრებთან. მისთვის ყველაზე დიდ სიამოვნებას პლიაჟზე ბურთის თამაში წარმოადგენდა. თუ მას ნებას დართავდით, ის მთელი დღე თამაშში გაატარებდა. ჩემს ოჯახს მისი თამაში ძალიან უყვარდა, ჩემი შვილები მას აღმერთებდნენ.

ჯორჯი ყოველთვის თამაშობდა გაღიმებული სახით. ის გაგცდებოდათ ფინტებით ან უბრალოდ სისწრაფით, დაასრულებდა მომენტს და უკან ღიმილით ბრუნდებოდა. ბესტი ფანტასტიკის სფეროდან გახლდათ!

ახლა ბევრი ექსპერტი განიხილავს, იმას შეძლებდნენ თუ არა ძველი დროის ლეგენდები ჩვენს დროში ფეხბურთის თამაშშ ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ადრე თამაშობდნენ. ჯორჯი ამას შეძლებდა და უკეთესიც გახდებოდა. ჯორჯს ისე, რომ ეთამაშა ალანდელი დროის ფეხბურთელებთან, როგორც ჩვენ გვეთამაშებოდა, უდიდეს წარმატებას მიაღწევდა.“


ზუსტად 50 წლის წინ, "ოლდ ტრაფორდზე" ჯორჯ ბესტის დებიუტი შედგა


ზუსტად 50 წლის წინ, "ოლდ ტრაფორდზე" ჯორჯ ბესტის დებიუტი შედგა


კემპებელ კროუფორდი

“ ეს დიდი მატჩი იყო, რადგან ჩვენ პირველად უნდა გვეთამაშა 50000 მაყურებლის წინაშე, რაც ძალიან გვაშინებდა. მატჩამდე ორი კვირით ადრე ჯორჯი ვნახე საქმეში. ის რეზერვებში თამაშობდა. რატომღაც მომეჩვენა, რომ ის ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მატჩამდე მწვრთნელმა ბესტზე ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა.

ჩემი დავალება ბობი ჩარლტონის გაჩერება გახლდათ. ეს საქმე იმ დროს საკმაოდ რთული გახლდათ. ჯორჯზე რამდენიმე წლით უფროსი ვიყავი და ვიცოდი, თუ რას გრძნობდა ახალგაზრდა მოთამაშე. ამიტომ მისგან საშიშროებას არ ველოდი.

გავიდა ზუსტად 20 წუთი და ჯორჯმა ჩემს ფლანგზე გადმოინაცვლა, მას შემდეგ რაც ფეხებში მიიღო მძიმე დარტყმა გრემისგან. ის ძალიან სწრაფად და ეშმაკურად მოძრაობდა. ბურთი თითქოსდა მასზე იყო მიმაგრებული, რაც უფრო გვირთულებდა საქმეს.“



ჯორჯ ბესტის პირველი ნაბიჯები “იუნაიტედის“ პირველ გუნდში


1963 წლის მაისი. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლესტერ სიტისთან“ გამარჯვებას აღნიშნავს, ინგლისის თასის ფინალში. მატჩის შემდგომ კი ბანკეტი გაიმართა, სადაც ყველა ერთად შეიკრიბა. ჯორჯ ბესტის მამა – დიკი, სერ მატ ბასბისთან ერთად იკავებდა ადგილს სასტუმრობს კუთხეში. დიკი თავისი ბიჭის მომავალზე ძალიან ღელავდა და ფიქრობდა, რომ ჯორჯი პროფესიონალი ფეხბურთელი ვერ გახდებოდა. მან „იუნაიტედის“ თავარ მწვრთნელს მიმართა:“თუ ჯორჯს არ აქვს შანსი, მაშინ ამის შესახებ მითხართ. მე მაქვს შესაძლებლობა, რომ მას მუშაობა დავაწყებინო.“

ბასბიმ დიკის დააჯერა, რომ მის შვილს შესანიშნავი მომავალი აქვს. 4 თვის შემდეგ 1963 წელს, ბასბი ჯორჯის მამასთან მივიდა და უთხრა:“მე ვგრძნობ, რომ ამ ბიჭში არის რაღაც განსაკუთღებული!“

სექტემბრის ერთ მშვენიერ დილას, ჯორჯის დებიუტი არ იყო დაგეგმილი „ინაიტედის“ პირველ გუნდში. იმ დროს ის რეზერვების მოთამასე იყო. მაგრამ ღია სადილის შემდეგ სერ მატი მივიდა ჯორჯთან და უთხრა:“შვილო, დღეს შენ მინდორზე გახვალ!“

„ბოსმა სადილის შემდეგ, ამ ყველაფრის შესახებ შემატყობინა და ეს ძალიან სწორად გააკეთა. მე რომ ეს ამბავი ადრე მცოდნოდა, ჩემი თავის კონტროლს დავკარგავდი.“ – გაიხსენა მოგვიანებით ბესტმა.

ზუსტად 50 წლის წინ, "ოლდ ტრაფორდზე" ჯორჯ ბესტის დებიუტი შედგა


გავიდა დრო და სერ მატ ბასბიმ განაცხადა:“იმ დღეს გასახდელში მძიმე ატმოსფერო სუფევდა. ჯორჯი კი კუთხეში იჯდა და მატჩის პროგრამას კითხულობდა. როგორც კი მატჩი დაიწყო, ის საქმეს შეუდგა. მალევე შეეგუა დიდ ფეხბურთს. დებიუტიდანვე მიხვდა, რომ ეს თამაშები მანქანების დიდ შეჟიბრებას ჰგავდა.“

იმ დღეს 1–0 მოვიგეთ, დევიდ სიდლერის გოლის წყალობით. ამ მატჩზე ჯორჯი იხსენებს:“მე ჩემი თავით გაოცებული ვარ! მაგრამ ბევრის გაკეთება უკეთესად შემეძლო.

ჩემი დებუტი ბობი ჩარლტონს არ მოეწონა. მე ახალბედა ვიყავი, ამიტომ ბურთი კარგად განაწილება მიჭირდა. მე ხომ უბრალოდ 3–4 ფეხბურთელის მოტყუება მსურდა. პარტნიორები მიყვიროდნენ და ბურთს მთხოვდნენ.. მე კი მათ პასს არ ვუკეთებდი.“

ბასბი ვუნდერკინდით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ბოლომდე არა. ჯორჯი ისევ რეზერვებში გაგზავნეს.


„ამ მოვლენამ შემაშინა. მაგრამ, მე ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი, ამიტომ ისევ ისე გავაგრძელე მუშაობა.“

ზუსტად 50 წლის წინ, "ოლდ ტრაფორდზე" ჯორჯ ბესტის დებიუტი შედგა


ბოლო სამი თვის განმავლობაში“იუნაიტედმა“ რვა მატჩი წააგო. საშობაოდ ჯორჯი ბელფასტში ბრუნდებოდა, მაგრამ ეს გადაიდო, რადგან მას მეორე მატჩი უნდა ეთამაშა პირველ გუნდში. მან ყველაფერი კარგად გააკეთა და პირველი გოლიც გაიტანა. ეს იყო მატჩი „ბერნლისთან“.

პედი კრერანდმა გაიხსენა:“მე „ბერნლის“ მცველ ალექს ელდერს ვიცნობდი. ის კარგი მოთამაშე გახლდათ. მაგრამ იმ დღეს ჯორჯმა ის გაანადგურა. მე ალექსი შემეცოდა. ბესტი კი შეუდარებელი იყო. მას შემდეგ, მან გუნდთან ყველა მატჩი ჩაატარა და არც ერთი გამოუტოვებია.“


ჯორჯი ბესტის თანაგუნდელები


ჯორჯის თანაგუნდელებმა გაიხსენეს ამ დიდებული მოთამაშის დებიუტი, რომელიც 50 წლლის წინ შედგა „ოლდ ტრაფორდზე“!

პედი კრერანდი

„ზაფხულში, ჯორჯის დებიუტიდან ერთი წელი იყო გასული, როდესაც ის და მე ერთ კურორტზე წავედით დასასვენებლად, სადაც გრემ უილიამსი შეგვხვდა. ამ მცველმა ჯორჯს სადებიუტო მატჩში ფეხებში მძიმე დარტყმა მიაყენა. გრემი შესანიშნავი და თბილი ადამიანი გახლდათ. ამიტომ მან მთხოვა, მისთვის ჯორჯ ბესტი გამეცნო, რადგან მატჩის დროს მისი სახის დამახსივრება ვერ მოასწრო, იმის გამო რომ იძულებული იყო მისი ზურგისთვის ეყურებინა! ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია ჯორჯზე. ის ფანტასტიკური ფეხბურთელი გახლდათ. ჯორჯი საუკეთესო იყო იმათგან, ვისთანაც ერთ გუნდში მომიწია თამაში. ის დიდებული იყო, გადამეტების გარეშე!“

გარი გრეგი

„მე ვესტუმრე სამწვრთნელო ბაზა „კლიფს“, სადაც თამაშობდნენ ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრებები. იმ დროს მე ვითვლებოდი საუკეთესო მეკარედ ჩემს ასაკში და წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, როდესაც ამ ბიჭუნამ ბურთი ფეხებს შუა გამიძვრინა და ასე გამიტანა გოლი. მაშინ ეს ყველაფერი გაუმართლებლობას დავაბრალე. საბოლოოდ კი მაშინ გავჩერი, როდესაც მან კიდევ ერთხელ მოახერხა ასე გოლის გატანა ჩემს კარში! მაშინ მე ჯორჯ ვუთხარი:“თუ ამას კიდევ ერთხელ გააკეთებ, კისერს მოგიგრეხ!“ ის წარმოუდგენლად ნიჭიერი იყო.“

დევიდ სედლერი

„ყველა ვინც ჯორჯთან ერთად ვთამაშობდით, ვიცოდით, თუ როგორი ნიჭით იყო ის დაჯილდოებული. როდესაც მისი დებიუტი უნდა შემდგარიყო „ოლდ ტრაფორდზე“, ყველამ ყურადღება მასზე გადაიტანა. არ ვიცი ნერვიულობდა თუ არა ის, მაგრამ ეს მინდორზე არ ემჩნეოდა. ყველა ძალიან ვნერვიულობდით მატჩის წინ, ის კი უბრალოდ მშვიდად იჯდა გასახდელის კუთხეში, თითქოსდა სასეირნოდ უნდა წასულიყო.“

ტონი დანი

„მე ძალიან გამიმართლა ჯორჯ ბესტის მოწინააღმდეგ, რომ არ ვიყავი და მასთან ერთად ერთ გუნდში, რომ ვთამაშობდი. ის უდიდესი ფეხბურთელი იყო. მასთან ერთად თამაში, ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევაა. როდესაც „იუნაიტედს“ შევუერთდი, მსურდა საუკეთესო გავმხდარიყავი. ჯორჯის დანახვის შემდეგ ჩემი ოცნება დაიმსხვრა.“

ფილ ჩისლანი

„ჯორჯი შიშის გარეშე თამაშობდა. ძალიან გასაკვირი იყო მისი ასე მამაცურად თამაში, ის ხომ მხოლოდ 17 წლის იყო და 65 000 მაყურებლის წინაშე თამაშობდა. მას ისე ადვილად შეეძლო მოწინააღმდეგის მოტყუება, თითქოსდა ისინი მის წინა არც ყოფილან. სერ მატ ბასბი ყოველთვის აძლევდა შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ჩემი დებიუტი 19 წლის ასაკში მოხდა.

ჩვენ ჯორჯი გვცოდებოდა მის დებიუტამდე, რადგან ძალიან სუსტი ჩანდა, მაგრამ ეს ბიჭი ძალიან მონდომებული და ამტანი გამოდგა. მისი შედარება შესაძლებელია ლიონელ მესისთან, რომელიც ცუდი ფიზიკური აღნაგობისდა მიუხედავად უდიდეს მწვერვალებს იპყრობს.“
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: NeymaR
14 სექტემბერი 2013 13:21
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
მაგარი კაცია რა <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№2
ავტორი: Beckham 7
14 სექტემბერი 2013 13:28
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ჩემი დებუტი ბობი ჩარლტონს არ მოეწონა. მე ახალბედა ვიყავი, ამიტომ ბურთი კარგად განაწილება მიჭირდა. მე ხომ უბრალოდ 3–4 ფეხბურთელის მოტყუება მსურდა. პარტნიორები მიყვიროდნენ და ბურთს მთხოვდნენ.. მე კი მათ პასს არ ვუკეთებდი.“


უბრალოდ 4 კაცის მოტყუება სურდა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: I L C
14 სექტემბერი 2013 13:30
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
დიდი დღე ყოფილა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: love united
14 სექტემბერი 2013 13:32
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ ლადო...

უდიდესი ფეხბურთელი...მაგრამ შეეძლო ბევრად უკეთესი ყოფილიყო...ჰარი გრეგის მოგონებაა ყველაზე მაგარი...
0
№5
ავტორი: Vodafone
14 სექტემბერი 2013 14:31
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ ძაან საინტერსოა. მართლა საუკეთესო იყო ..
0
№6
ავტორი: Mika
14 სექტემბერი 2013 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
Beckham 7,
მეც მაგის აღნიშვნას ვაპირებდი :დდ

კარრგი სიახლეაა) მიხარია ახალ ამბებს რომ ვიგებ ძველ ლეგენდებზე:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top